1 ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა იგი და წარვიდა
2 ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა.
3 უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და ახარებდენ.
4 განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
5 გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე.
6 მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს.
7 მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი.
8 დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი.
9 განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
10 გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.
11 მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
12 მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ.
13 ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
14 დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;
15 მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.
16 თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
17 პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი.
18 ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.
19 მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
20 მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან.
21 დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
22 სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ.
23 იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება |