1 და ეტყოდა ელისე დედაკაცსა მას, რომლისა განაცოცხლა ძე მისი, და ჰრქუა: აღვედ და წარვედ, შენ და სახლი შენი, და მწირობდი, სადაცა განგემარჯოს, რამეთუ მოუწოდა უფალმან სიყმილსა ქუეყანასა ამას და ყოფად არს სიყმილი ქუეყანასა ამას ზედა შჳდ წელ.
2 და აღდგა დედაკაცი იგი და ყო მსგავსად სიტყჳსა მის ელისესსა. და წარვიდა იგი თავადი და სახლი მისი და მწირობდა ქუეყნასა მას უცხოთესლთასა შჳდ წელ.
3 და იყო, შემდგომად შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოიქცა დედაკაცი იგი ქუეყანით უცხოთესლთათ, მოვიდა და ღაღადებდა წინაშე მეფისა სახლისა თჳსისა და აგარაკისა თჳსისათჳს.
4 და მეფე ეტყოდა გეზის, მსახურსა მას ელისესსა, კაცისა მის ღმრთისასა, და ჰრქუა: მითხარ შენ მე ყოველი იგი დიდ-დიდი, რომელ ქმნა ელისე.
5 და იყო, ვიდრე უთხრობდა იგი მეფესა, ვითარ განაცოცხლა ძე იგი დედაკაცისა მის მომკუდარი და, აჰა, დედაკაცი იგი, რომლისა განაცოცხლა ძე იგი მისი ელისე, ღაღადებდა მეფისა მიმართ სახლისა თჳსისათჳს და ქუეყანისა თჳსისათჳს, და ჰრქუა გეზი: უფალო მეფე, ესე დედაკაცი არს და ესე ძე მაგისი, რომელ განაცოცხლა ელისე.
6 და ჰკითხა მეფემან დედაკაცსა მას და მან უთხრა მას და მისცა მას მეფემან საჭურისი ერთი და ჰრქუა: უკუმოაგე მაგას ყოველივე მაგისი და ყოველივე ნაყოფი ქუეყანისა მაგისისა, ვინაჲთგან დაუტევა ქუეყანა ესე ვიდრე აქა ჟამამდე.
7 და მივიდა ელისე დამასკედ და ძე ადერისი, მეფე ასურასტანსა, სნეულ იყო და უთხრეს მას და ჰრქუეს: მოვიდა აქა კაცი ღმრთისა.
8 და ჰრქუა მეფემან აზაელს: მიიღე ჴელთა შენთა მანანა და მიეგებოდე კაცსა მას ღმრთისასა და ჰკითხე მის მიერ უფალსა და არქუ: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?
9 და წარვიდა აზაელ წინამიგებებად ელისესა და წარმოიღო ძღუენი ჴელითა თჳსითა და ყოველი კეთილი დამასკისა აქლემითა ორმეოცითა, მივიდა და დადგა წინაშე ელისესა და ჰრქუა: მამაო ელისე, შვილმან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან მომავლინა მე შენდა და თქუა: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა?
10 და ჰრქუა მას ელისე: მივედ და არქუ მას: ცხორებით სცხონდე. და მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ სიკუდილით მოკუდეს.
11 და დადგა აზაელ წინაშე პირსა ელისესა კრძალვით და ტიროდა კაცი იგი ღმრთისა.
12 და ჰრქუა აზაელ: რაჲსა სტირ, უფალო ჩემო? და ჰრქუა მას ელისე: უწყი, რავდენ-რა უყო შენ ძეთა ისრაჱლისათა, ძნელოვანნი მათნი ცეცხლითა მოსწუნე და რჩეულნი მათნი მახჳლითა მოსწყჳდნე და ჩჳლნი მათნი მოსრნე მახჳლითა და მაკენი მათნი განაპნეთ.
13 და ჰრქუა აზაელ: ვინ არს მონა ესე შენი ძაღლი ერთი, ვითარმცა ქმნა მსგავსად სიტყჳსა მაგის დიდისა? და ჰრქუა ელის: მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ მეფობდე შენ ასურასტანსა ზედა.
14 და წარვიდა აზაელ და მივიდა უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას, რა თქუა ელისე, და თქვა აზაელ: მრქუა მე, ვითარმედ ცხორებით ცხონდეს.
15 და იყო, ხვალისგან მოიღო მაქმანი და შეასოვლა წყლითა და მიიბურა პირსა თჳსსა და მოკუდა, და დადგა მეფედ მის წილ აზაელ.
16 წელსა მეხუთესა იორამისასა, ძისა აქაბისა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა იორამ, ძე იოსაფატისი, იუდეასა ზედა.
17 და იყო იგი ოცდაათორმეტის წლისა დაჯდომასა მას მისსა და მეფობდა ორმეოც წელ იერუსალიმს ზედა.
18 და ვიდოდა გზათა მეფეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ქმნა სახლმან აქაბისამან, რამეთუ ასული აქაბისი ესვა ცოლად მისა, და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.
19 და არა უნდა უფალსა განრყუნად იუდა დავითისთჳს, მონისა თჳსისა, ვითარცა ეტყოდა მას მიცემად მისა სანთელი და ძესა მისსა ყოველთა დღეთა.
20 და დღეთა მისთა ეცრუვა ედომი ქუეშე ჴელსა იუდასსა და დაიდგინეს მათ ზედა მეფე.
21 და განვიდა იორამ სეირით და ყოველი ეტლები მისი მის თანა. და იყო, მსთუად განთიადსა მას, ვიდრე ბნელღა იყო, დასცა ედომი და გარემო ზღუდენი მისნი და მთავარნი ეტლთა მისთანი და შეივლტოდა ერი იგი თჳთეული კარავად თჳსა.
22 და განადგა ედომი ჴელსა იუდასასა და დღენდელად დღემდე, მას ჟამსა განადგა ლობნაცა.
23 და ნეშტნი სიტყუათა იორამისთანი და ყოველნი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა.
24 და დაიძინა იორამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.
25 წელსა მას მეათორმეტესა იორამისასა, ძისა აქაბისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი.
26 ოცდაორისა წლისა იყო ოქოზია დადგომასა მისსა მეფედ და წელიწად ერთ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრესი, მეფისა ისრაჱლისა.
27 და ვიდოდა გზათა აქაბისთა და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ სიძე ეყო სახლსა მას აქაბისასა.
28 და წარვიდა ოქოზია იორამის თანა, ძისა აქაბისა, წყობად აზაელისა, მეფისა მის ასურასტანელთასა, ჰრამოთ გალადისათ. და სცეს ასურთა მათ იორამი.
29 და მოიქცა მეფე იორამ კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ ჰრამათს წყობასა მას მისსა აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, გარდავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იეზრაელს შინა, რამეთუ სნეულ იყო. |