ბიბლია, იობი, თავი 32. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10455&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 და დასცხრა იობ სიტყუად მათგან. დასცხრეს სამნიცა იგი მეგობარნი მისნი სიტყჳს-გებად იობისა, რამეთუ იყო იობ მართალ წინაშე მათსა.

2 განრისხნა ელიუს ბარაქეელისი ბუზელი, ნათესავისაგან არამისა, ევსიტელთა სოფლისა. განურისხნა იობს ფრიად, რამეთუ გამოიჩინებდა თავსა მართლად წინაშე უფლისა.

3 და სამთა მათცა ზედა მეგობართა მისთა განრისხნა ფრიად, რამეთუ ვერ უძლეს სიტყჳს-მიგებად იობისა და შეჰრაცხეს იგი, ვითარცა უღვთოჲ.

4 ხოლო ელიუს დაითმენდა სიტყჳს-მიგებად იობისა, რამეთუ უხუცეს მისსა იყვნეს დღითა.

5 და იხილა ელიუს, რამეთუ არა იყო სიტყჳს-გებაჲ პირისაგან სამთა მათ კაცთასა, და განურისხნა მათ გულისწყრომით.

6 მიუგო ელიუს ბარაქეელისამან ბუზელმან და ჰრქუა: უჭაბუკეს ვარ მე თქუენსა ჟამითა, ხოლო თქუენ მოხუცებულნი ხართ. ამისთჳს დავდუმენ და მეშინოდა თხრობად თქუენდა სწავლულებისა ჩემისა.

7 და ვთქუ, ვითარმედ: ჟამი სამე არს, რომელი იტყჳნ, და მრავლისა წლისათა იციან სიბრძნე.

8 არამედ სული ვიდრემე არს კაცთა შორის, და იგი სული ყოვლისა მპყრობელისა არს, რომელი ასწავებს მათ.

9 არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა იციან სამართალი.

10 ამისთჳს ვთქუ: ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ, რავდენი-რაჲ ვიცი.

11 და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, ისმინოთ თუ თქუენ, ვიდრემდე განიკითხნეთ სიტყუანი, და ვიდრე თქუენდამდე გულისჴმა-ვყო.

12 და, აჰა, ესერა, არა ვინ არს იობისა მამხილებელ და სიტყჳს-მიმგებელ სიტყუათა მისთა წილ თქუენგანი,

13 რათა არა სთქუათ: ვპოეთ სიბრძნე, შე-რაჲ-ვეძინენით უფალსა.

14 და კაცსა უტევეთ სიტყუად ესევითართა სიტყუათა.

15 შეძრწუნდეს და არღარა მიუგეს მას. და დააცადნეს მათგან სიტყუანი.

16 დადუმნეს და არღარა იტყოდეს, დადგეს და არა რაჲ მიუგეს.

17 მიუგო ელიუს და ჰრქუა: მერმე ვიტყოდივე,

18 რამეთუ სავსე ვარ სიტყჳთა, განვსთქდები სულითა მუცლისათა,

19 ხოლო მუცელი ჩემი, ვითარცა თხიერი ტკბილითა სავსე შეკრული, და ვითარცა საბერველი მჭედლისაჲ რაჲ განსთქდებინ.

20 ვიტყოდი, რათა განვისუენო და აღვახუნე ბაგენი ჩემნი.

21 კაცისა არა შევირცხჳნო, არცაღა ჴორციელისა შევიკდიმო,

22 რამეთუ არა ვიცი თუალთ-ღებაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა, მეცა მღილთა შემჭამონ.

<< ← Prev Top Next → >>