1 ძე ათორმეტისა წლისა იყო მანასე დადგომასა მისსა მეფედ, ერგასისდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმსა. სახელი დედისა მისისა - ეფსიბა.
2 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა.
3 და აღაშენნა მაღალმან იგი, რომელ დაამჴუნა ეზეკია, მამამან მისმან, და აღაშენნა ბაგინნი იგი ბაალისნი და ქმნნა მაღნარნი იგი, ვითარსახედ ქმნა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, და თაყუანი-სცა ყოველთა ძალთა ცისათა, და მონებდა მათ.
4 და აღაშენა საკურთხეველი სახლსა მას უფლისასა, ვითარცა თქუა უფალმან: იერუსალჱმს დავიდგნე საყდარნი ჩემნი.
5 და უქმნნა სამსახურებელნი ყოველთა ძალთა ცისათა ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა.
6 და გარეშეჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და ჰკითხვიდა, და ყუნა ულუკნი, და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა.
7 და ქანდაკებულნი იგი მაღნართა მათ დადგნა სახლსა მას უფლისასა, რომლისა ჰრქუა უფალმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა, ვითარმედ: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, დავდვა სახელი ჩემი უკუნისამდე.
8 და არა შევსძინო შერყევად ფერჴთა ისრაჱლისათა ქუეყანისა მისგან, რომელ მივეც მამათა მათთა, რათამცა ეკრძალნეს ყოფად ყოვლისავე, რაცა ვამცენ მათ მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, რომელი ამცნო მოსე, მონამან ჩემმან.
9 და არა ისმინეს და საძაგელ იქმნა მანასე დიდად და აცთუნნა იგინი საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა უფროს ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი განრყუნნა უფალმან წინაშე პირსა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
10 და ეტყოდა უფალი ჴელითა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთაჲთა და თქუა:
11 ამისთჳს, რამეთუ ქმნა მანასე, მეფემან იუდასმან, საძაგელნი იგი და უკეთურებანი უმეტეს ამორეველისა მის წინაშე ჩემსა და შესცთა იუდა კერპებითა თჳსითა.
12 ამისთჳს, ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე მოვავლინო ძჳრი ზედა იერუსალჱმსა და ზედა იუდასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი.
13 და მივაწიო ზედა იერუსალჱმსა მსგავსად საზომისა მის სამარიასა და მსგავსად სასწორისა სახლისა მის აქაბისა და მოვსპო იერუსალჱმი, ვითარცა ნიჟარი ერთი დათხეული ზედა პირსა თჳსსა.
14 და აღვჴოცო ნეშტი სამკჳდრებელისა ჩემისა და მივსცნე იგინი ჴელთა მტერთა თჳსთასა და იყუნენ წარსატაცებელ და იავარ ყოველთა მტერთა თჳსთა
15 ამისთჳს, რამეთუ ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და განმარისხეს მე, რომლით დღითგან გამოვიყვანენ იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა მოდღენდელად დღედმდე.
16 და სისხლიცა უბრალო დასთხია მანასე დიდად ფრიად, ვიდრე აღივსო იერუსალჱმი კიდით კიდემდე. და ცოდვა იგი თჳსი, რომლითა აცთუნა იუდა საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა
17 და ნეშტნი სიტყუათა მანასესთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ცოდვა მისი, რომელ ცოდა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა?
18 დაიძინა მანასე მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა სახლისა თჳსისასა მტილსა ოზიასასა. და მეფობდა ამმონ, ძე მისი, მის წილ.
19 ძე ოცდაორის წლისა იყო ამმონ დადგომასა მისსა მეფედ და მეფობდა ათურამეტ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - მესელომით, ასული არუასი, ტაბათით
20 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მამამან მისმან მანასე.
21 და ვიდოდა ყოველთა მათ გზათა, რომელთა ვიდოდა მამა მისი, და მსახურა კერპთა მათ, რომელთა მსახურებდა მამა მისი, და თაყუანი-სცა მათ.
22 დაუტევა უფალი ღმერთი მამათა თჳსთა და არა ვიდოდა გზასა უფლისასა.
23 და აღდგეს მონანი ამონის ზედა და მოკლეს მეფე იგი სახლსა თჳსსა.
24 და მოსწყჳდეს მკულელნი იგი ამონისნი ერმან მან და დაიდგინეს, ერმან მის ქუეყანისამან მეფედ იოსია, ძე მისი, მის წილ.
25 და ნეშტნი სიტყუათა ამონისთანი, რომელ ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?
26 და დაიძინა ამმონ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა იგი საფლავსა თჳსსა მტილსა მას ოზიასასა. და მეფობდა იოსია, ძე მისი, მის წილ. |