1 და ესმა, რომელნი აჭირვებდეს იუდასა და ბენიამენსა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი მოქცეულ არიან ტყუეობისაგან და აშენებენ სახლსა უფლისსა ღმრთისა ისრაჱლისასა.
2 და მიეახლნეს ზორობაბელს და მფლობელთა და მამამთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა, ვითარცა თქუენ, ვითხოვთ უფლისაგან ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა, ეგრეთვე შევსწირავთ შესაწირავსა, ვინათგან ასარდან, მეფემან ასურასტანისამან, მოგჳყვანნა ჩუენ აქა
3 და რქუა მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკიანმან და ნეშტთა მათ მფლობელთა მამამთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა ერთგამად აღშენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ჩუენ თჳთ აღვაშენოთ სახლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ კჳროს, მეფემან სპარსთამან
4 და ერი იგი მის ქუეყანისა დააშთინებდა ჴელთა კრებულისა ჰურიასტანისათა და დააბრკოლებდეს მათ შენებისაგან.
5 და დაიდგინეს მორეწენი და ზრახვიდეს, ვითარმცა დააბრკოლნეს იგინი ყოველთა დღეთა კჳროს მეფისა სპარსთასა ვიდრე დღემდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.
6 შარავანდობასა ასარსურაჲსსა სპარსთა ზედა, დასაბამსა შარავანდობისა მისისა, და მიუწერეს წიგნი, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს,
7 და დაწერეს დღეთა არტაშესის მითრადატის ტაბელითურთ და სხუათაცა მონათა მისთა მოხარკეთა. და მიუწერეს წიგნი ასურულითა ენითა, და იყო გამოთარგმანებული ჰრემ ბალატის მიერ,
8 და ესე არიან სიტყუანი წერილისა მის, რომელი მიუვლინეს: მონანი არსა მეფისა ესე მონანი შენნი, რომელნი მკჳდრ ვართ კიდესა ამის მდინარისასა?
9 ჰრეუმ ბაალტამ და სამაი მწერალმან და სხუათა მონათა ჩუენთა: დენეეს, სფარსათაქაიეს, ტარფალიე, ალფასიე, აქუვე, ბაბილოვნელნი, სუსან, ქეედე.
10 და სხუანი იგი დაშთომილნი ნათესავნი, რომელნი დაამკჳდრნა ასენაფარ დიდმან და პატიოსანმან ქალაქსა სომონორსა, ესე არს სამარია. და ნეშტნი იგი წიაღ მდინარესა მას.
11 ესე არიან სიტყუანი მის წიგნისანი, რომელი მიუძღუანეს მათ არტაშეს მეფესა: მონანი შენნი კაცნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან წიაღ მდინარესა, მშჳდობა მოაჴსენეს.
12 აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფისა, რამეთუ ჰურიანი ესე, რომელნი მოვიდეს აქა შენგან ჩუენდა, შევიდეს დაშთომილსა ამას ქალაქსა იერუსალჱმსა განდგომილსა და განმამწარებელსა, რომელსა აწცა აშენებენ, და ზღუდეთა მისთა აღმართება ჰნებავს და საფუძველსა მისსა აღამაღლებენ
13 აროსას მეფისა მშჳდობა! და აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფე, უკუეთუ ქალაქი ესე აღიშენოს და ზღუდენი მისნი აღემართნენ, ხარკი შენ არავინ მოგცეს.
14 და მჴდომ ექმნენ მეფეთა და ჩუენ არა გუნებავს ხილვად, და მის ყოვლისათჳს მივსწერეთ შენდა, მეფე.
15 და ძიება-ჰყო მატიანთა საჴსენებელსა მამათა შენთასა, და ჰპოვო, გულისხმა-ჰყო, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და ყოველსა ჟამსა წინააღუდგების მეფეთა, შესავედრებელ არიან ყოველთა მეოტთათჳს ყოველთა ჟამ, უკუე ამისთჳსცა ქალაქი ესე აღიოჴრა.
16 აწ გაუწყებ თქუენ, მეფესა: უკუეთუ ქალაქი ესე აღეშენოს და ზღუდენი აღემართნენ, არა იყოს შენდა მშჳდობა.
17 მიუწერა მეფემან არეუმ ბალტემისა და სამაიასა მწერალსა და სხუათა მონათა და მოდგამთა მათთა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს სამარიას და ნეშტთა მათ წიაღ მდინარისათა: მშჳდობა თქუენდა,
18 და ხარაკისმომჴდელნი ესე, რომელ მოავლინენით ჩუენდა, მივიდეს ჩემ წინაშე და მითხრეს ყოველივე.
19 და მივწერე და ვპოე, რამეთუ ქალაქი ეგე საუკუნითგან ჟამთასა განდგომილ არს, და მჴდომ მეფეთა ყოფილან.
20 და მეფენი ფიცხელნი და ძლიერნი დადგომილა იერუსალჱმს და განძლიერდეს, დაიპყრეს ყოველი ქუეყანა მზისდასავლით კერძო წიაღ ეფრატსა მდინარესა, და აწ დასდევით მას ზედა ხარაკი და ზუერი, რათა არა მერმეცა თავს მოთნებით განლაღდენ.
21 აწ გაუწყებ თქუენ, მივედით და დააყენენით იგინი და დააბრკოლეთ საქმე იგი მათი, რომელ არა აღიშენონ ქალაქი მათი.
22 ნუ შეუნდობთ მათ, ნუცა მიუტეობთ, არამედ გულსა დაიდევით და მოჰჴადეთ ყოველი ხარკი მათი და ზუერი, რათა არა განმრავლდენ და განძლიერდენ და იყონ მჴდომ მეფეთა.
23 მას ჟამსა ხარკისმომჴდელმან არსას მეფისამან, რომელ არს არტაშესი, მოიღო და აღმოიკითხა წიგნი წინაშე არეუმის და საის მწერალისა და მონათა მათთა. აღვიდეს მსწრაფლ იერუსალჱმად და ჰურიასტანად დიდითა ძლიერებითა და მჴედრებითა და დააბრკოლეს ურიანი იგი შენებისაგან
24 მას ჟამსა დაბრკოლებულ, მოცალე იქმნა საქმე იგი ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს და იყო მოცალებულ ვიდრე მეორე წლადმდე დარეჰ მეფისა სპარსთასა. |