ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10325&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 შემდგომად მეშჳდისა მის წლისა იუისა მეფობდა იოვას, ძე ოქოზიასი, ორმეოც წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - საბა ბერსაბეთ.

2 და ქმნა იოას სამართალი წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა, რომელ განანათლა იგი იუდაე მღდელმან.

3 ხოლო მაღალთა მათგან არა განეშორა და მუნ უზორვიდა ერი იგი და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

4 და ჰრქუა იოას მღდელთა მათ: ყოველი ვეცხლი, რომელი შეწირულ არს ტაძარსა მაგას უფლისასა სიწმიდეთა მაგათ, ვეცხლი თჳთოეულად კაცად -კაცადისა აღსრულებულისა, შერაცხილ სულთათჳს, ყოველი, ვეცხლი რაოდენი მოუჴდეს გულსა კაცისასა შეღებად სახლსა მაგას უფლისასა.

5 მოიღონ მღდელთა მათ კაცად-კაცადმან მოფარდულთაგან თჳსთა და მათ აღაგონ ბედეკი სახლისა მის უფლისა ყოველსა შინა, სადაცა პოონ ბედეკი.

6 და იყო, ოცდამესამესა წელსა იოას მეფისასა არა აღაგეს მღდელთა მათ ბედეკი სახლსა მას უფლისასა.

7 და მოუწოდა მეფე იოას იუდაე მღდელსა და ყოველთავე მათ მღდელთა და ჰრქუა მათ: რასა არა აღაგეთ ბედეკი სახლისა მის უფლისა? და აწ ნუ მიიღებთ ვეცხლსა ყოველთაგან მოფარდულთა თქუენთა, არამედ ბედეკისა მისთჳს სახლისა უფლისა მიეცით იგი.

8 და აღუთქუეს მღდელთა მათ არა მოღებად ვეცხლი ერისა მისგან და არცა აღგებად ბედეკი ტაძრისა მის.

9 და მოიღო იოდაე კიდობანი ერთი და უქმნა ჴურელი პირსა ზედა მისსა და დადვა იგი საკურთხეველსა მას თანა უფლისასა. და მისცეს მღდელთა მათ, რომელნი-იგი სცვიდეს კართა მათ, ყოველი ვეცხლი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა.

10 და იხილეს, ვითარმედ ფრიად არს კიდობანსა მას შინა. აღვიდა მწიგნობართა მოძღუარი იგი სამეუფოსი და მღდელი იგი დიდი და აღრაცხეს ვეცხლი იგი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა.

11 და მისცეს ვეცხლი იგი ჴელთა მოქმედთა საქმისა ჭურჭლისათა სახლსა მას უფლისასა და მისცეს ხუროთა მათ ძელთასა და მაშენებელთა მათ სახლისა მის უფლისათა.

12 და გამომქანდაკებელთა მათ და გამომკვეთელთა ქვისათა სასყიდლად ძელისა და ქვათა გამოკუეთილთა აღსაშენებელად ბედეკისათჳს სახლისა მის უფლისა და მისცეს ყოველი იგი საჴმრად ტაძრისა მის.

13 და რათა არა ქმნეს მისგან სახლსა მას უფლისასა კარები ვეცხლისა და სამსჭუალები და ტაბლები და ნესტვები და ყოველი ჭურჭელი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ვეცხლისა მის შეწირულისა სახლსა მას უფლისასა.

14 არამედ მოქმედთა მათ საქმისათა მისცეს იგი აღსაგებელად სახლისა მის უფლისა.

15 და არა იყო რიცხჳ ვეცხლისა მის, რომელთა ჴელთა შინა იყო მიცემად მოქმედთა მათ, რამეთუ ერთგულ იყუნეს მოქმედნი იგი.

16 და ვეცხლი იგი შეწირული ცოდვათათჳს არა შევიდოდა ტაძარსა მას უფლისასა, არამედ მღდელთა მათ იყო.

17 მას ჟამსა გამოვიდა აზაელ, მეფე ასურასტანისა, და ეწყო გეთსა, გამოიღო იგი და მიმართა აზაელ მისლვად იერუსალჱმსა ზედა.

18 და აღიღო იოას, მეფემან იუდაისამან, ყოველნი იგი სიწმიდენი, რომელნი განწმიდნა იოსაფატ და იორამ და ოქოზია, მამათა მისთა მეფეთა იუდასთა და თჳსნი იგიცა სიწმიდენი, ყოველი იგი ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მეფისასა და მიუძღვანა აზაელს, მეფესა მას ასურთასა, და წარვიდა იერუსალჱმით.

19 და ნეშტნი სიტყუათა იუასისათა და ყოველი, რაჲ ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა იუდასთა.

20 და აღდგეს მონანი მისნი მის ზედა ზაკჳთ და დასცეს იოას სახლსა მას მაალონისთა, საყოფელთა მათ გალაადისთა.

21 და იოზაქარ, ძემან იემუთესმან, და იეზებეთ, ძემან მისმან, შერაცხილთა მონათა მისთა, სცეს და მოკლეს იგი. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და მეფობდა ამესა, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>