1 და განადიდა მეფემან არტაქსეს ამან მაკიდონელი, ადამასი ბუგანი, და აღამაღლა იგი და დაუდგნა საყდარნი უფროს ყოველთა მეგობართა მისთა.
2 და ყოველნი თაყუანი-სცემდეს, რამეთუ მეფესა ებრძანა, რათა მოდრკებოდიან და თაყუანის-ცემდენ, რომელნი იყვნეს ქუეშე მეფობისა მისისასა ქუეყანასა ზედა, ხოლო მარდოქე არა თაყუანი-სცემდის.
3 და ეტყოდეს მარდოქეს, რასათჳს არა ისმენს მეფის ბრძანებათა და არა თაყუანი-სცემს?
4 უთხრა მარდოქემ, რამეთუ ჰურია ვარ და არა ჯერ-არს თაყუანის-ცემა ჩემდა. ხოლო მათ უთხრეს ამანს ვითარმედ მარდოქე წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა.
5 ოდეს გულისხმა-ყო ამან, რამეთუ მარდოქე ჰურია არს და არა თაყუანის-სცემს, განიზრახა ფარულად
6 და მოინება აღჴოცა ყოველთა ჰურიათა ერთსა დღესა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე. და შეაშურა რისხვით და განწითნა პირი მისი და განიმრუდა თუალნი და ჴელნი შეიტყველნა და იტყოდა: მარდოქე და ნათესავი მისი მე წარვწყმიდო.
7 და ყო წელსა მეათორმეტესა მეფობასა არტაქსესისასა და წილს-აგებდა დღითი დღე და თთჳთ თთვე, რათა წარსწყმიდოს ტომი მარდოქესი და ისრაილი. და განჰჴდა წილი მეათოთხმეტესა თთვესა მის ადარისასა, რომელ არს იგრიკისა.
8 და ეტყოდა ამან მეფესა არტაქსექს მარდოქესთჳს და ისრაილთათჳს და თქუა: არს ერთი ნათესავი განთესული ყოველთა შორის სამეფოთა შენთა - ერი მბრძოლი და ურჩი. ხოლო სჯულნი მათნი უცხო არიან სხვათა ნათესავთასა და სჯულსა შენსა, მეფე, არა ისმენენ და არცა ერჩიან, რაჲ-იგი იგი შენ უბრძანე მათ, შეურაცხ-ჰყოფენ სჯულსა და ბრძანებასა სპარსთა, უჟიკთასა საჴსენებელად დიდებისა შენისა, მეფე, გაუწყებთ შენ, ყოველთა შორის თესლთა არა შეჰგავს მეფესა დატევება მათი
9 აწ, უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა და კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, ბრძანენ მეფემან წარწყმედა მათი და მომეც მე ნათესავი იგი წარწყმედად. და მე დავსწერო ფასისსაცავსა მეფისათჳს ჩემი ვეცხლი ბევრი ტალანტი.
10 და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელთაგან თჳსთა და მისცა ამანს და ჰრქუა: მიწერდი ყოველსა სოფელსა და ქალაქებსა. და დაბეჭდევდი ბეჭდითა ჩემითა წერილთა ჰურიათათჳს, რამეთუ არავინ არს გარე-მიმაქცეველ ბეჭდისა მაგის.
11 და ჰრქუა მეფემან ამანს: ვეცხლი შენი შენდა გეყავნ, ხოლო ნათესავი იგი იჴმიე, ვითარცა სათნო არს შენდა. და გამოვიდა ამან მეფისაგან და შევიდა კერპთა თჳსთა თანა, რათა უწყოდის დღე სიკუდილისა მათისა. და განაგდო წილი მეათსამეტესა თთჳსასა მოწყვედად ყოველთა ჰურიათა წულით ვიდრე ქალადმდე და მოტაცებად მწოვართა ჩჩჳლთა ყრმათა
12 ამისსა შემდგომად იწოდნეს მწიგნობარნი მეფისანი თთვესა მას პირველსა, მეათსამეტესა მის თთჳსასა, და მისწერეს, ვითარ-იგი უბრძანა ამან მეფისა მიერ ერისთავთა და მთავართა ყოველსა სოფელსა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშჳდსა მას სოფელსა მათ სიტყჳსაებრ ასვირეოსის მეფის მიერ
13 და წარუძღვანეს წიგნები იგი ჴელითა მალედმსრბოლთაგან არტაქსექსისა სამეფოსა განრყვნად ყოველი ნათესავი ჰურიათა მეათოთხმეტესა თთვესა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, და იავარის-ყოფად ნაყოფთა მათთა.
14 ხოლო მიწერილი წიგნისა ესე არს: ყოველი ქალაქი და ყოველი ადგილი მზა იყვნენ დღისა მისთჳს.
15 და შეშფოთნეს ყოველნი შუშანს ქალაქსა შინა, ხოლო მეფე და ამან განეწყობოდეს, და შეიძრა იგი. |