ბიბლია, მესამე მეფეთა, თავი 11. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10302&pid=13&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და მეფე სოლომონ იყო დედათმოყუარე და მოიყვანნა ცოლნი უცხოთესლთაგან მრავალნი და ასული იგი ფარაოსი და მოაბელთა და ამანიტელთა და იდუმელთა და ასურასტანით და ქეტელთა და ამორეველთა.

2 ნათესავთა მათ, რომელთა ამცნო უფალმან ძეთა მათ ისრაჱლისათა არა შესლვად მათა და არცა მოყვანებად მათგან ცოლი, ნუუკუე განდრიკნენ გულნი თქუენნი შედგომად კვალსა კერპთა თჳსთასა, მათა მიდრკა სოლომონ და შეიყუარნა.

3 და იყუნეს მისნი ცოლნი შვიდას და ხარჭნი სამას. და განდრიკნეს ცოლთა მისთა გული მისი.

4 და იყო, ჟამსა სიბერისა სოლომონისა და ცოლთა მისთა განდრიკნეს გული მისი კვალსა ღმერთთა უცხოთასა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.

მესამე მეფეთა 11:4 - Solomon Falls Into Sin
Solomon Falls Into Sin
5 და შეუდგა სოლომონ კვალსა ასტარეთისასა საძაგელისა სიდონელთასა, კვალსა მოლოქისა საძაგელისა ძეთა ამონისთასა.

6 და ქმნა სოლომონ ბოროტი წინაშე უფლისა და არა შეუდგა უფალსა, ვითარცა დავით, მამა მისი.

7 მას ჟამსა აღაშენა სოლომონ მაღალი იგი ქამოსის, კერპისა მის მოაბელთასა, მთასა მას, პირისპირ იერუსალჱმისა და მოლოქ კერპსა მას ძეთა ამონისთასა.

8 და ესრესახედ უქმნა ყოველთა მათ ცოლთა თჳსთა უცხოთესლთაგანსა და უკმევდეს საკმეველსა და უზორვიდეს კერპთა მათ თჳსთა.

9 და განრისხნა უფალი სოლომონისთვს, რამეთუ განდრკა გული მისი უფლისაგან ღმრთისა ისრაჱლისა, რომელი ეჩუენა მას ორგზის.

10 და ამცნო მას სიტყჳსა მისთჳს ყოვლადვე არა შედგომად კვალსა ღმერთთა უცხოთესლთასა და დამარხვად და ყოფად, რომელ ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

11 და ჰრქვა უფალმან სოლომონს: მაგისთჳს, რომელ იქმნა ეგე შენ თანა და არა იმარხენ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცენ შენ, განხეთქით განვხეთქო მეფობა შენი ჴელთაგან შენისა და მივსცე ეგე მონასა შენსა.

12 ხოლო დღეთა შენთა არა ვყო ესე დავითისათჳს, მამისა შენისა, არამედ ჴელისაგან ძისა შენისა მოვიღო ეგე.

13 ხოლო არა თუ ყოველი ეგე მეფობა აღვიღო, არამედ ნაწილი ერთი მივსცე ძესა შენსა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე.

14 და აღუდგინა უფალმან მჴდომი სოლომონს ადერი იდუმელი, რომელი-იგი იყო ნათესავისა მისგან მეფეთა იდუმელთასა. 15. და იყო, რაჟამს მოსრვიდა დავით იდუმელსა მისლვასა მას იოაბისასა, ერისთავისა მისისა, მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმიასი.

15

16 რამეთუ ექუს თუე გარემოადგა იოაბ და ყოველი ისრაჱლი იდუმეასი. ვიდრე მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმეასა შინა.

17 და ივლტოდა ადერ და ყოველნი კაცნი იდუმელნი და მონანი მამისა მისისანი მის თანა და შევიდეს ეგჳპტედ. და ადერ ყრმა მცირე იყო.

18 და აღდგეს კაცნი ქალაქით მადიამით და მივიდეს ფარანად და თანაწარიყვანნეს კაცნი ფარანით და შთავიდეს ეგჳპტედ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და შეემთხჳა ადერ ფარაოს, და სცა მას ფარაო სახლი და განუწესა როჭიკი და სცა მას ქუეყანა.

19 და პოვა ადერ მადლი წინაშე ფარაოს და მოსცა მას ცოლად ცოლისდაჲ მისი, დაჲ თეკემენისი, უხუცესი.

20 და უშვა დამან თეკემენისამან ადერს ძე, სახელით განებათ, და განზარდა იგი თეკემენა ძეთა მათ თანა ფარაოსთა. და იყო განებათ სახლსა მას ფარაოსასა შორის ძეთა მათ ფარაოსთა.

21 და ესმა ადერს ეგჳპტეს, ვითარმედ დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და მოკუდა იოაბ, ერისთავი ერისა მისისა. ჰრქუა ფარაოს: განმიტევე მე და მივიქცე ქუეყანასა მასვე ჩემსა.

22 და ჰრქვა ფარაო ადერს: რა ნაკლულევანება არს შენდა ჩემ თანა, რამეთუ ეძიებ მისლვად ქუეყანასა მას შენსა? და ჰრქუა მას ადერ: განტევებით განმიტევე მე. და მოიქცა ადერ ქუეყანასა მას თჳსსა.

23 და აღუდგინა უფალმან სოლომონს მჴდომად ადერ იდუმელი და რაზონ, ძე ელიადათისი, რომელი-იგი ელტოდა და ადრაზარ მეფისა მისგან სუბელთასა, უფლისა თჳსისა.

24 და შეკრბეს მას ზედა კაცნი მთავარნი ერად ნეშტთა მათგანნი, რომელ მოსწყჳდნა დავით, და მივიდეს დამასკედ და დადგა ადერ მეფედ დამასკესა.

25 და იყო მჴდომ ისრაჱლისა ყოველთა დღეთა სოლომონისათა. ესე არს ძჳრი, რომელ ქმნა ადერ, და განადიდა გულისწყრომად ისრაჱლსა შორის და მეფობდა ქუეყანასა მას ედომელთასა.

26 და იერობუამ, ძე ნაბატისი, ეფათელი სარირაჲთ, სახელი დედისა მისისა სარუა, დედაკაცი ქურივი. და იგი იყო ძე დედაკაცისა მის ქურივისა, მონა სოლომონისი, და აღიღო ჴელი მისი სოლომონის ზედა.

27 და ესე სახე იყო, რომლითა-იგი აღიღო ჴელი თჳსი სოლომონ მეფისა ზედა, აღაშენა მაღალნი იგი და აღაგნა ზღუდენი იგი დავითის, მამისა მისისა.

28 და კაცი იერობუამ ძლიერ იყო ძალითა. ვითარცა იხილა იგი სოლომონ, რამეთუ კაცი საქმისა არს, დაადგინა იგი მოტჳრთეთა ზედა სახლსა მის იოსეფისასა.

29 და იყო, მას ჟამსა შინა განვიდა იერობუამ იერუსალჱმით და იხილა იგი აქია წინაწარმეტყუელმან სელონიტელმან, გან-რე-იყვანა იგი გზისა მისგან ველად. და აქია მოსილ იყო სამოსლითა ახლითა და ორნი იგი ხოლო იყუნეს ველსა მას.

30 და მიჰყო ჴელი აქია სამოსელსა მას თჳსსა ახალსა და დააპო იგი ათორმეტად ნახევად.

31 და ჰრქუა იერობუამს: მიიღე შენდად ათი ეგე ნახევი, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე განვხეთქო მეფობა იგი ჴელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

32 და ორი იგი ნაწილი იყავნ მისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა.

33 და მისთჳს, რამეთუ დამიტევა მე და თაყუანი-სცა ასტაროთს, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამოსსა, კერასა მოაბისასა, და მოლოქს, სარუვანელსა ძეთა მათ ამონისთასა, და არა შე-ვე-უდგა გზათა ჩემთა ყოფად სამართლისა წინაშე ჩემსა და ჭეშმარიტებისა და სიწრფოებისა, ვითარცა დავით, მამა მისი.

34 და არა აღვიღო ყოვლადვე მეუფება იგი ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტება ჩემი, და ჴდომით ჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

35 და აღვიღო მეუფება ჴელისაგან მისისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

36 და ძესა მისსა მივსცე ორი ნაწილი, რამეთუ ეგოს სანთელი მონისა ჩემისა დავითისი ყოველთა დღეთა წინაშე ჩემისა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოვირჩიე სახელად ჩემდა.

37 და შენ აღგიღო და მეფობდე, რომელთა ზედაცა უნდეს გულსა შენსა და იყო შენ მეფე ისრაჱლსა ზედა.

38 და იყოს, და-თუ-იმარხნე შენ ყოველნი მცნებანი ჩემნი, რომელთა გამცნებ შენ, და ხჳდოდი გზათა ჩემთა და ჰყო სამართალი წინაშე ჩემსა, ვითარცა ყო დავით, მონამან ჩემმან, და ეკრძალო მცნებათა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ვიყო შენ თანა და გიშენო შენ სახლი სარწმუნო, ვითარცა უშენე დავითს, და მიგცე შენ ისრაჱლი.

39 და ვაჭირო ნათესავსა მას დავითისსა ამისთჳს, ხოლო არა ყოველთა დღეთა.

40 და ეძიებდა სოლომონ მოკლვად იერობუამს, და აღდგა იერობუამ და ივლტოდა ეგჳპტედ სუსაკიმო მეფისა მის ეგჳპტელთასა და იყო ეგჳპტეს ვიდრე სიკუდიმდე სოლომონისა.

41 და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთანი და ყოველივე, რა ქმნა და ყოველი სიბრძნე მისი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა სოლომონისთასა.

42 და რიცხჳ დღეთა მეფობისა სოლომონისთა იერუსალჱმსა ზედა ყოველსა ისრაჱლსა ორმეოც წელ.

43 და დაიძინა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა მას დავითის, მამისა თჳსისასა, და მეფობდა რობუამ, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>