1 და რაჟამს თაყუანის-სცა ეზრა აღსარებითურთ ამით და გოდებითა დიდითა, დავრდომილი იდვა ზედა პირსა ქუეყანისასა წინაშე უფლისასა, შეკრბეს მისა ყოველნი, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი: მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, და გოდებდა ერი იგი და აღიმაღლეს ჴმა ტირილისა მათისა
2 და მიუგო იოქონია, ძემან ელიასამან, ძეთა მათგან ელამისთა და ჰრქვა ეზრას: ჩუენ ვცოდეთ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა და ვისხენით ცოლნი უცხოთესლთაგან მის ქუეყანისათა და აწ არიან დღეს უსჯულოებანი შორის ისრაელსა.
3 და აწ აღვთქვათ აღთქმა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა: განჴდა ყოვლისა დედაკაცისა და ნათესავისა მათგანისა. და აწ, ვითარცა გნებავს, აღდეგ და შეაშინე მათ სჯულითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა მცნება ბრძანებს:
4 აღდეგ და ვისმინოთ პირისაგან შენისა, და ჩუენ შენ თანა ვართ, და განძლიერდი და ყავ, ვითარცა ბრძანებულ არს უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა.
5 და აღდგა ეზრა და აფუცნა მამათმთავარნი იგი ტომთა მათ და ლევიტელთა ყოველი ისრაელი ყოფად ამის სახისაებრ,
6 და ფუცეს და აღდგა ეზრა პირისაგან სახლისა უფლისა, და მოვიდა სახლსა საფასისა იოანეს, ძისა ელისუბისასა, პური არა ჭამა და წყალი არა სვა, და გოდებდა ზედა უსჯულოებათა მათ დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისა.
7 და ქადაგი იგი ჴმობდა იერუსალემს და ურიასტანს და თქუა: ნფ8. ყოველივე, რომელი არა მოვიდეს იერუსალემად ვიდრე მესამედ დღემდე მთავართა მათგან და მოხუცებულთა, იყავნ შეჩვენებულ ყოვლითურთ მონაგებით მისით, და იგი თავადი განჴედინ კრებულისა მისგან ერისა ისრაელისა
8
9 და შეკრბა ყოველი კაცი იუდასი და ბენიამენისი იერუსალჱმად ვიდრე მესამედ დღემდე მეცხრესა მას თთვესა, რომელსა დღესა ოცი იყო თვისა მის, და სხდა ყოველი იგი ერი ურაკპარაკსა სახლისა უფლისასა, და იყვნეს შეძრწუნებულ ყოველნი სიტყუათაგან მისთა და ყინელისა მისგან ზამთრისა
10 და აღდგა ეზრა და ჰრქვა მათ: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასულთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებაჲ და ცოდვა ზედა ისრაელსა.
11 და აწ მიეცით დიდება უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა და ყავთ სათნოებაჲ წინაშე მისსა და განეყენენით და განეშორენით ყოველთაგან წარმართთა მის ქუეყანისათა და ცოლთაგან უცხოთესლთასა, რომელნი ისხენით.
12 და მიუგო ყოველმან კრებულმან და ჰრქვა: დიდ არს სიტყუაჲ ეგე, რომელი სთქუ შენ ჩუენ ზედა.
13 რამეთუ ერი მრავალი ვართ ჩუენ, და ჟამი არს ზამთრისა და ვერ ვდეგით გარეშე, და საქმე ეგე არა არს ერთ დღე, ანუ თუ ორ დღე რამეთუ ფრიად შევცოდეთ ჩუენ ამით საქმითა).
14 და დგედ მთავარნი ყოველთა ადგილთა და ქალაქთა, რომელთა ესხნენ ცოლნი უცხოთესლთანი, მოვიდედ ჟამსა მას, რომელ-იგი მოხუცებულთა განაწესეს ქალაქად და ქალაქად, და დაისაჯნედ და განუქარვედ ცოდვა იგი ჩუენგან, და გარეწარაქციედ რისხვა იგი ღმრთისა ჩუენგან ამის სიტყჳსათჳს
15 და იონათან, ძე აზელისა, და იოვასია, ძე თეკუასი, დაადგინეს საქმისა ამის ზედა და მეზოლამ და საბათი ლევიტელნი შეეწეოდეს მათ.
16 და ყვეს ეგრე, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან და გამოირჩინა ეზრა მღდელმან კაცნი იგი მთავარნი მამათმთავართა მათგან სახლისა თჳსისათა, კაცნი სახელოვანნი, და მოვლეს თთვისთავსა მას მეათესა თთვისასა და განაგეს.
17 და განაშორეს ყოველი კაცი, რომელსა ესვა ცოლი უცხოთესლი, ვიდრე თთვისთავადმდე თთვისა მის პირველისა.
18 და იპოვნეს ძეთა მათგან მღდელნი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ძეთა მათგან ისოს იოსედეკიანისათა და ძმათა მისთა მანასეს და ელიეზერ და იარირ და გადალიმ.
19 და იწყეს განყენებად ცოლთა მათთა უცხოთესლთა მათთაგან და შეწირეს თჳთეულად ვერძები ცოდვათათჳს უმეცრებისა თჳსისათა:
20 და ძეთა მათგან ემერისა: ანანია, და ზებედია და ძეთა მათგან არამისთა: ელია, სამელ და ელოზია.
21 და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, მასია, მისაელ, ნათანაელ, იოსაფატ და ელასა.
22
23 და ძეთა მათგან ლევიტელთასა: იოზაბათ, სამუთ, კოვლია (ესე აკოელიტას) და აფეთის და იუდას და ელიეზერ.
24 მეფსალმუნეთა და შემასხმელთაგანი იელისაბ და მეკარეთაგანნი სელომისა და თელემისა და უჰრიისა.
25 და ისრაილისაგან - ძეთა ფსოროპისა: ჰრშეიას, და აზია, და მელქია, და მეამიმ, ელიაზარ, მელქია და აბანია.
26 და ძეთა მათგან ელამისთა: მატთონია, ზაქარია, იაელ, ბაბდია, ერიმოოთ და ელია.
27 და ძეთა მათგან ზათუვასთა: ელიონე, ელიასაფ, მატთანა, იარომოთ, ზაბაათ, უაზაია.
28 და ძეთა მათგან ბაბეისთა: იოანან, ანანია და ზაბაის ათალოეს.
29 და ძეთა მათგან ბანისთა: მოსულამ და მალუქს, ადაიას, იოსაბაინ, და საალ და ჰრემეოთ.
30 და ძეთა მათგან ფადასისა-მოაბეისათა: ადენე და ქალიელ, ბანააია, და მასუახ, მათანაია, ბესელელის, ბანუვილ და მანასე.
31 და ძეთა მათგან ერამისთა: ელიეზარ, ესსაია, მელქია, სამერას, სიმეონ,
32 ბენიამენ, მალუქ, სამარია.
33 და ძეთა მათგან ასუმისთა: მათანაი, მატათი, საპათ, ელიფალეთ, იერემია. მანასე, სემის.
34 და ძეთა ამათგან ბანიისთა: მოდია, ამრამა და ველისა,
35 ბანია, და ბადიას, ქელია,
36 ოვინია, მარიმუთ, ელიმასიბ,
37 მათანია, მათანა, და იასი, და ბანი, ბანუისთა და სემისთა,
38 სელიმიას, და ნათანის ედიას, მაქნადადუის, ზესიასე, სარაი,
39 ეზრიელ, სელიმიეს, სამარიას,
40 სელუმ, ამარიას, ისებს,
41 და ძეთა მათგან ნაგუისთა: ივიელ, მათათიეს,
42 ზაბათ, ზებინნას,
43 იადიი, იოველ და ბანაია.
44 ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხა ცოლები უცხოთესლები და შობდეს მათგან ძეებსა და ასულებსა. |