ბიბლია, მესამე მეფეთა, თავი 20. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10311&pid=13&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და ძემან ადერისმან, მეფემან ასურასტანისამან, შეიკრიბა ყოველი ერი თჳსი და მოვიდა და გარემოადგა სამარიასა და ოცდაათორმეტნი მეფენი მის თანა და ყოველნი საჴედარნი მის თანა და ეტლნი. და წარვიდეს სამარიად და ბრძოდეს მას.

2 და წარავლინნა მის თანა მოციქულნი აქაბ მეფისა ისრაჱლისა ქალაქსა ამას.

3 და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ძე ადერისი: ვეცხლი შენი და ოქრო შენი თჳთ ჩემი არს და ცოლნი შენნი და შვილნი ქმნულკეთილნი თჳთ ჩემნი არიან.

4 მიუგო მეფემან ისრაჱლთამან და ჰრქუა: ვითარცა სთქუ, უფალო ჩემო, მეფე, შენი ვარ მე და ყოველივე ჩემი შენი არს.

5 და მიიქცეს მოციქულნი იგი, მიუთხრეს და მოიქცეს აქაბისავე და ჰრქუეს: ესრე იტყჳს ძე ადერისი: მე მივავლინე, რათამცა ვეცხლი შენი და ოქრო შენი და ცოლნი შენნი, შვილნი შენნი მომიძღვანნე.

6 ხოლო ხვალე ამასვე ჟამსა მივავლინნე მონანი ჩემნი და აღიხილონ სახლი შენი და სახლნი მონათა შენთანი, და იყოს, რა სათნო-უჩნდეს წინაშე თუალთა მათთა, მიჰყონ ჴელნი თჳსნი და მოიღონ.

7 და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქუეყანისათა და ჰრქუა: უწყოდეთ, რამეთუ ძჳრსა რასმე ეძიებს იგი და მოავლინა ჩემდა ძეთა ჩემთათჳს და ასულთა ჩემთათჳს, რამეთუ ვეცხლი ჩემი და ოქრო ჩემი არა დავაყენე მისგან.

8 ჰრქუეს მას მოხუცებულთა და ყოველმან ერმან: ნუ ისმენ და ნუცა თავსა იდებ.

9 და ჰრქუა მოციქულთა მათ ძისა ადერისათა: არქუთ უფალსა მას თქუენსა მეფესა: ყოველივე, რა მარქუ მონასა შენსა, ვყო პირველსა მას ჯერსა, ხოლო ეგე სიტყუაჲ ვერა ვყო. და მიიქცეს კაცნი იგი და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი.

10 და მიავლინა მისა ძემან ადერისამან და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა მათ ჩემთა, და ესე და ესე შემძინონ, უკუეთუ ეყოს მიწა ქუეყანისა შენისა ჴელთა ერისა ჩემისა მკურცხლისათა.

11 მიუგო მეფემან ისრაჱლისამან და ჰრქუა: კმა არს, აწ ნუღარა იქადინ მღუნავი იგი, ვითარცა მართალი.

12 და იყო, ვითარცა მიუგო მას სიტყუაჲ ესე და იგი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და ყოველნი იგი მეფენი მის თანა კარავსა შინა, ჰრქუა მონათა თჳსთა: მოადგთ პატნეზი! და მოადგეს პატნეზი გარემო ქალაქსა მას.

13 და, აჰა, წინაწარმეტყუელი ერთი მივიდა აქაბ მეფისა ისრაჱლისა და ჰრქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: იხილე აწ დიდი ესე ამბოხი და, აჰა, მე მივსცნე იგინი ჴელთა შენთა დღეს და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.

14 და თქუა აქაბ: რათამე? და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ყრმებითა სოფლისა მის მთავართათა. და ჰრქუა აქაბ: ვინ მიეტეოს პირველ ღუაწლსა ამას?

15 და ჰრქუა: შენ აღრაცხენ მონანი იგი მთავართანი! და იპოვნეს ორასოცდაათ. და მერმე აღრაცხნა ყოველი იგი ერი და ყოველნი ძენი ძლიერებისანი და იყუნეს შჳდ ათას.

16 და განვიდეს შუა სამხრის ოდენ და ძე იგი ადერისი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და დამთურალ სოკქოთს, იგი თავადი და ათორმეტნი მეფენი, შემწენი მისნი.

17 და განვიდეს პირველ ყრმანი იგი მთავართა მათ სოფლებისათანი და უთხრეს ძესა ადერისსა და ჰრქუეს, ვითარმედ: კაცნი გამოვიდეს სამარიათ.

18 და ჰრქუა მათ: მშჳდობით თუ გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი, და თუ ბრძოლად გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი.

19 და განვიდეს ქალაქისა მისგან ყრმები მთავართა მათ სოფლებისათა, და ერი იგი შეუდგა მათ.

20 და სცეს თჳთეულად, ვისცა შეემთხუეოდეს. და სივლტოლად იქცეს ასურასტანელნი იგი ისრაიტელთა მათგან და განერა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, აღმჴედრებული სამითა მჴედრითა.

21 და გამოვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და დააყარა ეტლები მათი და საჴედარნი მათნი და დასცა ასურასტანელნი იგი დაცემითა დიდითა.

22 (და მივიდა წინაწარმეტყუელი მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა მას: განძლიერდი და უწყოდე და იხილე, რა ყო. რამეთუ შემდგომად ამის წელიწდისა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, გამოსლვად არს შენ ზედა).

23 და მონანი მეფისა მის ასურასტანელისანი ეტყჳან მას: ღმერთი მთათა არს ღმერთი იგი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა, და მისთჳს გუძლეს ჩუენ; უკუეთუ ვეწყუნეთ მათ, ადვილცა ვსძლოთ მათ.

24 და აწ ყო მსგავსად სიტყჳსა ამის: გარდაადგინენ მეფენი ეგე ადგილით თჳსით და დაადგინენ მათ წილ მთავარნი.

25 და აღგედგინოს შენ ერი ერისა ამის წილ, რომელ განგეჴვა შენ და საჴედარნი საჴედართა მათ წილ და ეტლნი ეტლთა მათ წილ და სცე მათ ბრძოლად ველსა, სძლო მას. და მიერჩდა ჴმასა მისსა. და ყო ეგრე.

26 და იყო შემდგომად მის წლისა ახილვა-ყო ძემან ადერისამან ასურასტანისა და გამოვიდა აფეკად წყობად ისრაჱლისა.

27 და ძეთა მათ ისრაჱლისათა ახილვა-ყვეს და განგუნდნეს ორგან და მიეგებოდეს წინა მათსა ბრძოლად და ძენი იგი ისრაჱლისანი იყუნეს წინა მათსა, ვითარცა ორნი სამწყსონი თხათანი, ხოლო ასურთა მათ აღავსეს ქუეყანა იგი.

28 და მივიდა კაცი იგი ღმრთისა და ჰრქუა მეფესა ისრაჱლისასა: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, რამეთუ თქუეს ასურთა მათ, ვითარმედ: ღმერთი მთათა არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა. მე მიგცე დღე იგი დიდი ჴელთა შენთა და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.

29 და დაიბანაკეს მათ პირისპირ მთასა შჳდ დღე. და იყო, შემდგომად შჳდისა მის დღისა განეწყუნეს ბრძოლად და დასცა ისრაჱლმან ასურასტანელთა მათ ასი ათასი მკჳრცხლთა ერთსა შინა დღესა.

30 და ნეშტნი იგი მიივლტოდეს აფეკად, ქალაქსა თჳსსა, და დაეცა ზღუდე იგი ოცდაშჳდი ათასთა მათ ზედა კაცთა ნეშტთა და ძე იგი ადერისი ივლტოდა და შეივლტოდა სახიდ თჳსა სენაკით სენაკად.

31 და ჰრქუეს მონათა მათ თჳსთა. აჰა, ესერა, უწყით, რამეთუ მეფენი სახლისა მის ისრაჱლისანი მოწყალენი არიან. აწ შთავიცვათ ძაძა და მოვიდვათ საბელი თავსა და განვიდეთ მეფისა მის ისრაჱლისა, გან-ხოლო-თუ-არინნეს თავნი ჩუენნი.

32 და შთაიცვეს ძაძა და მოიდვეს საბელი თავსა თჳსსა და ჰრქუეს მეფესა მას ისრაჱლისასა: მონა შენი, ძე ადერისი. ესრეთ იტყჳს: ცხოვნდინ თავი ჩემი და ჰრქუა აქაბ: ცოცხალღა თუ არს? ძმა ჩემი არს.

33 და კაცთა მათ დაიზმნეს და გულისხმა-ყვეს და მოისმინეს სიტყუაჲ პირისაგან მისისა და ჰრქუეს: ძმა შენი, ძე ადერისი, აქა არს. და ჰრქუა აქაბ: შევედით, გამოიყვანეთ იგი. და გამოვიდა მისა ძე ადერისი და აღსვა იგი ეტლთა მათ მისთა თანა.

34 და ჰრქუა: ქალაქნი იგი დაიპყრნა მამამან ჩემმან მამისაგან შენისა, კუალად გააგო შენდავე და დასდვა ხარკი დამასკესა, ვითარცა დასდვა მამამან ჩემმან ხარკი სამარიას და მე აღთქმა-ვყო შენ თანა და დავდვა აღთქმა მის თანა. და განუტევა იგი და წარვიდა.

35 და კაცმან ერთმან ძეთა მათ წინაწარმეტყუელთაგანმან ჰრქვა მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უფლისათა: მომკალ მე და არა ინება მან მოკლვად მისა.

36 ხოლო ჰრქუა მას: ამისთჳს, რამეთუ არა ისმინე ჴმაჲ უფლისა, აჰა, ვითარცა წარხჳდე ჩემგან, განგბძაროს შენ ლომმან. და ვითარცა წარვიდა იგი მისგან, პოვა იგი ლომმან და მოკლა იგი.

37 და მიემთხჳა მას სხუაჲ კაცი და ჰრქუა მას: მომკალ მე და დასცა მას კაცმან მან და დალეწა.

38 და მოვიდა წინაწარმეტყუელი და დადგა წინაშე მეფისა მის გზასა ზედა და დაიხურნა თუალნი თჳსნი.

39 და იყო, ვითარცა წარმოვიდოდა მეფე და მან ღაღად-ყო მეფისა მიმართ და თქუა: მონა შენი განვიდა ერსა თანა ღუაწლსა და, აჰა, კაცმან ერთმან მოიყვანა ჩემდა კაცი და მრქვა: დამიმარხე კაცი ეგე, უკუეთუ განრინებით განგერეს, იყოს თავი შენი თავისა მისისა წილ, ანუ ტალანტი ერთი ვეცხლისა მომიწონო მე.

40 და იყო ვიდრე მონა შენი იქი და აქა, ვხედევდ და იგი არა უწყი, ვიდრე ჴდა. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მას: აჰა, შენცა სტყუი ჩემდა მომართ, მო-სამე-ჰკალ.

41 და ისწრაფა და უკანაიჴადა საბურველი იგი თუალთაგან მისთა. და იცნა იგი მეფემან ისრაჱლისამან, ვითარმედ წინაწარმეტყუელთაგანი არს იგი.

42 და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განუტევე შენ კაცი წინაწარმეტყუელი ჴელთაგან შენთა, იყავნ თავი შენი თავისა მისისა წილ და ერი შენი ერისა მისისა წილ.

43 და წარვიდა მეფე ისრაჱლისა სახიდ თჳსა მწუხარე და დაჴსნილი და მივიდა სამარიად.

<< ← Prev Top Next → >>