ბიბლია, პირველი ნეშტთა, თავი 29. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10367&pid=15&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და ჰრქუა მეფემან დავით ყოველსა მას კრებულსა: სოლომონ, ძე ჩემი, რომელი სათნო-იყო უფალმან, ყრმა არს და ჩჩჳლ და საქმე დიდ არს, რამეთუ არა კაცთა შენება არს, არამედ უფლისა ღმრთისა.

2 და აჰა, ესერა, ყოვლისაებრ ძალისა ჩემისა მოუმზადე სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა ოქრო და ვეცხლი, პილენძი და რკინა, ძელი და ქვა, და სოომი და აღსრულებისა ქვები მრავალი და პატიოსანი და თჳთოფერი. და ყოველი ქვა პატიოსანი და მარმარილო მოღებულ არს ფრიად.

3 და მერმეცა სათნო-ყოფისათჳს ჩემდა სახლსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა არს ჩემი, რომელი მომიგიეს მე, ოქრო და ვეცხლი. და, აჰა, ეგერა, მივეც სახლისათჳს ღმრთისა ჩემისა სიმაღლედ თჳნიერ მისა, რომელი მოუმზადე სახელისათჳს წმიდათასა,

4 სამ ათასი ტალანტი ვეცხლისა გამოცდილისა დამორჩუნვად მით კედელნი ტაძრისანი ჴელითა ხუროთაჲთა,

5 და ვინ არს გულსმოდგინე აღვსებად ჴელი მისი დღესა უფლისა?

6 და გულსმოდგინე იქმნნეს მთავარნი ტომთანი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათა ათასისთავნი და ასისთავნი, და ზედმდგომელნი საქმისანი და მნენი მეფისანი.

7 და მოსცეს საქმესა მას სახლისა უფლისასა ოქრო ტალანტი ხუთი ათასი და ბევრი დრაკანი და ვეცხლის ტალანტი ათი ათასი და პილენძი ტალანტი ბევრი და რვა ათასი, და რკინის ტალანტი ასი ათასი.

8 და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ანთრაკი, მოსცეს საუნჯესა უფლისასა ჴელითა ერიელისითა, ძისა ესრომისითა.

9 განიხარა ერმან გულსმოდგინებისათჳს, რამეთუ გულითა სავსითა გულსმოდგინე იქმნნეს უფლისა მიმართ, და დავითცა მეფემან განიხარა ფრიად.

10 და აკურთხევდა დავით მეფე ღმერთს წინაშე კრებულისა მის და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, მამათა ჩუენთაო, საუკუნითგან და ვიდრე საუკუნეთამდე.

11 შენდა, უფალო, დიდებაჲ, ძალი და სიქადული, ძლიერებაჲ და სიმტკიცე, რამეთუ შენ უფლებ ყოველთა ზეცისათა და ქუეყანისათა, და პირისა შენისაგან ძრწიან ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და თესლები.

12 შენ მიერ დიდებაჲ და სიმდიდრე! შენ ყოველთა ჰმოს, მთავრობათა უფალო და მთავარო ყოვლისა მთავრობისაო; და ჴელსა შენსა არს ყოვლისა შეწევნა და სიდიდე განდიდებად და განძლიერებად ყოველთა.

13 და აწ, უფალო, აღგიარებთ შენ და ვაქებთ სახელსა სიქადულისა შენისასა.

14 ვინ ვარ მე, ანუ ვინ არს ერი შენი, რამეთუ განვძლიერდით ესოდენ გულსმოდგინედ შენდა მომართ? რამეთუ შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ.

15 რამეთუ მწირ ვართ ჩუენ შენს წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი, ვითარცა აჩრდილნი არიან დღენი ჩუენნი შენს წინაშე და არა არს დადგომა,

16 უფალო, ღმერთო ჩუენო, და ყოვლისა ამისთჳს სიმრავლისა მოუმზადე შენებად სახლი სახლისათჳს წმიდისა შენისა, და ჴელისაგან შენისა არს, და შენგან არს ყოველი.

17 და ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ განმკითხველი გულისა და სიმართლე გიყუარს. და განმარტებულითა გულითა გულს-ვიდგინე მე ესე ყოველი. და აწ, უფალო, ერი ესე შენი, რომელი იპოვა აქა, ვიხილე, რამეთუ სიხარულით გულსმოდგინე არს შენდა მიმართ.

18 და აწ, უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკ და ისრაჱლისო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, დაუმარხე ესე გონებასა გულისა ერისა შენისასა უკუნისამდე და წარმართე გულსა მათსა შენდამი.

19 და სოლომონ ძესა ჩემსა, მოეც გული კეთილი ყოვლად მცნებათა შენთა, და წამებათა შენთა და ბრძანებათა შენთა, და სრულიად აღსრულებად საქმე სახლისა შენისა.

20 და ჰრქუა დავით ყოველსა მას კრებულსა: აკურთხეთ უფალი, ღმერთი ჩუენი! და აკურთხა ყოველმან მან ერმან უფალი, ღმერთი მამათა მათთა, და მოიდრიკნეს მუჴლნი და თაყუანი-სცეს უფალსა მეუფესა მათსა.

21 და შეწირა დავით მსხუერპლები და მოართვა ყოვლად დასაწველები ღმერთსა ხვალისაგან პირველსა დღესა ზვარაკი: ათასი ვერძი, ათასი კრავი, ათასი ღჳნო, შესაწირავი სიმრავლედ მოართვა ყოველსა მას ერსა.

22 ჭამეს და სუეს წინაშე უფლისა სიხარულით მას დღესა შინა და მეფედ ყვეს მეორედ სოლომონ, ძე დავითისი, და სცხეს მას წინაშე მეფედ და სადუკს მღდლად.

23 დაჯდა სოლომონ საყდარსა დავითის, მამისა თჳსისა, და წარემართა მეფობა მისი და ერჩდა მას ყოველი ისრაჱლი.

24 და მთავარნი ძლიერნი და ყოველნი ძენი დავითის მეფისანი, მამისა მისისანი, დაემორჩილნეს მას.

25 და განადიდა უფალმან სოლომონ ზემო კერძო წინაშე ყოვლისა ისრაჱლისა და მოსცა მას დიდებაჲ მეფობისა, რომლისა თანა არა იყო ყოვლისა მეფობისა უწინარესისა მისისა.

26 და დავით, ძე იესესი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორმეოც წელ;

27 და ქებრონს - შჳდ წელ, იერუსალჱმს - ოცდაცამეტ წელ.

28 და აღესრულა დავით მეფე სიბერითა კეთილითა სავსე დღითა სიმდიდრითა და დიდებითა. და მეფობდა სოლომონ, ძე მისი, მის წილ.

29 ხოლო სხუანი დავითის მეფისანი, პირველნი და უკუანასკნელნი წერილ არიან სიტყუათა შინა სამოელ წინაწარმეტყუელისათა, სიტყუათა შინა ნათანის წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა შინა გადისთა მხილველისათა.

30 ყოვლისათჳს მეფობისა მისისა და ყოვლისა ძლიერებისა მისისა და ჟამნი, რომელნი იყუნეს მას შინა და ისრაჱლსა ზედა. და ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა. დაესრულა ნეშტთა თავი.

<< ← Prev Top Next >>