ბიბლია, მესამე მეფეთა, თავი 22. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10313&pid=13&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და დასხდეს სამ წელ, და არა იყო ბრძოლა შორის ასურასტანელთა და შორის ისრაიტელთა.

2 და იყო, წელსა მას მესამესა შთავიდა იოსაფატ, მეფე იუდასი, მეფისა მის ისრაჱლისა.

3 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მონათა თჳსთა: არა უწყით, რამეთუ ჩუენი არს რამათ გალაიდი? და ჩუენ დადუმებულ ვართ მოღებად ჴელთაგან მეფისა ასურთასა?

4 და ჰრქვა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: გამოვედ ჩემ თანა ბრძოლად რამათდ გალადიისა. და ჰრქვა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: ვითარცა შენ, ეგრეთცა მე, ვითარცა ერი შენი - ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი - ეგრეთცა და საჴედარნი ჩემნი.

5 და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდისმან მეფესა ისრაჱლისასა: მო და ვკითხოთ დღეს უფალსა.

6 და შეკრიბნა მეფემან ისრაჱლისამან ყოველნი წინაწარმეტყუელნი თჳსნი, ვითარ ოთხას ოდენ კაცი და ჰრქუა მათ მეფემან: მივიდე რამათ გალადისა ზედა ბრძოლად, ანუ ადგილ-ვიპყრა? და ჰრქუეს: აღდეგ და მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

7 და ჰრქუა იოსაფატ მეფესა მას ისრაჱლისასა: არს ვინ აქა წინაწარმეტყუელი უფლისა, ანუ არა? და ვკითხოთ მის მიერ უფალსა.

8 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი ღმრთისა, რომლისა მიერ ვკითხემცა უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳს ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა, მიქეა, ძე იემლაისი. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდასმან: ნუ ეგრე იტყჳ, მეფე.

9 და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: ადრე მოიყვანე მიქეა, ძე იემლაჲსი.

10 და მეფე ისრაჱლისი და იოსაფატ, მეფე იუდასი, სხდეს თჳთვეულად, სავარძელთა ზედა ჭურვილნი ბჭეთა მათ თანა სამარიასათა და ყოველნი იგი ქურუმნი მისნობდეს წინაშე მათსა.

11 და ქმნნა სედეკია, ძემან ქანანისამან, რქანი რკინისანი და თქვა: ესრეთ იტყჳს უფალი: ამით ერქენდე და მოსპო ასურასტანელი სრულიად.

12 და ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ეგრეთვე და იტყოდეს: აღვედ რამათად გალადისად, და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა მეფე იგი ასურასტანელთა.

13 და მოციქული იგი, რომელ მივიდა წოდებად მიქეასა, უთხრა მას და ჰრქუა: აჰა, ეგერა, ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი იტყჳან, ვითარცა ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. აწ იყავნ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდე კეთილსა.

14 და თქუა მიქეა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ, რაჲცა მრქვის მე უფალმან, მასცა ვიტყოდი.

15 და მოვიდა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, აღვიდეა რამათ გალადისა ბრძოლად, ანუ ვდგე აქა? მიუგო და ჰრქუა: აღვედ და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა.

16 ჰრქუა მას მეფემან მერმე: გაფუცებ შენ, რათა სთქუა ჭეშმარიტი სახელითა უფლისათა.

17 და ჰრქვა მიქეა: არა ეგრე, ვიხილე ყოველი ისრაჱლი განბნეული მთათა, ვითარცა სამწყსო, რომლისა არა არიან მწყემს. და თქუა უფალმან: არა ვინ არს მაგათა უფალ, მიიქცედ თჳთეულად სახიდ თჳსა მშჳდობით.

18 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდისასა: არა გარქვა შენ, ვითარმედ არა წინაწარმეტყუელებენ ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა?

19 და ჰრქუა მიქეა: არა ეგრე, არა თუ მე რაჲმე, არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისა, რამეთუ ვიხილე უფალი ღმერთი ისრაჱლისა მჯდომარე ზედა საყდართა თჳსთა და ყოველნი ერნი ზეცისანი დგეს გარემო მისა მარჯულ და მარცხლ.

20 და თქუა უფალმან: ვინ შეიტყუოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რამათ გალადსა? და თქვეს ვინმე ესრე და ვინმე ეგრე.

21 და წარვიდა სული წინაშე უფლისა და თქუა: მე შევიტყუო იგი. და ჰრქუა მას უფალმან: რათა?

22 და ჰრქუა მას: მივიდე და ვექმნე სული ცრუ პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა: შეიტყუე, და შეუძლო, განვედ და ყავ ეგრე.

23 და აწ, აჰა, მოსცა უფალმან სული სიცრუსა პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთასა და უფალი იტყოდა შენ ზედა ძჳრსა.

24 და მიუდგა თანა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა ღაწუსა მიქეასსა და ჰრქუა: რომელი სული უფლისა არს იგი, რომელ განმეშორა ჩემგან და გეტყოდა შენ?

25 და ჰრქუა მიქეა: აჰა, შენ თჳთ იხილო მას დღესა შინა, რაჟამს შეივლტოდი სენაკით სენაკად დამალვად.

26 და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: შეიპყართ მიქეა და მიეცით ამნონს, ქალაქაპეტსა, და იოასს, ძესა მეფისასა.

27 და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე, შესვით ეგე საპყრობილესა და ჭამოს პური ჭირისა და წყალი იწროებისა, ვიდრემდე მოვიქცე მშჳდობით.

28 და ჰრქუა მიქეა: და უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით უკუე. ვიდრე არა მეტყოდა მე უფალი. და თქუა მეფემან: აწ ისმინეთ ყთველმან მაგან ერმან.

29 და განვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, მის თანა რამად გალადისა.

30 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდასასა: შევიმოსო სხვად და შევიდე ბრძოლად და შენ შეიმოსო ჩემი სამოსელი. და უცნაურ იქმნა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ღუაწლსა მას.

31 და მეფემან ასურასტანისამან ამცნო მეეტლეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ნუ შეახებთ ნუცა დიდსა, ნუცა მცირესა, არამედ მეფესა ხოლო ისრაჱლისასა.

32 და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ იოსაფატ, მეფე იუდასი, და თქუეს ურთიერთას: ვგონებთ, თუ ესე არს მეფე იგი ისრაჱლისა. და გარე-შეიცვეს იგი და ღაღად-ყო იოსაფატ.

33 და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ, რამეთუ არა იგი იყო მეფე ისრაჱლისა, მიაქციეს მისგან.

34 და მოირთხა ერთმან ვინმე მოისართაგანმან და სცა მეფესა ისრაჱლისასა ჯაჭუსა ზედა და განაწონა ფილტუსა. და ჰრქუა მეეტლესა მას თჳსსა: მოაქციე ეტლი ეგე და უკუნმაქციე ღვაწლისა ამისგან, რამეთუ წყლულ ვარ.

35 და განძლიერდა ღუაწლი იგი მას დღესა შინა და მეფე დგა ზედა ეტლთა მათ პირისპირ ასურასტანელთა მათ დღითგან მიმწუხრამდე. და გარდამოექანებოდა სისხლი იგი წყლულისა მისგან და აღავსებდა უბესა მის ეტლისასა. და ვითარცა დამწუხრდა, აღმოჴდეს სულნი.

მესამე მეფეთა 22:35 - Ahab Wounded in Battle
Ahab Wounded in Battle
36 და შთასულასა ოდენ მზისასა ჴმობდა ქადაგი ერისა მის და თქუა: მოიქეცით თჳთეულად ქალაქსა თჳსსა, ქუეყანად თჳსა.

37 რამეთუ მოკუდა მეფე. და მოვიდეს სამარიად და დაფლეს იგი სამარიას.

38 და განრცხნეს ეტლნი იგი სისხლისა მისგან წყალთა მათ სამარიასათა. და ლოკდეს ღორნი და ძაღლნი სისხლსა მისსა და როსპიკნი იბანნეს სისხლსა მას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა ელიასითა.

39 და ნეშტნი სიტყუათა აქაბისთანი და ყოველი, რაცა ქმნა და სახლი იგი პილოსძვალისა, რომელი ქმნა, და ყოველნი იგი ქალაქნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.

40 და დაიძინა აქაბ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.

41 და იოსაფატ, ძე ასასი, მეფობდა ზედა იუდასა წელსა მეოთხესა აქაბ მეფისა ისრაჱლისა.

42 და ოცდა ათხუთმეტისა წლისა იყო იოსაფატ დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ასუბა, ასული სალსალასი.

43 და ვიდოდა ყოველთა გზათა ასას, მამისა თჳსისათა და არა გარდააქცია მათგან და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა.

44 გარნა მაღალნი იგი, რამეთუ მოსპნა; ერი იგი უზორვიდავე და უკმევდა საკუმეველსა ზედა მაღალთა მათ.

45 და მშვდობაჲ იყო შორის იოსაფატისა და მეფისა მიმართ ისრაჱლისა.

46 და ნეშტნი სიტყუათა იოსაფატისთანი და ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასათა.

47 და შეწირულნი, რომელ დაშთომილ იყუნეს დღეთა მათ მამისა მისისათა, მოსპნა ქუეყანით.

48 და მეფე არა დგა ედომს დამტკიცებულად.

49 და მეფემან იოსაფატ ქმნნა ნავნი მიმავალნი თარსით და სოფირად, რომელთა მოაქუნდა ოქრო და არღარა ვიდოდეს, რამეთუ დაიმუსრნეს ნავნი იგი გასიონ გაბერს.

50 მიერ ჟამსა ჰრქუა ოქოზია, ძემან აქაბისამან, იოსაფატს: მოვიდენ მონანი შენნი მონათა ჩუენთა თანა და ნავნი შენნი ნავთა ჩემთა თანა და არა ინება იოსაფატ.

51 და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.

52 და ოქოზია, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეჩჳდმეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასასა, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორ წელ.

53 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა აქაბის, მამისა თჳსისათა, და გზათა იეზაბელის, დედისა თჳსისათა, სახლისა მის იორობოამისა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი,

54 და ამონა კერპთა მათ, თაყუანი-სცა მათ და განარისხა უფალი ღმერთი ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ წინანდელთა მისთა.

<< ← Prev Top Next >>