ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 31. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10267&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და უცხოთესლნი იგი ებრძოდეს ისრაიტელთა მათ. და ძლევასა მიეცა ისრაელი და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მბრძოლი ისრაჱლისა პირისაგან უცხოთესლთასა და დაეცნეს წყლულნი მთასა მას ზედა გელბუესა.

2 და მიიწინეს უცხოთესლნი იგი საულის ზედა და ძეთა მისთა და მოკლეს ონათან და ამინადაბ და მელქისაკე, ძენი საულისანი.

3 დამძიმდა ღუაწლი იგი საულს ზედა და ჰპოვეს იგი კაცთა მოისართა, და წყლეს იგი ძნიად, რამეთუ სცეს მას გულისეზოთა და ნესტუსა მიუწიეს.

4 და ჰრქუა საულ მენიჟაგორესა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, ნუუკუე მოვიდენ წინადაუცუეთელნი იგი და მომკლან მე, და სულთა აღმოსლვასა კიცხევით დამწერტდენ მე. და არა უნდა მემშჳლდკაპარჭესა მას მიყოფად ჴელი მისი საულისა, რამეთუ ეშინოდა ფრიად და აღმოიჴადა საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა.

პირველი მეფეთა 31:4 - Saul\'s Death
Saul\'s Death
5 ვითარცა იხილა მემშჳლდკაპარჭემან მან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, იჴადა მანცა ჴმალი თჳსი და დაეცვა და მოკუდა იგიცა მის თანა.

6 და მოკუდა საულ და სამნი ძენი მისნი და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი მის თანა და ყოველნი კაცნი მისნი ერთბამად.

7 და ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი-იგი მიერ იყუნეს ღელესა მას, და რომელნი-იგი წიაღ იყვნეს იორდანესა, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი, და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები იგი მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი, დაემკჳდრნეს მათ შინა.

8 და ხვალისაგან მოიქცეს უცხოთესლნი იგი დაძარცვად მძორებისა მის, და ჰპოვეს საულ და სამნივე ძენი მისნი მთასა მას ზედა გელბუესა.

9 განსძარცვეს სამოსელი მას, მოჰკუთეს თავი მისი და წარიღეს საჭურველი მისი და წარავლინეს მახარობელი კერპთა მიმართ მათთა და ერისა მიმართ მათისა და ყოველსა ქუეყანასა მათსა.

10 და მოიღეს საჭურველი მათი და დადვეს ბაგინსა მათსა კერპთა მათთასა, და გუამი მისი დამოჰკიდეს ზღუდესა მას ზედა ბელსანისასა.

11 ვითარცა ესმა იგი მკჳდრთა მათ იაბის გალადისთა, რა-იგი უყვეს საულს,

12 აღდგეს ყოველნი კაცნი ძლიერნი, წარვიდეს და წარმოიღეს გვამი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა, ბეთსანით და აღიხუნეს იგინი იაბის და დაწუნეს ჴორცნი მათნი ცეცხლითა.

13 ხოლო ძვალნი იგი მათნი დაფლეს ყანასა მას იაბისა და იმარხვიდეს შჳდ დღე.

<< ← Prev Top Next >>