ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10322&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და ელისე წინაწარმეტყუელმან მოუწოდა ერთსა ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასა და ჰრქუა მას: მოიმტკიცენ წელნი შენნი და წარიღე რქა ეგე საცხებელისა ჴელითა შენითა და მივედ ჰრამათ გალადად.

2 და შეხჳდე მუნ და იხილო მუნ იუ, ძე იოსაფატისი, ძისა ამესასი, და აღადგინო იგი შორის ძმათა თჳსთა და შეიყვანო იგი სენაკით სენაკად.

3 და მიიღო რქა იგი ზეთისა და დაასხა თავსა მისსა ზედა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა და განაღო კარი და ივლტოდი და ნუღარა დასდგები.

4 და წარვიდა ყრმა იგი წინაწარმეტყუელისა ჰრამოთ გალაად.

5 და შევიდა მუნ და, აჰა, მთავარნი ერისანი სხდეს და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა, მთავარო. და ჰრქუა იუ: ვისდა მიმართ ჩუენგანისა? და ჰრქუა: შენდა, მთავრისა მაგის.

6 და აღდგა და შევიდეს სენაკად და დაასხა საცხებელი იგი ზედა თავსა მისსა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ერსა მაგას უფლისასა ისრაჱლსა ზედა.

7 და დასცე სახლი იგი აქაბისი უფლისა შენისა, პირისაგან შენისა და იძიო შური სისხლისა მონათა მათ ჩემთა წინაწარმეტყუელთა, სისხლი ყოველთა მონათა უფლისათა ჴელთაგან იეზაბელისათა და ყოვლისაგან სახლისა მისისა.

8 და მოსრა სახლისა მის აქაბისი და არა დაუტეო ერთიცა, რომელი მიექცეს და აფსმიდეს კედელსა, და დათრგუნვილი იგი და ნეშტნი ისრაჱლისა,

9 მიცემად სახლი აქაბისი, ვითარცა სახლი იორობუამისი, ძისა ნაბატისი, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიასი.

10 და იეზაბელ შეჭამონ ძაღლთა ნაწილსა მას იეზრაელისასა და არავინ იყოს, რომელმან დაფლას. და განაღო კარი და ივლტოდა.

11 და იუ გამოვიდა მონათა მათ უფლისა თჳსისა თანა და ჰრქუეს მას: მშჳდობა არსა? რასა მოვიდა შენდა მოკრაული იგი? და ჰრქუა მათ. თქუენ თჳთ უწყით კაცი იგი და მოკრაულები მისი.

12 და ჰრქუეს მას: უწესობა არს ეგე, გჳთხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იუ: ესრე და ესრე მეტყოდა მე და მრქვა: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა.

13 ვითარცა ესმა ესე, ისწრაფეს და მოიღეს თჳთოეულმან ფიჩჳ თჳსი და დაუდვეს ქუეშე მისსა ერთსა მას აღსავალთაგანსა, სადა სხდეს, და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუეს: დადგა მეფედ იუ.

14 და ერისკრება-ყო იუ ძემან იოსაფატისამან, ძისა ამესასმან, ზედა იორამისა. და იორამ განკრძალულ იყო ჰრამათ გალაადს შინა, იგი თავადი და ყოველი ისრაჱლი პირისაგან აზაელისა, მეფისა მისგან ასურასტანელთასა.

15 და მოიქცა იორამ მეფე კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ წყობასა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, და თქუა: იგი უკუეთუ არს სული თქუენი ჩემ თანა, ნუ განვალნ მეოტი ქალაქისა ამისგან მისლვად და თხრობად იეზრაელსა შინა.

16 და წარემართა იუდა და შთავიდა იეზრაელად და იორამ, მეფე ისრაჱლისა, იკურნებოდა იეზრაელსა შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ჰრამოთს ღუაწლსა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, რამეთუ იგი მჴნე იყო და კაცი ძლიერებისა. და დაიძინა მუნ და ოქოზია, მეფე იუდასი, შთავიდოდა ხილვად იორამისა.

17 და ებგური იგი აღჴდა ზედა გოდოლსა მას ეზრაელისასა და იხილა მტუერი მოსლვასა მას იუსასა და თქუა: მტუერსა რასმე ვხედავ. და თქუა იორამ: მოიყვანეთ მჴედარი ერთი და წარავლინეთ წინა მათსა და ჰკითხოს, თუ მშჳდობაჲ არსა?

18 და წარვიდა მჴედარი იგი წინა მათსა და ჰრქვა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა? უკუმოდეგ აქა. და თქუა ეგბურმან: მოიწია მოციქული იგი მათდა და არა უკმოიქცა.

19 და წარავლინა მეორედ მჴედარი და მოიწია მათა და ჰრქუა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა?უკმოდეგ აქა.

20 და თქუა ებგურმან: მიიწია მოციქული იგი მათა და არავე უკმოიქცა, რომელსა-იგი მიჰყვანდა იუ, ძე ამესასი, მიაწია,რამეთუ მრისხანედ მიაწია.

21 და თქუა იორამ: აუბენით ეტლნი ეგე! და აუბნეს ეტლნი და აღსხდეს კაცად -კაცადი ეტლებსა თჳსსა - იორამ, მეფე ისრაჱლისა, და ოქოზია, მეფე იუდასი, და მიეგებნეს იუსს და პოვეს იგი ნაწილსა მას ნაბუთესსა იეზრაიტელისასა.

22 და ვითარცა იხილა იორამ იუ, ჰრქუა: მშჳდობა არსა იუ? და ჰრქუა იუ: რაჲ მშჳდობა? განმრავლდეს სიძვანი დედისა შენისა იეზაბელისნი და გრძნებანი მისნი.

23 და გარეშე-ხოლო-იქცა იორამ და ივლტოდა და ჰრქუა იორამ ოქოზიას: ზაკვა არს რამე, ოქოზია.

24 და მოირთხა იუ და სცა იორამს საშუალ ბეჭთა და განსწონნა გულსა მისსა და დაიღულარჭნა ზედა მუჴლთა თჳსთა.

25 და ჰრქუა იუ დებეკს, სპარაზენსა მას თჳსსა: აღიღე იგი და შთააგდე ნაწილსა მას აგარაკისა მის ნაბუთესასა იეზრაიტელისასა, რამეთუ მოვიჴსენე მე, ოდეს-იგი ამჴედრებულ ვიყვენით ჩუენ ორნი და ვხედევდით აქაბს, მამასა მაგისსა, და უფალმან დადვა მაგასა ზედა შესამთხუეველი ესე,

26 ვითარმედ ვიძიო სისხლი იგი ნაბუთესი და სისხლი ძეთა მისთა, რომელ ვიხილე გუშინ, თქუა უფალმან: მივაგო ეგე ნაწილსა ამას. და თქუა უფალმან: აწ აღიღე და შთააგდე ნაწილსა მას ნაბუთესასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

27 და ოქოზია, მეფემან იუდაჲსმან, ვითარცა იხილა, ივლტოდა გზასა მას ბეთრონისასა და შეუდგა კვალსა მისსა იუ და თქუა: იგულეთ ეგეცა. და სცა მას ეტლთა მათ შინა, ვიდრე აღვიდოდა იგი აღმართსა მას ბერაჲსსა, რომელ არს იეგლამს, და მიივლტოდა მაგედოდ და მუნ მოკუდა.

28 და წარიღეს იგი მონათა თჳსთა იერუსალჱმდ და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისასა.

29 და წელსა მას მეათერთმეტესა იორამისასა, მეფისა მის ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია ზედა იუდასა.

30 და მივიდა იუ იეზრაიტელად და იეზაბელს ესმა და მოგრემანნა თუალნი თჳსნი და შეიმკო თავი თჳსი და გარდამოხედვიდა სარკმელით.

31 და იუ შევიდოდა ქალაქსა მას და თქუა იუ: ცოცხლებით არსა ზამბრი, მკულელი იგი უფლისა თჳსისა?

32 და აღიხილნა თუალნი თჳსნი იუ და მიხედნა სარკმელთა მათ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ? გარდამოჴედ ჩემდა. და გარდამოეჩუენნეს მის თანა ორნი საჭურისნი.

33 და ჰრქვა მათ იუ: გარდამოაგდეთ ეგე და გარდამოაგდეს იგი და მიასხურა სისხლი მისი კედელთა მათ და საჴედართა მათთა დათრგუნეს იგი.

მეოთხე მეფეთა 9:33 - Jezebel Killed
Jezebel Killed
34 და შევიდა, ჭამა და სვა და თქუა იუ: იხილეთ წყეული იგი და დაფალით, რამეთუ ასული შარავანდედთა იყო.

35 და მივიდეს დაფლვად მისა და არა რაჲ პოვეს მისგანი, გარნა თხემი ხოლო, ფერჴნი და ნებნი ჴელთა მისთანი.

36 და მივიდეს და უთხრეს მას და თქუა იუ: სიტყუა უფლისა არს ეგე, რომელსა იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელია თეზაბიტელისათა და თქუა: ნაწილსა იეზრაელისასა შეჭამნენ ძაღლთა ჴორცნი იეზაბელისნი.

37 და იყოს მძორი იეზაბელისი, ვითარცა სკორე ნაწილსა მას აგარაკისა ნაბუთესსა, რათა არა ვინ თქუას მაგათგანმან, ვითარმედ: იეზაბელ არს.

<< ← Prev Top Next → >>