1 რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების, და ადგილი ოქროჲსაჲ, ვინაჲ გამოვალს,
2 რამეთუ რკინაჲ ქუეყანით იქმნების და სპილენძი, ვითარცა ქვაჲ გამოიკუერვის.
3 წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს, ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ.
4 განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან, ხოლო რომელთა დაივიწყნეს გზანი მართალნი, მოუძლურდეს კაცთაგან.
5 ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის, ვითარცა ცეცხლი.
6 ადგილი საფირონისაჲ ქვანი მისნი და მიწად ოქროჲ მისი.
7 ალაგნი მისნი არა იცნის მფრინველმან და არა იხილა იგი თუალმან ორბისამან.
8 არა დათრგუნეს იგი ძეთა ლაღთათა, არა წარვლო ლომმან.
9 კლდისა მწუერვალთა ზედა განიპყრნა ჴელნი მისნი და დააქცინა საფუძველითგან მთანი ძნელნი.
10 მოქცევნი მდინარეთანი განხეთქნა, ყოველი პატიოსანი იხილა.
11 და სიღრმენი მდინარეთანი გამოაჩინნა და გამოაცხადა ძალი თჳსი ნათლად.
12 ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ რომელი ადგილი არს მეცნიერებისა?
13 არა იცის კაცმან გზაჲ მისი, არცა იპოების კაცთა შორის.
14 უფსკრულმან თქუა: არა არს ჩემ შორის, და ზღუამან თქუა: არა არს ჩემ თანა.
15 არა სცეს შეყენება მის წილ, ვერცა ესწორების მას ვეცხლი ნაცვალად მისა,
16 ვერცა ესწოროს მას ოქროჲ ოფაზისაჲ: ფრცხილი, ანთრაკი და საფირონი,
17 ვერცა ესწოროს მას ოქროჲ და მანი და ნაცვალად მისა ჭურჭელი ოქროჲსაჲ,
18 განსაცხრომელი და მდაბალი არა მოიჴსენოს, და მოიზიდე სიბრძნე უფროს შინაგანისა.
19 არა ესწოროს მას პაზიონი ჰინდოეთისა, ოქროსა თანა წმიდისა ვერ შეესწოროს.
20 ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ სადა იყოს ადგილი გულისჴმისყოფისა?
21 დაავიწყდა ყოველსა კაცსა და მფრინველთაგან ცისათა დავფარა.
22 წარსაწყმედელმან და სიკუდილისამან თქუეს, ვითარმედ: გუასმიეს მისი სიკეთე.
23 უფალმან კეთილად დაამტკიცა გზაჲ მისი.
24 და მან თავადმან იცის ადგილი მისი, რამეთუ იგი ყოველსავე, რაჲ-არს ცასა ქუეშე, ხედავს და იცის ყოველივე,
25 რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო,
26 ოდეს ქმნა ესრეთ, იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით ჴმითა
27 მაშინ იხილა და გამოთქუა იგი, გაჰმზადა, გამოიკულია იგი,
28 და ჰრქუა კაცსა: აჰა, ესერა, ღმრთისმსახურება არს სიბრძნე, ხოლო განშორებაჲ ბოროტისაგან არს მეცნიერებაჲ. |