1 ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.
2 უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.
3 ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.
4 უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა,
5 ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;
6 დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს.
7 აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.
8 და კრებული ერთა გარემოგადგეს შეუ და ამისათჳს მაღლად მოიქეც.
9 უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.
10 აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.
11 შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
12 ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე.
13 არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;
14 და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწველთათჳს ქმნნა.
15 აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უსჯულოებაჲ.
16 ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა.
17 მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუჱ მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს.
18 აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა. |