1 იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ.
2 აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.
3 აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.
4 რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;
5 უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.
6 სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.
7 შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.
8 ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.
9 რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.
10 უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი;
11 ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი თესლადმდე.
12 ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსად.
13 ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი;
14 განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა სამკჳდრებულთა ქუეყანისათა,
15 რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი.
16 არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.
17 ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.
18 აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა,
19 ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.
20 ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა;
21 რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.
22 იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ. |