1 ფსალმუნი, გალობაჲ დავითისი, დღისა შაბათისა
2 კეთილ არს აღსაარებაჲ ღმრთისაჲ და გალობად სახელსა შენსა, მაღალო;
3 მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედღამედ,
4 ათძალითა საფსალმუნისათა და ჴმითა ებნისათა;
5 რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ჴელთა შენთათა ვიხარებდე.
6 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი.
7 კაცმან სულელმან არა ცნას, და უგნურმან არა გულისჴმა-ყოს ესე.
8 აღმოცენებასა ცოდვილთასა, ვითარცა თივა, და გამოჩნდეს ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა, რაჲთამცა მოისრნეს უკუნითი უკუნისამდე.
9 ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო, რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი, უფალო,
10 რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა.
11 და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაჲ ჩემი, და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა;
12 და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა და მათთჳს, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა.
13 მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და, ვითარცა ნაძჳ ლიბანისა განმრავლდეს.
14 დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან.
15 უფროჲსად განმრავლდენ სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა.
16 რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუე მის თანა. |