ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 11. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10324&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და გოთოლია, დედამან ოქოზისამან, ვითარცა იხილა, რამეთუ მოსწყდეს შვილნი მისნი, წარწყმიდა ყოველი ნათესავი შარავანდედთა მათ.

2 და აღიქვა იოსაბე, ასულმან მეფისა იორამისამან, დამან ოქოზისამან, იოას, ძე ოქოზიასი, ძმისა თჳსისა, რამეთუ მოიპარა იგი შორის ძეთა მათ მეფისათა, რომელ მოსრნეს, და დამალა იგი და დედამძუძე მისი სენაკსა სასვენებელისასა პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკუდა.

3 და იყო მის თანა სახლსა მას უფლისასა მალულად ექუს წელ და გოთოლია მეფობდა ზედა მას ქუეყანასა.

4 და წელსა მას მეშჳდესა წარავლინა იუდაე და მოიყვანნა ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და შეიყვანნა იგინი სახლსა მას უფლისასა და აღთქმა-ყო მათ თანა, და აფუცნა იგინი სახელითა უფლისათა და უჩუენა მათ იუდაე, ძე იგი მეფისა.

5 და ამცნო მათ და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ. სამგან განიწილენით და ერთმან მან ნაწილმან დაიცვას ცვა სახლისა მის სამეუფოსა კართა თანა.

6 და მეორემან ნაწილმან დაიცუნეს ბჭეთა მათ განსავალთა და მესამე ნაწილი ბჭეთა თანა შემდგომად წინამცორვალთა მათ, და დაიცევით ცვა სახლისა მის.

7 ჴელნი თქუენნი განმზადებულად იპყრენით და ყოველი, რომელი შე- ვიდოდის განაწილებულთა მათ ცვად სახლსა მას უფლისასა, ეკრძალენით ცვასა მას სახლისა მის უფლისა და მეფისა.

8 გარემოადეგინ მეფესა კაცი და ჭურჭელი ჴელთა თჳსთა, და რომელი შევიდოდის სადაროთ, მოკუედინ. და იგი თავადი იყო მეფისა თანა შესლვასა მისსა და გამოსლვასა.

9 და ქმნეს ყოველივე ასისთავთა მათ, რომელი ამცნო იუდე მღდელმა ბრძენმან, და შევალნ კაცები იგი განაწილებულნი მცველად შემდგომითი შემდგომად და შევიდეს იუდაე მღდელისა.

10 და მისცა მღდელმან ასისთავთა მათ ოროლები იგი და ჯაჭუ-ჭური დავითის მეფისა, რომელ იყო სახლსა მას უფლისასა.

11 და მიიღეს ასისთავთა მათ ჯაჭუ-ჭური ჴელთა თჳსთა და გარემოადგეს მარჯუენით მჴრით ტაძრისა მის ვიდრე მარცხენად მჴარადმდე ტაძრისა მის და საკურთხეველისა და სახლსა მას სამეფოსა გარემო.

12 და წარმოავლინა მათ ძე იგი მეფისა და მიეცა მას ზედა იეზერი იგი და წამება და სცხო მას და დაადგინა მეფედ, და აღიტყუელნა ერმან და თქუა: ცხონდინ მეფე!

13 და ესმა გოთოლიას ჴმაჲ ბგერისა ერისა მრავლისა და შევიდა შორის ერსა მას სახლსა უფლისასა.

14 და იხილა და, აჰა, დგა მეფე ზედა სვეტსა მას მსგავსად სახისა მის და მთავარნი იგი და შემასხმელნი და მსტჳნვარნი, და ყოველსა მას ერსა ქუეყანისასა უხაროდა და სტვინვიდეს სტჳრთა, დაიპო სამოსელი თჳსი გოთოლია, ღაღად-ყო და თქუა: განდგა, განდგა.

15 და ამცნო იუდაე მღდელმან ასისთავთა მათ და, რომელნი-იგი დაედგინნეს ზედა ერსა მას, და ჰრქუა მათ: განიყვანეთ ეგე სადერონით და მიიყვანეთ ეგე უკანაწარ სახლსა მას და მოკალით ეგე მახჳლითა, და ნუ მოჰკლავთ მაგას სახლსა მას ღმრთისასა. და იყოს, ყოველი, რომელი მისდევდეს მას, მოკუედინ მახჳლითა.

16 და მიჰყვეს ჴელი მისა და შეიყვანეს იგი გზასა მას საჴედართასა სახლისა მის სამეუფოჲსათა, და მუნ მოკლეს იგი.

17 და აღთქმა-ყო იუდაე მღდელმან შორის უფლისა და შორის მეფისა და შორის ერისა მის ყოფად ერად უფლისა.

18 და შევიდა ყოველი იგი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალისსა და დაამჴვეს იგი და საკურთხეველი მისი და ხატნი მისნი დამუსრნეს წულილად და მატთან, ქურუმი ბაალისი, მოსრნეს წინაშე შესაწირავისა მის, და დაადგინნა მღდელმან მცველნი სახლსა მას უფლისასა.

19 და გამოიყვანნა იუდაე მღდელმან ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და ყოველი ერი მის ქუეყანისა და გარდამოიყვანეს მეფე სახლისა მისგან უფლისა, და შეიყვანეს იგი გზასა მის ბჭისასა სახლისა მის სამეუფოჲსა, და დასვეს იგი საყდარსა მას სამეუფოსა.

20 და უხაროდა ყოველსა მას ერსა მის ქუეყანასასა, და ქალაქი იგი დამშჳდნა და გოთოლია მოკლეს მახჳლითა სახლსა მას მეფისასა.

21 და ძე შჳდ წლისა იყო იოას დადგომასა მას მეფედ.

<< ← Prev Top Next → >>