ბიბლია, ნეემია, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10416&pid=18&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ნეემია

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ეზრა ნეემია ესთერი

თავი 1 2 3 4 5

1 და აღდგა ელისუბ მღდელი იგი დიდი და ძმანი მისნი მღდელნი, და აღაშენეს ბჭე იგი ავაზანთა მათ ჯურღმულისათა, განწმინდეს იგი და ამართნეს ბჭენი იგი მისნი და განაგეს იგი ვიდრე გოდლადმდე ანამელისა.

2 და ჴელთა ძეთა კაცთა მათ იერიქოსთა და ჴელითა ძეთა მათ ზაქურისთა და ძეთა ამარისთა.

3 სათევზური და ბჭე იგი იქთვიერანი აღაშენეს ძეთა ასნისათა და მათ გარდაართვეს და განაგეს იგი კლიტენი და მოქლონნი მისნი.

4 და ჴელისაგან მათისა ეპყრა მოსოლას, ძესა ბარუქისასა, ძისა მასიზებელისა, და ჴელითა მათითა ეპყრა სადუკს, ძესა ბანიესასა.

5 და ჴელისაგან მათისა ეპყრა თეკუიმადურიმე, და არცა მისცნეს ქედნი თჳსნი მათა მონებად.

6 და ბჭე იგი ძველი ეპყრა იუდიას, ძესა ფალექისასა, და მესოლამს, ძესა ბასუდიასსა, და მათ განაგეს იგი და აღმართნეს ბჭენი მისნი და კართსაჴშველნი და მოქლონნი მისნი.

7 მახლობელად მათსა აღაშენეს მელქაიას გაბონიტელმან და იადონ მერონიტელმან, გაბაონის და მასპის კაცთა მთავრისა მისთჳს, რომელი-იგი თემისა იყო წიად მდინარესა მის.

8 და შემდგომად მათისა მის განწესებისა დაიპყრნა ანანია, ძემან ჰოროკიმისმან, და უტევა იერუსალემელთა ვიდრე ზღუდემდე ურაკპარაკთასა.

9 და შემდგომად მათსა დაიპყრა ჰარფია მთავარმან ადგილთა მათ იერუსალემისამან

10 და ჴელისაგან მისისა დაიპყრა იერადია, ძემან იერომაქისამან, და სახლით კერძო თჳსით, და ჴელითა თჳსითა დაიპყრა ატტუს, ძემან ასბანისმან.

11 და მეორედ დაიპყრა მელქიას, ძემან არასისმან, და ასუბ, ძემან ფაათმოაბისამან, ვიდრე გოდლადმდე თანურიმად.

12 და ჴელისაგან მისისა დაიპყრა სალუმან, ძემან ალულესამან, მთავარმან ზოგისა იერუსალემითკერძომან, თვით და ასულთა მისთა.

13 და ბჭე იგი ჴევისა დაიპყრეს ანუნ, და რომელნი დამკჳდრებულ არიან ზანუსს. მათ აღაშენეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი, კართსაჴშველნი, მოქლონნი და ათასი წყრთა აღაშენეს ზღუდისა მისგანი ვიდრე ბჭედმდე სანაცრისა.

14 და ბჭე იგი სანაცრისა დაიპყრა მელქი, ძემან არექაბისმან, მთავარმან ადგილთა მათ ბეთაქარამისთა. მან თჳთ და ადგილთა მისთა გარდაართვეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი და კლიტენი და მოქლონნი მისნი.

15 და ზღუდე იგი წყალთა სადინელთა მათ წყაროთა დაიპყრა ურიდიონ, მთავარმან მეფისამან, ვიდრე აღსავალამდე, რომელი შთავიდოდა ქალაქად დავითისად.

16 შემდგომად მისა დაიპყრა ნემან აზბუქისამან, მთავარმან ბეთსურისამან, ვიდრე მტილადმდე დავითისად წყალთგარდამოსაქანელთა მათამდე განგებულთა და ვიდრე ბეთაგაბარიდმდე.

17 და შემდგომად მისა დაიპყრეს ლევიტელთა: არაუმ, ძემან ბანეასმან, და ჴელისგან მისისა დაიპყრა, ასაბია მთავარმან კელიათკერძომან.

18 და ამისა შემდგომად დაიპყრეს ძმათა მისთა: გვნაია, ძემან ადადისმან, მთავარმან კელიად კერძომან.

19 და მისა შემდგომად დაიპყრა ასურ, ძემან ისუამან, მთავარმან მასფეასმან, ზომი მეორის მის ზღუდისა, რომელი-იგი აღვიდოდა და შემდგომად კიდესა მის გოდლისასა.

20 და შემდგომად მისა დაიპყრა ბარუქ, ძემან ზაბუნისამან, საზომი მეორისა მისგან კიდისა ვიდრე ბჭემდე ბეთულუვასუბის, სადა დგან მღდელი იგი დიდი.

21 და შემდგომად მისა დაიპყრა მერამოთ, ძემან ურიასმან, ძემან აკსისამან, და საზომი მეორისით ბჭითგან ბეთელისუბ ვიდრე დასასრულამდე მისა.

22 და შემდგომად მისა დაიპყრეს მღდელთა მათ კაცთა აქექამისთა.

23 და შემდგომად მისა დაიპყრა ბენიამენ და ასუბ წინაშე სახლთა თჳსთა, და შემდგომად მისა დაიპყრა აზარიამ, ძემან მასურისამან, ძისა ანანიასმან, მახლობელად სახლთა თჳსთა.

24 და შემდგომად მისა დაიპყრა ბანაია, ძემან ენადადისმან, საზომი მეორითგან ბეთაზარით და ვიდრე საკიდურადმდე.

25 და მოსაქცეველი იგი მოსავლისა მის ადგილისა დაიპყრა ფალაქ, ძემან ოზიასამან, პირისპირ სადგურისა მის, და გოდოლი იგი, რომელი იყო გარე კერძო ტაძართა სამეუფოთა უზეშთაეს ეზოსა მის საპყრობელსა.

26 და შემდგომად მისა დაიპყრა ფადია, ძემან ფოროსისმან, და ნათაიმელნი იგი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ოფელეოს მტილისა გზასა ბჭესა წყაროთა მათ კერძოთასა მზისა აღმოსავლით და გოდოლი იგი გარე კერძო

27 და შემდგომად მისა დაიპყრეს თეკუვილთა საზომი მეორე პირისპირ გოდლისა მის დიდისა, რომელი-იგი იყო გარეშე ვიდრე ზღუდედმდე სოფილადისა.

28 და უზეშთაეს ბჭისა მის ცხენთასა დაიპყრეს მღდელთა მათ, კაცმან თჳთოეულმან პირისპირ სახლისა თჳსისა.

29 და შემდგომად მისა დაიპყრა სადუკ, ძემან ეზერისმან. პირისპირ სასახლისა (!) თჳსისა, და შემდგომად მისა დაიპყრა სამეა, ძემან ზექენისამან, რომელი იყო ჴუმილ ბჭეთა მათ მზისა აღმოსავლისათა, და შემდგომად მისა დაიპყრა ანანია, ძემან სელემისამან, და ანონ, ძემან სელეფორისამან, საზომი მეორე, და შემდგომად დაიპყრა მესოლამ, ძემან ბარაქისამან, პირისპირ სახლსა საფასისა თჳსისასა

30 და შემდგომად მისა დაიპყრა მელქია, ძემან სარეფისამან, ვიდრე ბეთანათაიმდე და სხვათა მათ მდიდართა ქალაქისათა პირისპირ ბჭესა მას მაიფაკდისასა ვიდრე გამოსავალამდე მოსაქცეველისა მის.

31 და საშუვალ ბჭესა მას წყალთა გარდამოსიქანელთა დაიპყრეს ქელკანე და მდიდართა მათ ქალაქისათა.

<< ← Prev Top Next → >>