1 დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი
2 შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისა, მოხედენ ჩემსა ლოცვასა.
3 კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე,
4 მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.
5 დავიმკჳდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.
6 რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთა და ეც მკჳდრობაჲ მოშიშთა სახელისა შენისათა.
7 დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად.
8 დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მისი ვინ გამოიძიოს იგი?
9 ესრეთ უგალობდე სახლსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდება. |