1 მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:
2 ვიდრემე იტყოდი მაგას სულითა მრავლისმეტყუელითა პირითა შენითა?
3 ნუუკუე უფალმან ნაწილი საჯოს. ანუ, რომელმან ყოველივე შექმნა, ცვალოს სამართალი?
4 უკუეთუ ძეთა შენთა ცოდეს წინაშე მისსა, მოუვლინა ჴელითა უსჯულოებისა მათისათჳს.
5 ხოლო შენ აღიმსთუე უფლისა მიმართ, ყოვლისა მპყრობელისა, ვედრებით.
6 უკუეთუ წმიდა იყო და ჭეშმარიტ, ვედრებისა შენისა ისმინოს და მოგაგოს ნაყოფი სიმართლისა.
7 და იყოს პირველი იგი შენი მცირედ, ხოლო უკუნასკნელი შენი ურიცხჳ.
8 ჰკითხეღა ნათესავსა მას პირველსა და გამოიძიე ნათესავითა ნათესავად მამათა,
9 რამეთუ საწუთონი ვართ და არა ვიცით, რამეთუ აჩრდილ არს ცხორებაჲ ჩუენი ქუეყანასა ზედა.
10 ანუ არა ამათ გასწაონ და გითხრან შენ და გულისაგან გამოიხუნენ სიტყუანი?
11 ნუუკუე აღმოსცენდის ჭილი თჳნიერად წყლისა, ანუ აღმაღლდის ბანჯარი ურწყუელად? ძირთა ზედაღა იყოს
12 და ვერ მოითიბოს პირველ, ვიდრე არა მოირწყოს ყოველივე მწუანვილი, გაჴმეს იგი.
13 ესრე იყოს აწ აღსასრული ჟამთაჲ, რომელთა დაჰვიწყებიეს უფალი, რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.
14 და უმკჳდრო იყვნენ სახლნი მათნი, დედაზარდლის ქსელ იყვნენ სახლნი მათნი.
15 და-ღათუ-მტკიცნენ სახლნი მათნი. ვერვე დგენ, შე-ღათუ-იკრძალონ იგი, ვერვე დაუთმოს,
16 რამეთუ ნედლ არს იგი მზისაგან და სიხენეშისაგან მისისა მორჩი მისი გამოჴდეს.
17 შესაკრებელსა ქვათასა დაწვეს და შორის ღჳნჭათა ცხონდეს.
18 უკუეთუ შთანთქას, ადგილი იგი უარის-ყოფად დგეს მისა, არა გიხილავსა ესევითარი?
19 რამეთუ დაქცევაჲ უღმრთოთა ესე არს, ხოლო ქუეყანით სხუაჲ აღმოაცენის,
20 რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ხოლო ყოველი ძღუენი უღმრთოთაჲ არა შეიწიროს.
21 და პირნი ჭეშმარიტთანი აღავსნეს სიცილითა და ბაგენი მათნი აღსარებითა.
22 ხოლო მტერთა მათთა შეიმოსონ სირცხვილი და ნაწილი უღმრთოთა არა იყოს. |