ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 24. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10337&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და დღეთა მისთა ოდენ აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, მას ქუეყანასა და იყო მისა იოაკიმ მონა სამ წელ და მოიქცა და შეურაცხ-ყო იგი.

2 და მოუვლინა უფალმან მას მტევებარნი ქალდეველთანი და მტევებარნი ასურთანი და მოაბელნი და ძენი ამონისნი და გამოავლინნა იგინი იუდასა ზედა წარწყმედად მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲთა.

3 რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იუდასა ზედა განშორებად იგი პირისაგან მისისა ყოველთათჳს ცოდვათა მანასესთა, რაოდენი ქმნა.

4 სისხლთა მათთჳს უბრალოთა, რაჲ დასთხია და აღავსო იერუსალჱმი სისხლითა უბრალოთა, და არა ინება უფალმან ლხინებად მათა.

5 და ნეშტნი სიტყუათა იოაკიმისთანი და ყოველი, რაოდენი ქმნა, ანუ არა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა? და დაიძინა იოაკიმ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა მას ოზიასასა მამათა მისთა თანა.

6 და მეფობდა იოაკიმ, ძე მისი, მის წილ.

7 და არღარა შესძინა მერმე მეფემან ეგჳპტისამან გამოსლვად ქუეყანით მისით, რამეთუ დაიპყრა მეფემან ბაბილოვნისამან ჴევითგან ეგჳპტისათა ვიდრე მდინარედმდე ეფრატად ყოველი ქუეყანა, რაოდენი იყო მეფისა ეგჳპტისა.

8 ძე ათურამეტისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალიმს და სახელი დედისა მისისა - ანეესთან, ასული ელემათესი, იერუსალიმით.

9 და ქმნა იოაკიმ ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ქმნეს მამათა მისთა.

10 მას ჟამსა შინა აღმოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, იერუსალიმად და იღუაწა ქალაქი იგი გარემოცვად.

11 და მოვიდა მეფე ბაბილოვნისა ქალაქად; მონანი იგი ნაბოქოდონოსორისნი გარემოადგეს მას.

12 და განვიდა იოაკიმ, მეფე იუდასი, მეფისა ბაბილოვნისა, იგი და დედა მისი და მთავარნი მისნი და მონანი მისნი და საჭურისნი მისნი. და განიყვანა იგი მეფემან ბაბილოვნისამან მერვესა წელსა მეფობისა მისისასა.

13 და გამოიღო მიერ ყოველი საფასე სახლისა უფლისა და საფასე სახლისა სამეფოსა და შემუსრა ყოველი ჭურჭელი ოქროსა, რომელი ექმნა სოლომონ მეფესა ისრაჱლისასა ტაძარსა უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი.

14 და წარიყვანა ყოველი იერუსალიმი და ყოველნი მთავარნი და ყოველნი ძლიერნი ძალითა ტყუეობად ათი ათასი და ყოველი ხურო და ოქროსმჭედელი. და არა ვინ დაშთა, გარნა გლახაკნი ხოლო ერისა ქუეყანისანი.

15 და წარიყვანა მეფემან ბაბილოვანისამან იოაკიმ ბაბილონად და დედა მეფისა და ცოლნი მისნი და საჭურისნი მისნი და ძლიერნი ქუეყანისანი წარიყვანნა ტყუედ იერუსალიმით ბაბილონად.

16 და ყოველი კაცი შემძლებელი, კაცი ძლიერი, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა შჳდი ათასი, ხურო და მჭედელი ოქროსა და ანთრაკისა შთამსმელი - ათასი კაცი და ყოველი ძალი ძლიერითა და მოქმედი ბრძოლისა, წარიყვანნა იგინი მეფემან ბაბილოვნისამან ბაბილონად.

17 მეფედ დაადგინნა მეფემან ბაბილოვანისამან მეთთანია, მამისძმა მისი მის წილ. დასდვა მას სახელი სედეკია.

18 ძე ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.

19 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, ვითარცა ქმნა იოაკიმ.

20 რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იერუსალიმსა ზედა და იუდასა ზედა, ვიდრე განსთხივნა იგინი პირისაგან მისისა და შეურაცხება ქმნა სედეკია მეფისა მიმართ ბაბილონისა.

<< ← Prev Top Next → >>