1 დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
2 რაჟამს მოვიდა მისა ნათან წინაწარმეტყუელი, ოდეს-იგი შეეიდა ბერსაბესა, ჰურიაჲს ცოლისა
3 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი.
4 უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
5 რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
6 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა.
7 რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
8 რამეთუ, ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
9 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე.
10 მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
11 გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ.
The Psalmist David: Repentance 12 გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
13 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
14 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
15 ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
16 მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
17 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
18 რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
19 მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
20 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი.
21 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი. დიდება The Psalmist David: Repentance |