ბიბლია, მესამე მეფეთა, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10300&pid=13&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ შენება ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ყოვლისა მის ქმნილებისა, რომელ ინება სოლომონ მიღებად,

2 და ვითარცა-იგი გამოეცხადა უფალი სოლომონს მეორედ, ვითარცა-იგი გამოეცხადა მას გაბაონს,

3 და ჰრქუა მას უფალმან: ვისმინე ჴმისა შენისა ლოცვათა შენთა და თხოვათა შენთა, რომელ ითხოვე წინაშე ჩემსა, ვყავ შენთჳს მსგავსად ყოვლისა ლოცვისა შენისა, განვსწმინდე ტაძარი ეგე, რომელ აღაშენე დადებად სახელი ჩემი მას ზედა უკუნისამდე და იყუნედ თუალნი ჩემნი და გული ჩემი მას შინა ყოველთა დღეთა.

4 და შენ ხჳდოდი თუ წინაშე ჩემსა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, სიწმიდითა გულისათა და სიწრფოებითა ყოფად ყოველივე, რაჲცა ვამცენ მას ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიმარხენ.

5 და აღუმართო საყდარი სუფევისა შენისა ზედა იერუსალჱმსა უკუნისამდი, ვითარცა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა, და ვთქუა: არ მოაკლდეს შენი კაცი წინამძღურად ისრაჱლსა.

6 უკუეთუ უკუნქცევით უკუნიქცე, თქუენ და შვილნი თქუენნი ჩემგან და არა დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი, რომელ მოგცნა მოსემ წინაშე თქუენსა, მიხჳდეთ და მონოთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცეთ მათ,

7 აღვიღო ისრაჱლი ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ, და სახლი ეგე, რომელ განვწმიდე სახელისა ჩემისათჳს, განვაგდო პირისაგან ჩემისა და იყოს ისრაჱლი განსარყუნელ და სასიტყუჱლ ყოველთა ერთა.

8 და ტაძარსა მაგას მაღლად ქმნულსა ყოველნი, რომელნი გარეწარვიდოდიან, დაუკჳრდეს და ისტჳნონ და თქუან: რასმე ეგრე უყო უფალმან ამას ქუეყანასა და ტაძარსა ამას?

9 და თქუან: ამისთჳს, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მათი, რომელმან გამოიყვანნა მამანი მათნი ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისასა, და შეუდგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცეს მათ და მონეს მათ. ამისთჳს მოავლინა უფალმან მათ ზედა ყოველი ძჳრი (მას ჟამსა გამოიყვანა სოლომონ ასული იგი ფარაოსი ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი აშენა თავისა თჳსისა).

10 და იყო, მათ დღეთა შინა ოცსა წელსა აღაშენა სოლომონ ორნი იგი ტაძარნი: ტაძარი იგი უფლისა და ტაძარი იგი მეფისა.

11 და ქირამ, მეფე ტჳროსისი, შეეწეოდა სოლომონს ძელითა ფიჭუთა და ძელითა ნაძუთა და ოქროთა და ყოვლითავე, რაც ნება იყო მისა. მას ჟამსა სცა მეფემან სოლომონ ქირამს ოცი ქალაქი გალილეისა.

12 და განვიდა ქირამ ტჳროსით და მივიდა გალილეად ხილვად ქალაქთა მათ, რომელნი მისცნა მას სოლომონ და არა სთნდეს მას.

13 და თქუა: რა არიან ქალაქნი ესე, რომელ მომცენ მე, ძმაო? და უწოდა მათ საზღვარი მოდღენდელად დღემდე.

14 მოართვა ქირამ სოლომონს ას და ოცი სასწორი ოქროსა.

15 ესე არს ხარკი, რომელსა მოჰჴდიდა მეფე საშენებელად ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისასა და მელონისა და მაღალთა მათ და აღადგინა ზღუდენი იგი დარღუეულნი ქალაქისა მის დავითისანი, ასური და მაიდანი და ზღუდე იგი იერუსალჱმისა და ესერი და მაგედონი და გაზერი.

16 ფარაო, მეფე ეგჳპტელთა, გამოვიდა, წარტყუენა გაზერი და მოწვა იგი ცეცხლითა და ქანანელი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო ქალაქსა მას, მოსრა და მისცა იგი ზითვად ასულსა თჳსსა, ცოლსა მას სოლომონისასა.

17 და აღაშენა სოლომონ გაზერი და ბეთრონი ქვენა.

18 და ბალათი და დერმოთი, უდაბნო იგიცა და შენიცა,

19 ყოველნი ქალაქნი სამკჳდრებელად, რომელ იყუნეს სოლომონისა, და ქალაქნი მეეტლეთანი და მეცხენეთანი და ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა იერუსალჱმს, და ლიბანეს და ყოველსა მას ქუეყანასა.

20 ჰრიდა ყოველსა მას ნათესავსა დაშთომილსა ამორეველისასა და ქეტელისასა და ფერეზელისასა და ეველისასა და ქანანელსა და იებოსელისასა და გერგესეველისასა, რომელნი არა იყუნეს ძეთა მათგან ისრაჱლისათა.

21 ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქვეყანა- სა მას, რომელთა ვერ შეუძლეს ძეთა მათ ისრაჱლისათა მოსრვად მათა და შეადგინნა იგინი სოლომონ ხარკსა მონებისასა მოდღენდელად დღემდე.

22 და ძენი იგი ისრაჱლისანი არა შეადგინნა სოლომონ ხარკსა მძიმესა, რამეთუ კაცნი მოღუაწენი იყუნეს და მონა მისა და წინამღუარნი მისნი ძენი მათგან აღჭურვილნი და მჴედარნი.

23 და ესე იყუნეს მთავარნი, რომელნი დაედგინნეს ზედა, რიმელნი იქმოდეს საქმესა მას სოლომონისასა ხუთასერგასისი, რომელთა აქუნდათ საქმარნი.

24 ხოლო ასული იგი ფარაოსი განვიდა ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი უშენა მას ჟამსა, რომელ აღაშენა მელონი.

25 და შეწიროს სოლომონ სამგზის წელიწადსა მგურგულიადდასაწველნი და სამშჳდებელნი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ უშენა უფალსა, და უკმევდა საკუმეველთა წინაშე უფლისა და აღასრულა საქმე ტაძრისა მის.

26 და ქმნა ნავი მეფემან სოლომონ გასიონგაბერს, რომელი-იგი იყო მახლობელად ევლათს, კიდესა შემდგომისა მის ზღჳსასა, და ქვეყანასა მას იდუმისასა.

27 წარავლინა ქირამ ნავსა მას თანა მონათა თჳსთაგანნი მენავენი ჴელოვანნი ნავისმსახურნი ზღუასა შინა მონათა მათ თანა სოლომონისათა.

28 და მივიდეს სოფერად და წარმოიღეს მიერ ოქრო ოთხას და ოცი ტალანტი და მოართვეს მეფესა სოლომონს.

<< ← Prev Top Next → >>