1 დასასრულსა, მალეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისა ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ ფსალმუნი ძეთა კორესთა
2 უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა;
3 შევედინ შენ წინაშე ლოცვა ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
4 რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჯოჯოხეთსა მიეახლა.
5 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი,
6 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარებსა, რომელთა არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.
7 დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
8 ჩემ ზედა განმტკიცნა გულისწყრომა შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
9 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
10 და თუალნი ჩვმნი მოუძლურდეს გლახაკებითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი.
11 მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
12 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
13 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
14 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვა ჩემი მიგეწიფოს შენ.
15 რადმე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
16 გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.
17 ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
18 გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
19 განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა. დიდება |