1 რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომა შენი ცხოვართა ზედა სამწყსოსა შენისათა.
2 მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითბან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა შენისათა მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა.
3 აიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენმე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა?
4 და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა,
5 დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს, ვითარცა გამოსავალსა ზესკნელსა. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა
6 დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა დაამჴუეს იგი.
7 დაწუეს ცეცხლით სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისა.
8 თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.
9 რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარა ვინ არს წინაწარმეტყუელ, და ჩუენ არა ვინ გჳცნნეს მერმეცა.
10 ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მჴდომი სახელსა შენსა სრულიად?
11 რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად?
12 ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა.
13 შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა.
14 შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.
15 შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ მდინარენი ითამისანი.
16 შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
17 შენ შეჰქმენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
18 ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგნურმან განარისხა სახელი შენი.
19 ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.
20 მოხედე აღთქმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისათა სახლნი უსჯულოთანი.
21 ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა.
22 აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯა შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.
23 ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ მოძულეთა შენთა ამაღლდა მარადის. დიდება |