1 დასასრულსა, ერისათჳს განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლისწერა, რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხოთესლთა გეთს შინა
2 მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე.
3 დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით. დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ.
4 ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე ჴორციელმან?
5
6 მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთჳს იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით.
7 მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა.
8 ამისთჳს არარაჲთა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოჰსრნე.
9 ღმერთთ, ცხორებაჲ ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წიუაშე, ვითარცა აღმითქუ მე.
10 მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ; აჰა, ესერა, მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ.
11 ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?
12 შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგეც შენ ქებისა.
13 რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.
14 |