1 ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.
2
3 მიიღედ მთათა მშჳდობაჲ ერისა და ბორცუთა სიმართლე.
4 განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილისმწამებელი.
5 და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე.
6 გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა.
7 გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე.
8 და უფლებდეს იგი ზღჳთ-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.
9 ამის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.
10 მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიასთა და საბაჲსათა ძღუენი მიართუან მას.
11 და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას. ;
12 რამეთუ იჴსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.
13 ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნნეს.
14 აღნადგინებისაგან და სიცრუისა იჴსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.
15 და ცხონდეს და მოეცეს მას ოქროსა მისგან არაბიასა, და ილოცვიდეს მისთჳს სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.
16 იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივა ქუეყანისა.
17 იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.
18 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან.
19 და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისა უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანა. იყავნ, იყავნ. დიდება
20 |