1 და იყო, წელსა მას ოთხას და მეორმოცესა შემდგომად გამოსლვისა მის ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ვგჳპტით, წელსა მეოთხესა თთვესა მეორესა, სუფევასა სოლომონ მეფისასა ისრაჱლსა ზედა, იწყო საქმედ ტაძრისა მის უფლისა.
2 და ტაძარი იგი, რომელ აღუშენა სოლომონ მეფემან უფალსა, სამეოც წყრთა - სიგრძე მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მის ტაძრისა.
3 და კამარა ერთ პირისპირ მის ტაძრისასა - ოც წყრთა, სიმაღლე მის სწორად სიმაღლისა მის ტაძრისა, და ათ წყრთა - სივრცე მისი პირისპირ ტაძრისა მის და აღქმნა და აღასრულა ტაძარი იგი.
4 და უქმნნა ტაძარსა მას სარკმელნი კანკლედნი და ფრიალნი.
5 და მოადგა არდაბაგი გარემო ზღუდესა მას მის ტაძრისასა და დაბირსა და მოაქმნა კედლისკედელ გარემო კედელთა მათ.
6 კედელი იგი შინაგანი - ხუთ წყრთა სივრცე მისი, და კედელი იგი მეორე - ექუს წყრთა - სივრცე მისი და მესამისა მის - შჳდ წყრთა - სივრცე მისი და განამარტა მოტიხურით გარემო ზღუდეთა მათ ტაძრისათა, რათა არა ევნებოდის კედელთა მის ტაძრისათა.
7 და აღიშენა ტაძარი იგი ქვითა უთლელითა და ჴმაჲ ჭურჭლისა და რკინისა ყოვლადვე არა ისმა შენებასა მის ტაძრისასა.
8 და ბჭე გუერდით შინაგან მარჯუენით მჴარსა მას მის ტაძრისასა და აღსავალი მისი გარემოთ საშუალადმდე საშუალითგან ვიდრე მესამედ სართულადმდე.
9 და აღქმნა ტაძარი იგი და აღასრულა და განარჩუნა ტაძარი იგი ფიცრითა შედგმულითა და ძელითა ფიჭვისათა.
10 და აღაშენა კედელთა მათ თანა მის ტაძრისათა სვეტებს ქვეშე კამარათა მათ ხუთ წყრთა სიმაღლით და აღრჩუნნა სუეტნი იგი ძელითა ფიჭვისათა.
11 და იყო სიტყუაჲ უფლისა სოლომონის მიმართ და თქუა:
12 სახლსა მაგას, რომელსა მიშენებ მე, უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდი და სამართალნი ჩემნი ჰყვნე და დაიცვნე ყოველნი მცნებანი ჩემნი სლვად მათ შინა, და დავამტკიცნე სიტყუანი ჩემნი შენ თანა, რომელსა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა.
13 და დავემკჳდრო შორის ძეთა ისრაჱლისათა და არა უგულებელს-ვყო ერი ჩემი ისრაჱლი.
14 და ქმნა სოლომონ ტაძარი იგი და აღასრულა.
Solomon Builds Temple 15 და აღრჩუნნა კედელნი იგი მის ტაძრისანი ძელითა ფიჭჳსათა იატაკითგან ვიდრე თავამდე და ვიდრე მოსლებამდე და მორჩუნა ძელითა შინათგან და განრჩუნა შინაგანი გუერდი ერთი ტაძრისა მის ძელითა ნაძჳსათა.
16 და შემოაქნა ტაძარსა მას გუერდი ერთი, ოც წყრთა სიმაღლე მისი იატაკითგან ვიდრე მოსლამდე, და შემოაქნა კედელი იგი დაბირსა წმიდასა მას წმიდათასა.
17 ორმეოც წყრთა იყო ტაძარი იგი შინაგანი.
18 და განრჩუნა ტაძარი იგი შინაგანი ძელითა ფიჭჳსათა, კამარები მისნი და სვეტნი მისნი გამოქანდაკებულნი ყოველი ძელითა ფიჭუთა და არა ჩნდა ქვა
19 პირისპირ დაბირისა შორის ტაძარსა მას შინაგან და განმზადა მუნ ადგილი დასადგმელი კიდობნისა მის აღთქმისა უფლისა.
20 და პირსპირ დაბირსა - ოც წყრთა სიგრძო მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მისი, და განრჩუნა იგი ოქროთა მყარითა და ქმნა საკურთხეველი ძელისაგან ფიჭჳსა.
21 და განრჩუნა სოლომონ ტაძარი იგი შინაგან ოქროთა რჩეულითა და დამსჭვალა ოქროსა სამშჭულებითა პირისპირ დაბირისა და შემოსა იგი ოქროთა.
22 და ყოველსა მას ტაძარსა შესცხო თქრო და შინაგან დაბირსა მას ქმნნა პეპელნი ოქროსანი.
23 და ქმნნა შინაგან დაბირსა მას ორნი ქერობინნი ძელისა ურთხელისაგან, ათ წყრთით სწორად სიდიდე მისი.
24 ხუთ წყრთა ერთი ფრთე მისი, ხუთ წყრთა მეორე ფრთე მისი და ათ წყრთა ფრთით ფრთედ ფრთეთა მისთა,
25 ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა ერთითა სწორითა ერთ სწორება ქერობინთა მათ.
26 და სიმაღლე ერთისა მის ქერობინისა ათ წყრთა, ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა.
27 და დადგნა ორნივე იგი ქერობინნი საშუალ ტაძარსა მას შინაგანსა და განუფინნა ფრთენი მათნი და მისწუდებოდა ფრთე ერთისა მის ქერობინისა ერთკერძო კედელსა მის ტაძრისასა და მისწუდებოდა ფრთე ქერობინისა მის მეორისა კედელსა მას მეორესა და ფრთენი მათნი საშუალ ტაძარსა მას შესწორდებოდეს ერთიერთსა ფრთე ფრთესა.
28 და შემოსნა ქერობინნი იგი ოქროთა.
29 და ყოველნი კედელნი ტაძრისანი მის გარემოს ქანდაკებით მოწერნა ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და გამოხატულნი სახილველნი შინაგან და გარეშე ქერობინთა მათ.
30 და იატაკი ტაძრისა მის შინაგანისა და გარეშისა მორჩუნა ოქროთა.
31 და კარები დაბირისა მისი ქმნა ძელისაგან ღვივის და ზღურბლნი მისნი ხუთნაკეცითა.
32 და ორნი კარნი ძელთაგან ნაძჳსათა და ქანდაკნი და ჭედილნი ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსნა იგინი ოქროთა და მოძერწა გარემოს ქერობინთა მათ და დანაკისკუდთა ოქრო.
33 ეგრევე სახედ აქმნა ბჭეთა მათ ტაძრისათა ზღრუბლნი ოთხნაკეცად ძელთაგან ღვივისათა,
34 და ორნივე იგი ბჭენი ძელთაგან ნაძუთასა ორკერძო განღებით და ქსულნი მათნი იმერ-ამიერ.
35 და ბჭე იგი მეორე გარემოქცევით და ქანდაკნი ბჭეთანი მათ ქერობინისსახედ და დანიკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსა ოქროთა მოძერწვით გარემოს ქმნულება იგი.
36 და აღაშენა ეზო იგი შინაგანი სამნაკეცად და მოფეტნა ძელითა ფიჭჳსათა.
37 წელსა მას მეოთხესა და დადვა საძირკველი ტაძრისა მის უფლისა თთვესა მას იუსსა წელსა მას მეათერთმეტესა სუფევისა თვისისასა თვესა მას იბულს (რამეთუ იგი არს თვე მერვე). აღესრულა ტაძარი იგი მსგავსად ყოვლისა სიტყჳსა მისისა და მსგავსად ყოვლისა განგებისა მისისა და აღასრულა ტაძარი იგი შვიდსა წელსა.
38 |