1 და იყო მეფე სოლომონ მეფედ ისრაჱლსა ზედა.
2 და ესე არიან მთავარნი მისნი: აზარა, ძე სადუკისი, მღდელისა,
3 ელიაბ და აქია, ძენი სისასნი, მწიგნობარნი, და იოსაფატ, ძე აქილიდისი, ზედამდგომელი მოსაჴსენებელთა.
4 და ბანეა, ძე იოადისი, სპასპეტი, და სადუკ და აბიათარ-მღდელნი.
5 და აზარია, ძე ნათანისი, ზედა საქმისა მაწვეველად და ზაბოთ, ძე ნათანისი, მღდელი-საყუარელი მეფისა.
6 და აქიელ, მოღუაწე და ელიაბ, ძე იოასი, ერსა ზედა და ადონირამ, ძე ედრამისი, - ხარკთა ზედა.
7 და დაედგინნეს სოლომონს ათორმეტნი მბრძანებელნი ისრაჱლსა ზედა მოღუაწედ და წინამძღუარად და როჭიკისა მიმცემელად სახლსა მას სამეუფოსა, რომელთა ხუდის წელიწადსა შინა როჭიკისა მიცემა თჳთო თჳთოს თვესა მას.
8 ესე არიან სახელები მათი: ბენიამენ, ძე იოვრასი, მთისაგან ეფრემისა,
9 ძე რექაბისი მაქმასს და ზალამინს და ბეთსამუს და ედომს ვიდრე ბეთნამდე.
10 იაქირ, ძე ექორებისი, ბეთნამს, ლუზას და ამექსას და ფარაქიმს, ანადაბს და მათსასას და ფატის კაცი ერთი, რომლისა ტაბაათ, ასული სოლომონისი, იყო ცოლად მისა.
11
12 ბაქსას, ძე აქაბისი, ეთამას და მაგედონს და ყოველთა მათ მკჳდრთა სასართანისათა ქვე აღეზრაესსა ბეთსანითგან ვიდრე აბელაულამდე და მაებერდამდე.
13 ოკამ, ძე გამერისი, გალადიტელისა, მისი იგი ნაწილი რაგაბანს ბასანს, სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შეზღუდვილი და მოქლონები რვალისა.
14 აქინადაბ, ძე აქაბისი, მაქილამს.
15 აქიმაას - ნეფთალიმს, და მან მიიყვანა ბასემად, ასული სოლომონისი, ცოლად.
16 განეა, ძე ქუსისი, ქუეყანასა გალაადისასა.
17 სამაა, ძე ჰელასი, ქუეყანასა მას ბენიამენისასა.
18 გამერ, ძე სადადესი, ქუეყანასა მას გაადისასა, ქუეყანასა მას სეონისასა, მეფესა მას ზედა ესებონისასა, და ოგს, მეფესა მას ზედა ბასანისასა. და ნასიბ ქუეყანასა მას იუდასასა.
19 და იოსაფატ, ძე ფარასუქისი, ისაქარს და მსახურებდეს სოლომონ მეფესა, რომელნი დაედგინნეს ჴელმწიფენი, ყოველთავე რა განწესებულად იყო ტაბლად სამეუფოდ, კაცად-კაცადი თთუესა თჳსსა, და არა გარდააქცევდეს სიტყუასა. და ქრთილი და ბზე საჴედართათჳს და საეტლეთათჳს მოაქუნ ადგიდ, სადაცა არიან მეფე კაცად-კაცადი საბრძანებელით თჳსით.
20 და ისრაჱლი ურიცხუ იყო, ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა სიმრავლითა, ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს.
21 და სოლომონ უფლებდა შარავანდედთა მათ ზედა მდინარითგან ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა. და მოართმიდეს ძღუენსა და ჰმონებდეს სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
22 და ესე როჭიკი იყო სოლომონისი, - დღესა შინა ოცდაათი სათუელი სამინდო და ორმოცი სათუელი ფქვილი გერმაკი,
23 და ათი ზვარაკი და ოცი ფური და ასი ცხოვარი და ნადირი, ირემი და ქურციკი და რჩეულ-რჩეული მფრინველთა.
24 რამეთუ ჴელმწიფე იყო ყოველსა ზედა წიაღ მდინარით თაფსაით ვიდრე გაზადმდე ყოველსა მას მეფობასა ვიდრე წიაღ მდინარედმდე, და იყო მისა მშჳდობაჲ ყოველთაგან გარემოთა.
25 დამკჳდრებულ იყო იუდა და ისრაჱლი სასოებით კაცად-კაცადი ვენაჴსა თჳსსა და ლეღოვანსა ჭამდეს და სუმიდეს დანითგან ვიდრე ბერსაბემდე ყოველთა დღეთა სოლომონისათა.
26 და იყო სოლომონისი ორმეოც ათასი ჴრდალი საეტლეთა და ათორმეტ ათასი საჴედართა.
27
28
29 და მისცა უფალმან სოლომონს სიბრძნე და მეცნიერება დიდად ფრიად და გულისხმის-ყოფა, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.
30 და განმრავლდა სიბრძნე სოლომონისი უფროს წინანდელთა კაცთასა და უმეტეს მეცნიერთა ეგჳპტისათა.
31 და განბრძნდა უფროს ყოველთა კაცთა და უბრძენე ეთამ იზრაიტელისა და ზამბრისა და ეთამისა და ქალქაკისა და დარდაესა, ძეთა მალაისათა, და იყო სახელოვან ყოველთა თესლთა გრემოთა.
32 და თქუა სოლომონ სამ ათასი იგავი და იყუნეს ქებანი მისნი ხუთ ათას.
33 და თქუა ძელთათჳს ფიჭუთაგან ლიბანისათა მი-ჯეჯილამდე, რომელ ზღუდესა ზეცა აღმოსცენდის და თქუა პირუტყუთათჳს და ფრინველთათჳს და ქვეწარმავალთათჳს და თევზთათჳს.
34 და მოვიდეს ყოველნივე ნათესავნი სმენად სიბრძნისა მის სოლომონისა, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რომელთა ესმოდა სიბრძნე მისი. |