1 ფსალმუნი, გალობაჲ ასაფისი
2 ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმდები, ნუცა დამშჳდნები, ღმერთო.
3 რამეთუ, ესერა, მტერთა შენთა იზახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი.
4 ერსა შენსა ზედა ძმაცუიდეს ზაკვით და განიზრახეს წმიდათა შენთათჳს;
5 და თქუეს: მოდით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიჴსენოს სახელი ისრაჱლისა.
6 რამეთუ ზრახეს შეთქმით ურთიერთას და შენთჳს აღთქმა-ყვეს
7 ბანაკმან იდუმელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა,
8 გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა.
9 და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანაშემწე ძეთა მათ ლოთისთა.
10 ჰყვენ იგინი, ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა.
11 მოისრნეს იგინი აენდრს შინა და იქმნეს იგინი, ვითარცა სკორე ქუეყანისა.
12 დასხენ მთავარნი მათნი, ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი,
13 რომელთა თქუეს: დავიმკჳდროთ თჳსად სიწმიდე ღმრთისაჲ.
14 ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი, ვითარცა ურმისთუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა.
15 ვითარცა ცეცხლმან რა მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან, რომელმან შეწუნის მთანი,
16 ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნენ იგინი.
17 აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო.
18 ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხჳლეულ იქმნედ და წარწყმდედ.
19 და ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლო მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა. |