1 მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:
2 ვიდრემდე არა დასცხრები? დადუმენ, რათა ჩუენცა ვიტყოდით:
3 რაჲსა ვითარცა პირუტყუნი დადუმებულ ვართ შენ წინაშე?
4 და გიჴმევიეს შენ რისხვაჲ! აწ რაჲ? უკუეთუ შენ მოჰკუდე, უშენი დაშთესა ცასა ქუეშე, ანუ დაიქცენ მთანი საფუძვლითურთ?
5 და ნათელი უღმრთოთა დაშრტეს, ანუ არა შეემთხჳოს მათ.
6 ნათელი მათი ბნელად გარდაიქცეს საყოფელსა მათსა, ხოლო ნათელი იმათი დაშრტეს მათ ზედა.
7 წარიღეთ უმწემესთა ნაყოფი მათი; ცთომილ იყუნედ ზრახვანი მათნი.
8 შევრდომილ არს ფერჴი მათი საბრჴესა და მახესა წარეგრაგნენ.
9 მოვიდენ საბრჴენი მის ზედა, განძლიერდედ მის ზედა წყურილნი; დარწყულ არს ქუეყანასა ზედა საბელი მისი ალაგთა ზედა.
10
11 გარემოადგედ მას სალმობანი მრავალნი, საბრჴე მოიწიოს მის ზედა.
12 მიეცეს იწროსა სიყმილსა, დაცემაჲ განმზადებულ არს მის ზედა განსაკჳრვებელი, შეიჭამოს ძალი ფერჴთა მისთა.
13 შეიჭამნედ წყჳლნი, განლიენ შუენიერებაჲ მისი სიკუდილმან.
14 განეშორენ საყოფელთა მისთა განკურნებაჲ, შეემთხჳენ მას ჭირი და ბრალი სამეუფოჲ.
15 დაიმკჳდროს საყოფელსა მისსა ღამემან, დაეთესნედ შუენიერნი წუნწუბით.
16 და ქუეშე კერძო ძირნი მისნი განჴმელ და ზედა კერძო ნაყოფი მისი დასცჳვეს.
17 საჴსენებელი მისი წარწყმდინ ქუეყანით და არა იყოს სახელი მისი პირსა წინაშე სხუათაგან.
18 ეჭენენ მას სანთლისაგან ბნელად და არა იყოს საცნაურ ერსა შორის მისსა.
19 და არცა განრინებულ ცასა ქუეშე სახლი მისი, არამედ მისთა მათ შინა ცხონდებოდიან უცხონი.
20 მის ზედა სულთ-ითქუმიდეს უკანასკნელი, ხოლო პირველთა მათ უკჳრდა.
21 ესენი არიან სახლნი ცრუთანი და ესე არს ადგილი მათი, რომელთა არა იციან უფალი. |