ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 11. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10378&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეკრიბა ყოველი იუდა და ბენიამენი ასდაოთხმოცი ათასი ჭაბუკი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა და ჰბრძოდა ისრაჱლსა მოქცევად მეფობისა თჳსისა.

2 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეას მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჰრქუა:

3 არქუ რობოამს, ძესა სოლომონისასა, ყოველსა იუდასა და ბენიამენს.

4 ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ და არცა ბრძოდეთ, და არცა ძმათა თქუენთა თანამიიქეცინ კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, რამეთუ ჩემ მიერ იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და მოიქცეს და არღარა აღვიდეს ბრძოლად იერობოამისა.

5 და დაემკჳდრა რობოამ იერუსალჱმს და აღაშენა ქალაქები ზღუდოანი ჰურიასტანს.

6 და აღაშენა ბეთლემი, და ეტანი, და თეკუა,

7 და ბეთსური, და სოქოთი, და ოდოლამი, და გეთი, და მარისანი, და ზიბი,

8

9 და ადორაიმი, და ლაქისი, და აზეკა,

10 და ასარა, და იოლონი, და ქებრონი, რომელი არს იუდასი და ბენიამინისი, ქალაქნი ზღუდოვანნი.

11 და განაძლიერნა იგინი ზღუდებითა, და დაადგინნა მუნ მთავარნი, და დადვა უნჯი საზრდელთა, ზეთი, და ღჳნოჲ

12 ქალაქად-ქალაქად, და ფარი და ლახვარი, და განაძლიერნა იგინი მრავლად და ფრიად. და იყუნეს იგინი იუდასა და ბენიამენისა,

13 და ლევიტელნი და მღდელნი, რომელნი იყუნეს ყოველსა შორის ისრაჱლსა, შეკრბეს რობოამისა ყოველთაგან საზღვართა, რამეთუ დაუტევეს ლევიტელთა საყოფლები სამკჳდრებელისა თჳსისა და მოუჴდეს იგინი იუდასა იერუსალჱმდ,

14 რამეთუ გამოასხნა იგინი იორობოამ და ძეთა მისთა, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.

15 და დაადგინნა თავისა თჳსისა ქურუმნი მაღალთანი და კერპთანი და ამაოთანი და ჴბოთანი, რომელ ქმნნა იორობუამ.

16 და გამოასხნა იგინი ტომთაგან ისრაჱლისათა, რომელთა მოსცნეს გულნი მათნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და მოვიდეს იერუსალჱმდ შეწირვად მსხუერპლისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

17 და განაძლიერეს მეფობაჲ იუდასი და განძლიერდა რობოამ, ძე სოლომონისა, სამ წელ, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა დავითისათა და სოლომონისათა სამ წელ.

18 და მოიყვანნა რობოამ თავისა თჳსისა ცოლად მოლათ, ასული იერიამუთისი, ძისა დავითისი და აბიათა, ასული ელიაბისი, იესესისა.

19 და უშვნა მას ძენი: იაუთ და სამარია და ზოლამ.

20 და ამისა შემდგომად შეირთო მან მააქა, ასული აბესალომისი, და უშვა მას: აბია, და იეთი, და ზიზა, და სალემოთ.

21 და შეიყუარა რობოამ მაქა, ასული აბესალომისი, უფროს ყოველთა ცოლთა მისთა და ხარჭთა მისთა, რამეთუ ცოლნი ესხნეს ათურამეტ და ხარჭნი სამეოც. და ესხნეს ძენი ოცდარვა და ასულები სამეოც.

22 და დაადგინნა რობოამ მთავრად აბია, ძე მააქაისი, წინამძღურად ძმათა მისთა, რამეთუ მეფობა გულსა ედვა მისი.

23 და აღორძინდა უმეტეს ყოველთა ძეთა მისთა ყოველთა შორის საზღვართა იუდასთა, ბენიამენისათა და ქალაქთა ძლიერთა და დადვა მათ შინა უნჯნი მრავალი ფრიად და ითხოვა მრავალი ცოლები.

<< ← Prev Top Next → >>