1 მიუგო ელიფას თემანელმან და თქუა:
2 აწ უკუე ბრძენმან სიტყუაჲ მოუბის გულისჴმის-ყოფისა სულისაჲ და აღავსო სალმობითა მუცლისათა.
3 ამხილებ სიტყჳთა, რომელ არა ჯერ-იყო სიტყჳთა, რომელ არა სარგებელ?
4 და აღასრულენ სიტყუანი ესევითარნი წინაშე უფლისა. თანამდებ ხარ სიტყუათა პირისა შენისათა,
5 არარაჲ განიკითხენ სიტყუანი ძლიერთანი.
6 გამხილენ შენ პირმანვე შენმან და ნუმედა ბაგეთა შენთა შეგწამონ შენ.
7 აწ რაჲ? ნუ უწინარეს კაცთა შენ იყავ? ანუ უწინარეს მთათა დაებადე?
8 ანუ პირველად ბრძანებაჲ უფლისაჲ შენ გესმა? ანუ შენ ზედა ხოლო მოიწია სიბრძნე?
9 ანუ შენ რაჲ იცი, რომელი ჩუენ არა ვიცით? ანუ შენ რაჲმე გულისჴმა-გიყოფიეს, რომელ ჩუენ არა?
10 და მოხუცებულ და უძუელეს ჩუენსა და უმრავლეს ჩუენსა და უმრავლეს მამისა დღითა.
11 მცირედ რავდენ-იგი სცოდე, იტანჯები, არამედ დიდძალად და გარდარეულად იტყოდე:
12 ვითარ იკადრა გულმან შენმან, ანუ რაჲ იხილეს თუალთა შენთა,
13 რამეთუ გულისწყრომაჲ აღმოსთქუ წინაშე უფლისა და პირისაგან წარმოიხუენ ესევითარნი სიტყუანი?
14 ვინმე უკუე არს კაცთაგანი, რომელიმცა იყო უბრალო. ანუ ყოფილმე ვინ არს მართალ ნაშობი დედაკაცისაჲ?
15 უკუეთუ წმიდათა მიმართ არა ჰრწამს და ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე.
16 აცადეთ საძაგელი და არაწმიდაჲ კაცი, რომელი სუამს სიცრუესა სწორად სასუმლისა.
17 ხოლო გითხრა შენ და ისმინე ჩემი და, რაჲ-იგი ვიხილე, გაუწყო შენ,
18 რაჲ-იგი ბრძენთა თქუან და არა დაუმალეს მამათა მათთა,
19 მათ ხოლო მოეცა ქუეყანაჲ და არა მოვიდა უცხოთესლი მათ ზედა.
20 ყოველივე ცხორებაჲ უღმრთოთა ზრუნვით, წელნი რიცხჳთ მოცემულ არიან ძლიერისა მისგან;
21 ხოლო შიში მისი ყურთა მისთა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ მშჳდობით არს, მაშინღა მოიწიოს მის ზედა დაქცევაჲ.
22 ნუ ჰრწამნ მას გარემოქცევად ბნელისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს მის მიერვე ჴელთა მახჳლისათა მიცემად.
23 და განჩემებულ არს საჭმლად ორბთა და იცის თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ელის დაცემად, და დღემან ბნელისამან შეაძრწუნოს იგი.
24 ურვამან და ჭირმან შეიპყრას იგი, ვითარცა ერისთავი მთავრად მდგომარე რაჲ დაეცის,
25 რამეთუ აღიპყრნა ჴელნი მისნი წინაშე ღმრითისა და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა.
26 ქედი აღმართა და იქცეოდა წინაშე მისსა გინებით სიზრქითა საჭურველისა მისისათა,
27 რამეთუ დაჰფარა პირი მისი ცმელსა თჳსსა და ქონსა ყელე მისი ბარკალსხვილით.
28 იქცეოდენ იგი ქალაქთა ოჴერთა და შევედინ სახლსა უმკჳდროთა და, რაჲ-იგი განიმზადეს, სხუათა წარიღონ.
29 არცა განმდიდრდეს, არცა დაადგრეს ნაყოფი მისი, არა დაადგრეს ქუეყანასა ზედა აჩრდილი მისი,
30 არცა განერეს ბნელსა, მცენარე მისი დააჭნვენ ხორშაკმან და დასცჳვენ ყუავილი მისი.
31 ნუ ჰრწამნ, ვითარმედ დათმოს, რამეთუ ცუდი ცუდად გარდაექცეს მას.
32 მოკაფული მისი უწინარეს ჟამისა განირყუნეს და მორჩი მისი არა განედლდეს.
33 და მოისთულონ იგი, ვითარცა კაწახი ნჟამოდ და დასცჳვენ, ვითარცა ყუავილი ზეთისხილისა,
34 რამეთუ საწამებელი უღმრთოთა სიკუდილი არს, ხოლო ცეცხლმან დაწუნეს სახლნი მოქრთამეთანი.
35 და მუცლად-იღენ სალმობანი, შეემთხჳენ მას ცუდი ცუდსა ზედა და მუცელმან მისმან შთაიკრიბოს ზაკუაჲ. |