ბიბლია, მესამე მეფეთა, თავი 14. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10305&pid=13&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 მას ჟამსა დასნეულდა აბია, ძე იერობუამისა.

2 და ჰრქვა იერობუამ ცოლსა მას თჳსსა: უცნაურ იყავნ თავი შენი და ნუმცა ვინ გიცნობს შენ, ვითარმედ ცოლი იერობუამისი ხარ, და მიხჳდე სელომად და, აჰა, მუნ არს აქია წინაწარმეტყუელი, იგი იტყოდა ჩემთჳს მეფედ ზედა ერსა ამასა.

3 და მიართუ კაცსა მას ღმრთისასა პურნი და კვერნი ყრმათა მისთა და სკიჭი და სტამნითა თაფლი, და მიხჳდე მისა და გითხრას შენ, რა ყოფად არს ყრმისა მაგისთჳს.

4 და ყო ეგრე ცოლმან მან იერობუამისმან და აღდგა და წარვიდა სელომად და შევიდა სახლსა მას აქიასასა. და კაცი იგი მაშურალ იყო სიბერითა და თუალნი მისნი დამძიმებულ.

5 და ჰრქუა უფალმან აქიას: აჰა, ცოლი იერობუამისი მოვალს კითხვად შენდა ძისა თჳსისათჳს, რამეთუ სნეულ არს ესე და ესე ჰრქუა მას.

6 და იყო, შესლვასა მას მისსა და თავი უცნაურ-ყო, და იყო, ვითარცა ესმა აქიასა განხმა კართა და ბგერა ფერჴთა მისთა შესლვასა მას მისთა და თქუა: შემოვიდა ცოლი იერობუამისა. რა არს ეგე, რამეთუ უცნაურქმნილ ხარ და მე მოვლინებულ ვარ შენდა სიფიცხლით?

7 მივედ და არქუ იერობუამს: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ შორის ერსა მაგას და მიგეც შენ წინამძღუარად ერსა მაგას ჩემსა ისრაჱლსა.

8 და განვხეთქე მეფობაჲ ეგე სახლისაგან დავითისა, მიგეც შენ და არა იქმენ, ვითარცა მონა ჩემი დავით, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და შემიდგა ყოვლითა გულითა თჳსითა ყოფად სამართალი წინაშე ჩემსა.

9 და განსძვინდი უფროს ყოველთასა, რომელ იყუნეს წინა შენსა და იქმნენ შენსა ღმერთნი უცხონი დასხმითნი განსარისხებელად ჩემდა და მე განმიშორენ პირისაგან შენისა.

10 ამისთჳს მოვავლინო მე ძჳრი ზედა სახლსა მას იერობუამისსა და მოვსპო იერობუამისი, რომელი აფსმიდეს კედელსა, შეღრეკილ და დაჴსნილ შორის ისრაჱლისა და შევკრიბო შემდგომად სახლისა მის იერობუამისი, ვითარცა ვინ შეკრების ნაგევი ვიდრე მოსრულებადმდე მისა.

11 მძორები იერობუამისი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მკუდარნი ველთა შეჭამნენ ფრინველთა ცისათა, რამეთუ უფალი იტყოდა.

12 და შენ აღდეგ და წარვედ სახიდ შენდა და შესლვასა ოდენ შენსა ქალაქად მოკუედინ ყრმა იგი.

13 და იტყებედ იგი ყოველმან ისრაჱლმან და დაფლედ იგი, რამეთუ იგი ხოლო იერობუამისი დაიდვის სამარესა, რამეთუ იპოვა მის თანა სიტყუაჲ კეთილი უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა სახლსა იერობუამისსა.

14 და აღადგინოს უფალმან თჳსა მეფედ ზედა ისრაჱლსა, რომელმან დასცეს სახლი იერობუამისი მას დღესა შინა.

15 და აწ რადღამე დასცეს უფალმან ისრაჱლი? რამეთუ ირყევის ვითარცა ლერწამი წყალსა და აღჴვარდოს უფალმან ისრაჱლი ქუეყანისა ამისგან შვებისა, რომელ მისცა მამათა მათთა და განიქარვნეს იგინი წიაღ მდინარესა მას ამისთჳს, რამეთუ იქმნეს თჳსა მაღალნი განსარისხებელად უფლისა.

16 და მისცეს უფალმან ისრაჱლი ცოდვათათჳს იერობუამისთა, რომელ ცოდა, და აცოდვა ისრაჱლი.

17 და აღდგა ცოლი იერობუამისი და წარვიდა სარირად. და იყო, ვითარცა შევიდოდა ბჭეთა მათ ტაძრისათა, მოკუდა ყრმა იგი.

18 და იტყებდეს იგი და დაფლეს იგი ყოველმან ისრაჱლმან მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია წინაწარმეტყუელისათა.

19 და ნეშტნი სიტყუათა იერობუამისნი, რაოდენ ვის ბრძოდა, რაოდენ მეფობდა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

20 და დღენი, რაოდენ მეფობდა იერობუამ, ოცდაორ წელ. და დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და მეფობდა ნაბატ, ძე მისი, მის წილ.

21 და რობუამ, ძე სოლომონისი, მეფობდა ზედა იუდასა. ძე ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობუამ დადგომასა მას მისა მეფედ, და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან დადებად სახელი მისი მას ზედა ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, და სახელი დედისა მისისა ნაამა ამანიტელი.

22 და ქმნა რობუამ ბოროტი წინაშე უფლისა და აღიშურა ყოფად ყოველივე, რაცა ქმნეს მამათა მისთა და მსგავსად ცოდვათა მათთა, რომელ ცოდეს.

23 და აღაშენნეს მათცა თჳსა მაღალნი და მაღნარნი ზედა ყოველსა ბორცუსა მაღალსა ქუეშე ყოველს ხესა მაგრილობელსა.

24 და ზმნა იყო ქუეყანასა მათსა და ქმნეს საძაგელები ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

25 და იყო, წელსა მას მეხუთესა სუფევასა რობუამისასა აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმად.

26 და წარიღო ყოველი ფასი სახლისა მის უფლისა და ფასი სახლისა მის მეფისა და ოროლნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნა სოლომონ.

27 და ქმნა მეფემან რობუამ მის წილ ჯაჭუ-ჭური სპილენძისა და აღიღიან მთავართა მათ წინამცურვალთა, რომელნი სცვედ ბჭეთა სახლისა მეფისათა.

28 და რაჟამს შევალნ მეფე სახლსა მას უფლისასა, აღიღიან იგი წინამცურვალთა მათ და დააყრდიან იგი თავეთ წინამცურვალთასა.

29 და ნეშტნი სიტყუათა რობუამისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა.

30 და ბრძოლა იყო შორის რობუამისა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა.

31 დაიძინა რობუამ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და სახელი დედისა მისისა ნამა ამანიტელი და მეფობდა აბიუ, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>