ბიბლია, მესამე მეფეთა, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10294&pid=13&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 დამტკიცებასა მეფობისა მის სოლომონისა, მზახობა-ყო სოლომონ ფარაოს მიმართ მეფისა მის მიმართ ეგჳპტელთასა. და მოითხოვა ასული იგი მისი და მოიყვანა ქალაქად დავითისა ვიდრე აღშენებადმდე სახლისა მის თჳსისა და ტაძრისა მის უფლისა და ზღუდისა მის გარემო იერუსალჱმისა.

2 უკმევდა ერი იგი საკმეველსა ზედა მაღალთა მათ, რამეთუ არღა შენებულ იყო ტაძარი იგი სახლისა უფლისა მიმუნდღედმდე.

3 და შეიყუარა სოლომონ უფალი სლვად მცნებათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, ხოლო მაღალთა მათ ზედა იგიცა შესწირვიდა მსხუერპლსა და უკმევდა საკუმეველსა.

4 და აღდგა, წარვიდა მეფე გაბაონად შეწირვად მუნ, რამეთუ იგი უმაღლეს და უდიდებულეს არს, და ათასი მსხუერპლი შესწირა ზედა საკურთხეველსა მას გაბაონსა.

5 და ეჩუენა უფალი სოლომონს ძილსა შინა ღამე. და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ითხოვე რა შენ თხოვა თავისა შენისა.

6 და ჰრქუა სოლომონ: შენ ჰყავ მონისა შენისა თანა, დავითის, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი, ვითარცა ვიდოდა შენ წინაშე ჭეშმარიტებით და სიმართლით და სიწრფოებითა გულისათა შენდამი, და დაუმარხე მას წყალობა ესე დიდი - დაჯდომად ძე მისი საყდარსა მისსა, ვითარცა-ესე დღეს-დღე.

7 და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეც ერსა ამას შენსა დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმა მცირე და არა ვიცი გასულა ჩემი და გამოსულა ჩემი.

8 და მონა შენი შორის ერსა შენსა არს, რომელ გამოირჩიე ერი შენი სიმართლითა ურიცხუ, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.

9 და მისცე მონასა შენსა გული გულისხმის-ყოფისა სმენად და სჯად ერისა შენისა სიმართლით, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რამეთუ ვინ არს შემძლებელ შჯად ერისა მის შენისა მძიმისა?

10 და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვა სოლომონ სიტყუაჲ ესე.

11 და ჰრქვა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე შენ სიტყუაჲ ესე ჩემგან, და არა ითხოვე თავისა შენისა დღენი მრავალნი, და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი, არამედ ითხოვე თავისა შენისა გულისხმის-ყოფაჲ სმენად სიმართლისა,

12 აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული გონიერი და ბრძენი და შენებრ არა ვინ იყო უწინარეს შენსა, და შენსა შემდგომად არა აღდგეს მსგავსი შენსა.

13 და რომელღა არა ითხოვე, მი-ვე-გცე შენ და სიმდიდრე და დიდებაჲ შენ ვითარ კაცი არა ვინ იყო მეფეთა შორის შენებრივ.

14 და უკუეთუ ხჳდოდი გზათა ჩემთა დამარხვად მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, განვაგრძნე დღენი შენნი.

15 და განიღჳძა სოლომონ და იყო ჩუენება, და აღდგა და შევიდა იერუსალჱმად. და წადგა წინაშე პირსა კიდობნისა შჯულისა უფლისა სიონს შინა და შესწირა მსხუერპლი დასამშჳდებელი და ყო სიხარული დიდი თავისა თჳსისა და ყოველთა მონათა მისთა.

16 მას ჟამსა წარმოდგეს სოლომონ მეფისა ორნი დედანი მეძავნი და დადგეს წინაშე მისა.

17 და თქუა ერთმან დედაკაცმან: ჩემდა მოიხილე, უფალო, მე და დედაკაცი ესე ვიყოფოდეთ სახლსა ერთსა და ვშევ სახლსა მას შინა.

18 და იყო, მესამესა დღესა შობითგან ჩემით შვა დედაკაცმანცა ამან ძე, და ვიყვენით სახლსა მას შინა ორნივე ჩუენ ხოლო და სხვა არა ვინ იყო ჩუენ თანა სახლსა მას.

19 და მოკუდა ძე იგი ამის დედაკაცისა ღამე, რამეთუ დააწვა მას ზედა.

20 და აღდგა შუაღამესა ოდენ და მიმპარა ყრმა იგი ჩემი მჴართაგან ჩემთა და მჴევალსა შენსა მეძინა და დააძინა უბესა თჳსსა და ყრმა იგი მისი მომკუდარი შემოაწვინა უბესა ჩემსა.

21 და აღვდეგ, რათამცა ვაწოე ყრმასა მას ჩემსა და იგი იყო მომკუდარი, და ვიხილე განთიად და არა იყო ყრმა იგი ჩემი, რომელ მეშვა მე.

22 და სხუაჲ იგი დედაკაცი ეტყოდა: არა, ესე ჩემი არს და ცოცხალ არს, მომკუდარი იგი არს შვილი შენი. და ერთმან თქუა: არა, არამედ მომკუდარი იგი შენი არს და ცოცხალი ეგე ჩემი არს.

23 და ესე წართქუეს წინაშე მეფისა და ჰრქუა მეფემან: შენ იტყჳ, ვითარმედ: შვილი ჩემი ცოცხალი ესე არს და შვილი მაგისი მომკუდარი იგი არს? და შენ იტყჳ: არა, არამედ შვილი შენი მომკუდარი იგი არს და ჩემი შვილი ცოცხალი ესე არს?

24 და თქუა მეფემან: მომართუთ მე მახჳლი! და მოიღეს მახჳლი წინაშე მეფისა.

25 და თქუა მეფემან: განკუეთეთ ყრმა იგი მწოვარი ცოცხალი ორგან და მიეცით ზოგი მისი მას და ზოგი მისი მას.

მესამე მეფეთა 3:25 - Solomon\'s Wisdom
Solomon\'s Wisdom
26 მიუგო დედაკაცმან, რომლისა იყო ყრმა იგი ცოცხალი, და ჰრქუა მეფესა (რამეთუ შეელმა მუცელი მისი ზედა შვილსა მას თჳსსა) და თქუა: ჩემდა მოიხილე, მეფე, მიეცით მაგას ყრმა იგი ცოცხალი და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ და ერთი იგი იტყოდა: ნუცამცა ჩემდა არს, ნუცა მაგისა, განკვეთეთ ორგან!

27 და მიუგო მეფემან და თქუა: მიეცით მაგას დედაკაცსა ყრმა ეგე ცოცხალი, რომელმან თქუა, ვითარმედ: ეგე მიეცით მაგას და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ, რამეთუ ეგე არს დედა მაგისი.

28 და ესმა ყოველსა ისრაჱლსა სასჯელი ესე, რომელ საჯა მეფემან, და შეეშინა ერსა მას პირისაგან მეფისა, რამეთუ იხილეს, ვითარმედ სიბრძნე ღმრთისა არს მის თანა ყოფად სიმართლისა.

<< ← Prev Top Next → >>