ბიბლია, პირველი ეზრა, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10412&pid=17&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ეზრა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე ნეშტთა პირველი ეზრა ნეემია

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

1 და აღსრულებასა მას ამის ყოვლისასა მოვიდეს ჩემდა მთავარნი იგი და მრქუეს: არა განეშორა ერი იგი ისრაელისა და მღდელნი იგი და ლევიტელნი ერისა მისგან და ქუეყანისა, რომელ განშორებულ არიან მათგან ქანანელნი იგი, და ქეტელნი იგი, და ფერეზელნი, და იებუზელნი იგი, და ამონელნი იგი, და მოაბელნი იგი, და მეგჳპტელნი და ამორაველნი იგი

2 და ისხნეს ცოლნი ასულთა მათთაგანნი. და შვილთა მათთა შეერია და შეიბილწა თესლი სიწმიდისა მათისა ერისა მის ქვეყანისასა. და იქმნა დასაბამი უსჯულოებისა ამის მთავართა მათგან.

3 და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, დავიფხურენ თმანი და წვერნი ჩემნი, და ესრეთ დავჯედ მგლოვარედ.

4 და მოკრბეს ჩემდა ყოველნი, რომელთა ეშინოდა ღმრთისაგან ისრაელისა, რომელნი-იგი იყუნეს შეკრებილ, გამოსრულნი იგი მწირობისაგან. და მე ვჯედ ეგრეთვე მგლოვარედ, ვიდრე მოწევნამდე შესაწირავისა მის სამწუხროსა.

5 და შეწირვასა მას მწუხრისასა აღვდეგ ურვისაგან ჩემისა და დაპებულითა მით სამოსლითა ჩემითა დაღონებულ ვიყავ და დადრეკილ ზედა მუჴლთა ჩემთა, და განვმარტენ და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა

6 და ვთქუ: ღმერთო ჩემო და უფალო, გურცხვენის, და გვეშინის ჩუენ შენგან, აღამაღლე, ღმერთო ჩემო, პირი ჩემი შენდა მიმართ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი განმრავლდეს ზედა თავთა ჩუენთა, და ცოდვანი ჩნენნი განდიდნეს, და ამაღლდეს ვიდრე ცადმდე

7 წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთასა ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდ-დიდთა მოდღენდელად დღედმდე, და ცოდვათა ჩუენთათჳს მიგუცენ ჩუენ და მეფენი ჩუენნი და შვილნი ჩუენნი ჴელთა მეფეთა წარმართთასა, და მახვილსა და ტყვეობასა და წარსატაცებელად, და სირცხვილსა პირისა ჩუენისასა ვართ მოდღენდელად დღემდე

8 და აწ მოწყალებანი შენნი იყვნენ ჩუენ ზედა, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოგუმადლე ჩუენ ცხორება, და დაგვამტკიცენ ჩუენ ადგილსა სიწმინდისა შენისასა და განანათლენ თვალნი გულისა ჩუენისანი დღეს, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოგვეც მაცხოვარება შენი ჩუენ მცირისა ამის მსახურებისა ჩუენისათჳს

9 რამეთუ დამონებულ ვიყვენით ჩუენ, და მონებასა შინა ჩუენსა არა დაგუთხიენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოსდრიკენ ჩუენდა წყალობანი შენნი წინაშე მეფისა მის სპარსთასა მოცემად ჩუენდა მაცხოვარება შენი, ამაღლებად სახლი ღმრთისა ჩუენისა და აღშენებად მოოჴრებულსა ამას უდაბნოსა და მოზღუდვად სიძნელისა იუდასი და იერუსალჱმისა

10 და აწ რამე მოგიგოთ შენ წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჴედით სჯულსა შენსა, უფალო ჩუენო, და ბრძანებასა შენსა,

11 რომელი მოგვეც ჩუენ, ჴელთა მონათა შენთა წინასწარმეტყუელთათა და სთქუ ესრე, ვითარმედ: ქუეყანასა მას, რომელსა შეხვიდეთ თქუენ დამკჳდრებად მას ზედა, არს ქუეყანა იგი შეგინებულ, შეგინებითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა, და ბილწებითა თჳსითა აღავსეს იგი

12 და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგანსა ცოლად ძესა შენსა და ასულთა თქუენთა ნუ მისცემთ ცოლად ძეთა მათთა, და ნუცა ეძიებ ყოფად მშჳდობასა მათ თანა ყოველთავე ჟამთა. და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა და დაიმკჳდრედ შვილთა შენთა ქუეყანა იგი უკუნისამდე ჟამთა

13 და რა-იგი წარგჳჴდა ჩუენ საქმეთა ჩუენთათჳს, უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, არამედ შენ, უფალო, მრავალჯერ მოგვიტევენ ცოდვანი ჩუენნი და მოგვეც ჩუენ ესევითარი თესლი და ძირი.

14 და მერმე მივსდრკით და გარდავაქციეთ სჯულსა შენსა და აღვირიენით სიბილწესა და მწიკულევანსა ნათესავთა მის ქუეყანისათა, და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმდელად ჩუენდა მოაქამდე, ვიდრემდის არა დაშთეს ძირი და ნათესავი და სახელი ჩუენი.

15 უფალო ღმერთო ისრაელისაო, შენ მართალ ხარ და ჭეშმარიტ, და ჩუენ შეცოდებულ შენდამი, და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი ქუეყანისაგან, არამედ დაშთა ძირი და თესლი ერისა ჩუენისა მოდღენდელად დღემდე. აწ, აჰა, ესერა, ვართ დღესა წინაშე შენსა, უფალო, უსჯულოებასა შინა ჩუენთა და ვერღარა შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უსჯულოებანი ჩუენნი და უკეთურებანი ჩუენნი უფროს თმათა თავისა ჩუენისათა

<< ← Prev Top Next → >>