ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 7. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10374&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 ვითარცა აღასრულა სოლომონ ლოცვა ესე, ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით და შეჭამა მსხუერპლები იგი ყოვლად დასაწუელი, და დიდებამან უფლისამან აღავსო ტაძარი იგი.

2 და მღდელთა მათ უფლისათა ვერ ეძლო შესლვად სახლსა უფლისასა მას ჟამსა შინა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი.

3 და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი ხედვიდეს გარდამომავალსა მას ცეცხლსა და დიდებაჲ უფლისაჲ იყო სახლსა მას ზედა. და დაეცნეს პირსა მათსა ზედა და თაყუანი-სცეს და აქებდეს უფალსა. აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

4 და მეფე და ყოველი ერი დასწყუედდეს საკლავებსა წინაშე უფლისა.

5 და დასწყჳდა სოლომონ საკლავები ზუარაკები ოცდაორი ათასი, და ყო მეფემან სატფურებაჲ სახლისა მის უფლისაჲ და ყოველმან ერმან.

6 და მღდელნი იგი დგეს ზედა საცოსა მათსა და ლევიტელნი საგალობლითა უფლისათა დავითის მეფისა აღსარებად წინაშე უფლისა, რამეთუ საუკუნე არს წყალობაჲ მისი გალობითა დავითისითა ჴელითა მათითა. და მღდელნი იგი სცემდეს ნესტუსა წინაშე მათსა და ყოველი ისრაჱლი დგა.

7 და განწმიდა სოლომონ საშუალი იგი ეზო სახლისა უფლისა, რამეთუ მუნ შესწირა ყოვლად დასაწუელები იგი და ცმელი იგი ცხორებისა, რამეთუ საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა სოლომონ, ვერ კმა იყო დატევნად ყოვლად დასაწველთა მათ და მანნასა და ცმელსა.

8 და ყო სოლომონ დღესასწაული მას ჟამსა შჳდ დღე და ყოველი ისრაჱლი იყო მის თანა, და კრებული დიდი ფრიად შესავალთაგან ემათისად ვიდრე ჴევადმდე ეგჳპტისა.

9 და ყო დღესა მას მერვესა განსლვა, რამეთუ სატფურებაჲ იგი საკურთხევლისა ყო შჳდ დღე დღესასწაული.

10 და ოცდამესამესა დღესა თთუესა მის მეშჳდისასა წარავლინა ერი იგი საყოფელად თჳსა სიხარულითა და გულქველებითა და კეთილითა მათ ზედა, რაოდენი უყო უფალმან დავითს და სოლომონს და ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.

11 და აღასრულა სახლი იგი უფლისაჲ და სახლი იგი მეფისა და ყოველი, რაცა უნდა სულსა სოლომონისასა საქმედ სახლსა უფლისასა და სახლსა თჳსსა, ყოველივე წარემართა.

12 და ეჩუენა ღმერთი სოლომონს ღამესა და ჰრქუა მას: ვისმინე ლოცვისა შენისა და გამოვირჩიე ადგილი ესე თავისა ჩემისა სახლად შესაწირავთა.

13 უკუეთუ შევიპყრა ცა და არა იყოს წჳმა, უკუეთუ უბრძანო მკალსა შეჭმად ხეთა, უკუეთუ მოვავლინო სიკუდილი ერსა ზედა ჩემსა,

14 და უკუეთუ შეიკდიმის ერმან ჩემმან, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი და ილოცვიდეს და ეძიებდენ პირსა ჩემსა, და მოიქცენ გზათა მათთაგან ბოროტთა, მაშინ მე ვისმინო მათი ზეცით და მლხინებელ-ვყო ცოდვათა მათთა და განვკურნო ქუეყანა მათი.

15 და აწ თუალნი ჩემნი იყუნედ ახილულ და ყურნი ჩემნი მსმენელ ლოცვასა ამის ადგილისასა.

16 და აწ გამოვირჩიე და წმიდა-ვყავ სახლი ესე, რათა იყოს სახელი ჩემი მუნ ვიდრე საუკუნოდ, და იყუნეს თუალნი ჩემნი და გული ჩემი მუნ ყოველთა დღეთა.

17 და უკუეთუ შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა, ვითარცა დავით, მამა შენი, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რომელი მე გამცნო შენ, და ბრძანებანი ჩემნი დაიმარხნე და სამართალნი ჩემნი შეიწყნარნე.

18 და მე აღუმართო საყდარი მეფობისა შენისა, ვითარცა აღუთქუ დავითს, მამასა შენსა, და ვარქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი წინამძღუარი ისრაჱლისაგან.

19 და უკუეთუ გარემიიქცეთ თქუენ და დაუტევნეთ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელნი მიგცნე წინაშე თქუენსა, და მიხჳდეთ და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცემდეთ მათ.

20 აღგიხუნე თქუენ ქუეყანისა ამისგან, რომელი მიგეც თქუენ და სახლი ესე, რომელი გავწმიდე სახელისათჳს ჩემისა, განვაგდო პირისაგან ჩემისა და მივსცე ეგე იგავად და სათხრობელად ყოველთა შორის თესლთა.

21 და სახლსა ამას მაღალსა ყოველი, რომელი თანაწარვიდოდის, განუკჳრდეს და თქუას: რასათჳსმე ესრეთ უყო უფალმან ქუეყანასა ამას და სახლსა ამას?

22 და თქუან: რამეთუ დაუტევეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ და ჰმონებდეს მათ, რომელ-იგი არა იცოდეს, ამისთჳს მოაწია მათ ზედა ყოველი ესე ბოროტი.

<< ← Prev Top Next → >>