1 მიუგო იობ და ჰრქუა:
2 ვიდრემდე დააშთობდეთ სულსა ჩემსა და დამჴსნიდეთ მე სიტყჳთა?
3 ცანთ ხოლო, რამეთუ უფალმან მიყო მე ესრეთ. ძჳრსა მიზრახავთ და არა გრცხუენის ჩემდა და ზედადამესხმით მე.
4 ესე ნანდჳლვე მე შეცთომილ ვარ და ჩემ წინაშე იქცევის საცთური და ვიტყოდე სიტყუასა, რომელ არა ჯერ-იყო და სიტყუანი ჩემნი სცთებიან და არა ჟამსა.
5 აცადეთ, რამეთუ ჩემ ზედა განსიტყუდებით და ზედამომივალთ მე ყუედრებით.
6 გულისჴმა-ყავთ, რამეთუ უფალი არს, რამეთუ ესე ესრეთ ყო და ძნელოვანნი მისნი ჩემ ზედა აღამაღლნა,
7 აჰა ესერა, ვეცინი ყუედრებასა და არა ვიტყოდე, ვღაღადებ. არა ვინა არს საშჯელი ჩემი.
8 გარემოზღუდვილ არს ჩემსა და ვერ გარდავალ, წინაშე პირსა ჩემსა ბნელი დადვა.
9 და დიდებაჲ ჩემი განმძარცუა ჩემგან. მიმიღო გჳრგჳნი თავისაგან ჩემისა.
10 დამარღჳა მე გარემოჲს და წარვჴედი, მოეკუეთა ვითარცა ხე სასოებაჲ ჩემი.
11 და ბოროტად ჩემ ზედა რისხვა მოაწია, შეურაცხიე მე ვითარცა მტერი
12 ერთბამად მოიწინეს განსაცდელნი მისნი ჩემ ზედა, გზათა ჩემთა გარემომიცვეს მე მზირთა ჩემთა.
13 ძმანი ჩემნი განმეშორნეს ჩემგან, იცნეს უცხოჲ ვიდრეღა მე.
14 მეგობარნი ჩემნი უწყალო მექმნეს მე, არად შემრაცხეს მე მახლობელთა ჩემთა, და რომელთა იცოდეს სახელი ჩემი, დამივიწყეს მე.
15 მოძმეთა სახლისა მსახურთა ჩემთა უცხო ვეყავ მე წინაშე მათსა.
16 მსახურსა ჩემსა უწოდე და არა ისმინა ჩემი, პირი ჩემი ევედრებოდა.
17 და ვექენებოდე ცოლსა ჩემსა, მოვხადე ქენებით ძეთა ხარჭთა ჩემთასა,
18 ხოლო მათ უკუე განმწირეს მე, რაჟამს აღვიდე, იგინი ჩემთჳს ძჳრსა ზრახვიდიან.
19 მომიძაგეს, რომელთა მიცოდეს მე და რომელთა ვჰყუარობდ, ჩემ ზედა აღდგომილ არიან.
20 ტყავსა შინა ჩემსა დალპეს ჴორცნი და ძუალნი ჩემნი კბილთა შინა თქუენთა გქონან.
21 შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
22 რაჲსათჳს მდევნით მე, ვითარცა-იგი უფალი და ჴორცთა ჩემთაგან ვერ განსძღებით?
23 ვინ მომცნეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დაგებად იგინი წიგნთა შინა უკუნისამდე
24 საწერელითა რკინისათა და ბრპენისათა, გინა თუ კლდესა შინა გამოწერად?
25 ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დაჴსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად
26 ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა,
27 რომელნი მე თჳთ თავით ჩემით მიცნობიან; რომელნი თუალმან ჩემმან იხილა და არავინ სხუამან, ყოველნივე აღსრულებულ არიან წიაღთა ჩემთა.
28 უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: რასამე ვიტყოდით წინაშე მისსა? და ძირნი სიტყუათანი ჰპოვნე მას შინა.
29 გეშინოდენ თქუენცა დაფარულისა მისთჳს, რამეთუ გულისწყრომაჲ უსჯულოთა ზედა მოიწიოს და მაშინ ცნან, სადა არს მათი იგი სიმართლე. |