ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10379&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და იყო, ვითარცა განემზადა მეფობა რობოამისი და განმტკიცნა მაშინ. და დაუტევნა მცნებანი უფლისა ღმრთისანი და ყოველმან ისრაჱლმან მის თანა.

2 და იყო მეხუთესა წელსა მეფობასა რობოამისა, აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმდ, რამეთუ შესცოდეს წინაშე უფლისა,

3 ათას ორასითა ეტლითა და სამეოც ათასითა მჴედრითა. და არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მკჳრცხლისა, რომელი აღმოვიდოდა მის თანა ეგჳპტით და ლივიბიათ ტროგლოდჳტელნი და ეთიოპელნი.

4 და დაიპყრეს ქალაქები ძლიერი, რომელნი იყუნეს იუდასნი და მოვიდეს იერუსალჱმდ.

5 და სამეა წინაწარმეტყუელი მოვიდა რობოამისა და მთავართა იუდასთა, რომელნი შეკრებილ იყუნეს იერუსალიმს პირისაგან სუსაკისა და ჰრქუა მათ: ესრე იტყჳს უფალი: თქუენ მიტევეთ მე და მე დაგიტევენ თქუენ ჴელთა შინა სუსაკიმისთა.

6 და არცხჳნა მთავართა მათ ისრაჱლისათა და მეფისა, და თქუეს: მართალ არს ღმერთი.

7 და იხილა უფალმან, რამეთუ შეიკდიმეს. მაშინ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეასა მიმართ და თქუა: ამისთჳს, რამეთუ შეიკდიმეს, არა განვრყუნე იგინი და მივსცე მათ, ვითარცა მცირედ რაოდენმე საცხორებელად და არა წთოდის გულისწყრომა ჩემი იერუსალიმსა ზედა,

8 რამეთუ იყუნეს იგინი მონა და ცნან მონებაჲ ჩემი და მონებაჲ მეფეთა ქუეყანისათა.

9 და აღმოვიდა სოსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, და წარიღო სუსაკიმ ფარებიცა იგი ოქროსა და ლახურები, რომელ ქმნნა სოლომონ.

10 და ქმნა რობოამ ფარები და ლახურები რვალისა მათ წილ, და დაადგინნა მათ ზედა სუსაკიმ და მთავარნი იგი თანამცორვალთანი, რომელნი სცვიდეს ბჭეთა მეფისათა.

11 და იქმნებოდიან შესლვასა მას მეფისასა სახლსა უფლისასა, შევიდიან მცველნი იგი მის თანა და თანამცორველნი და მოიქციან შემთხუევად და მიგებებად თანამცორველთა მათ სხუათა.

12 და ვითარცა-იგი შეიკდიმეს მათ, გარემიიქცა მათგან რისხვა უფლისაჲ, რათა არა განირყუნენ იგინი სრულიად, რამეთუ იუდასცა შორის იყუნეს სიტყუანი კეთილნი.

13 და განძლიერდა რობოამ, მეუფებდა იერუსალჱმს. ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობოამ მეფობასა მისსა და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს, ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან სახელის-დებად სახელი მისი მუნ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, და იყო სახელი დედისა რობოამისი ნოომა ამანიტელი

14 და ქმნა ბოროტი, რამეთუ არა წარემართა გული მისი გამოძიებად უფლისა.

15 და სიტყუანი რობოამისნი პირველნი და უკუანაისკნელნი ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა შინა სამეას წინაწარმეტყუელისათა და ადდოს მხილველისათა და საქმენი მისნი, ვითარ-იგი ჰბრძოდა რობოამ იორობოამს ყოველთა დღეთა მეფობდა.

16 და მოკუდა რობოამ და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აბია, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>