1 ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა
2 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი
3 ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა? ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.
4 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროს საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
5 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი.
6 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
7 უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარმსაცა გევედრებოდე შენ;
8 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
9 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენა შენი.
10 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთაჴდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
11 მიეცნენ იგინი ჴელთა მახჳლისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
12 ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუესა. |