ბიბლია, პირველი ნეშტთა, თავი 13. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10351&pid=15&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და ზრახვა-ყო დავით ათასისთავთა თანა და ასისთავთა თანა და ყოვლისა თანა, რომელსა სათნო-უჩნდა.

2 და არქუა დავით ყოველსა მას კრებულსა ისრაჱლისასა: უკუეთუ ესე თქუენდა სათნო არს, და უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიერ წარემართოს, მივავლინოთ ძმათაცა ჩუენთა ნეშტთა ყოველთა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მათ თანა მღდელნი იგი და ლევიტელნი ქალაქთაგან სამკჳდრებელთა მათთა შემოკრბედ ჩუენდა

3 და მოვიღოთ კიდობანი იგი ღმრთისა ჩუენისა ჩუენდა, რამეთუ არა ეძია იგი დღითგან საულისით.

4 და თქუა ყოველმან მან კრებულმან ყოფად ეგრეთ, რამეთუ სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე თუალთა ყოვლისა ამის ერისათა.

5 და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი საზღუარითგან ეგჳპტისთა ვიდრე შესლვადმდე ემათისა, შემოღებად კიდობნისა მის ღმრთისა ქალაქით იარიმით.

6 და აღმოიღო იგი დავით. და ყოველი ისრაჱლი აღმოვიდოდა ქალაქად დავითისა, რომელი იყო იუდასი, აღმოღებად მიერ კიდობანი იგი ღმრთისაჲ, მჯდომარე ქერობინსა ზედა, სადა-იგი წოდებულ იყო სახელი მისი.

7 და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ ურემსა ზედა ახალსა, სახლისაგან ამინადაბისა. და ოზიას და ძმათა მისთა მოჰყვანდა ურემი იგი.

8 და დავით და ყოველი ისრაჱლი იმღერდა წინაშე ღმრთისა ყოვლითა ძალითა, გალობითა, და ქნარითა, ებნითა, ბობღნითა, და წინწილითა და ნესტჳთა.

9 და მოვიდეს ვიდრე კალოდმდე ქელონისა და განყო ოზია ჴელი თჳსი დაპყრობად კიდობნისა, რამეთუ გარეშეაქცია იგი ზუარაკმან.

10 და გულისწყრომით განრისხნა უფალი ოზიას ზედა და მოკლა იგი მუნ განყოფისა მისთჳს ჴელისა მისისა კიდობანსა ზედა. და მოკუდა იგი მუნ წინაშე ღმრთისა.

11 და შეწუხნა დავით, რამეთუ განკუეთა უფალმან, განკუეთა იგი ოზიას ზედა და ჰრქჳან ადგილსა მას ,,განკუეთა ოზიასი`` ვიდრე აქა დღედმდე.

12 და შეიშინა დავით მას დღესა შინა ღმრთისა და თქუა: ვითარ შევიღო კიდობანი ესე ღმრთისაჲ ჩემდა.

13 და არა შეიღო დავით კიდობანი იგი ღმრთისაჲ ქალაქად დავითისა. და მისცა იგი სახიდ აბედასა ქეტელისა.

14 და იყო კიდობანი იგი ღმრთისაჲ სახლსა აბედადარისასა სამ თვე. და აკურთხა ღმერთმან აბედადარისი და ყოველივე მისი.

<< ← Prev Top Next → >>