1 დასასრულსა, ცვალებადთათჳს; მერმეცა ძეგლისწერა დავითისი სამოძღურებელად
2 რაჟამს-იგი მოწუა შუამდინარე ასურეთისა და ასურეთი სუბაკაჲ და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ჴევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი
3 ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამჴუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ.
4 შეარყიე ქუეყანა და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაჲ მისი, რამეთუ შეიძრა.
5 უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ ლმობიერებისა.
6 მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშჳლდისა,
7 რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
8 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; განვიხარო და განვყო სიკიმა და ღელე იგი საყოფელთა განვზომო.
9 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისა; იუდა, მეუფჱ ჩემი,
10 მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიადმდე წარვიმართო სლვა ჩემი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს.
11 ვინ მომიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე,
12 არა თუ შენ, ღმერთო, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
13 მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ კაცისა.
14 ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი. |