1 აღვიდა ბოოზ ბჭეთა ზედა და დაჯდა მუნ. და, აჰა ესერა, ნათესავი იგი წარმოვიდოდა, რომლისათჳს თქუა ბოოზ. და ჰრქუა ბოოზ: მოაქციე და დაჯედ აქა საჲდუმლოო! და მოაქცია და დაჯდა მუნ.
2 და მოიყვანა ბოოზ ათი კაცი მოხუცებულთაგან ქალაქისათა და ჰრქუა მათ: დასხედით! დასხდეს.
3 და ჰრქუა ბოოზ ნათესავსა მას: ნაწილი იგი ქუეყანისაჲ მის, რომელ არს ძმისა ჩემისა ელიმელიქისი, მიეცინ ნოომინს, რომელ-იგი მოვიდა ქუეყანის მოაბისაჲთ
4 და მე ვთქუ, ვითარმედ: ვაუწყო ყურთა შენთა. და ჰრქუა მას: მოიგე ამათ წინაშე, რომელნი სხენან, და მოხუცებულთა წინაშე ერისა ჩემისათა. უკუეთუ ეშჳლები, ეშჳლე. უკუეთუ არა ეშჳლები, მითხარ მე, რათა ვცნა, რამეთუ არავინ არს შენსა გარეშე ნათესავ, და შემდგომად შენსა ვარ. ხოლო მან ჰრქუა: მე ვერ ვეშჳლო.
5 და თქუა ბოოზ: დღესა მას, რომელსა მოიგო ქუეყანაჲ იგი ჴელისაგან ნოომინისა და რუთისგან მოაბელისა, ძის ცოლისა მისისა, რომლისა მოკუდა ქმარი, სამკჳდრებელი იგი მისი მოიგო თავისა შენისა. და იგიცა მოიყვანე თავისა შენისა, რომლისაგან აღუდგინო მკჳდრი მკუდარსა მას სამკჳდრებელსა მას მისსა ზედა.
6 ჰრქუა ნათესავმან მან: ვერ ჴელ-მეწიფების თავისა ჩემისა შჳლებად მისა, ნუუკუე განვრყუნე სამკჳდრებელი ჩემი და ეშჳლე შენ საშჳლებელსა მას ჩემსა ზედა, რამეთუ მე ვერ ძალ-მიც შვილებად.
7 და ესე სამართალი იყო პირველ ისრაჱლსა შორის საშვილებელსა ზედა და ცვალებასა ზედა, რათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ, განიძარცჳს კაცმან ჴამლი თჳსი და მისცის მოყუასსა თჳსსა, რომელი ეშჳლებინ საშჳლებელსა თჳსსა ზედა. და ესე იყო საწამებელი ისრაჱლსა შორის.
8 და ჰრქუა ნათესავმან მან ბოოზს: მიიღე თავისა შენისა საშჳლებელი იგი ჩემი! და განიძარცუა ჴამლი თჳსი და მისცა მას.
9 ჰრქუა ბოოზ მოხუცებულთა მათ და ყოველსა ერსა: მოწამე ხართ თქუენ დღეს, რამეთუ მომიგებიეს ყოველივე ელიმელიქისი და ყოველი, რავდენი არს ქელეონისი და მალოონისი, ჴელისაგან ნოომისი
10 და რუთი მოაბელისა, ცოლი მაალონისი, მოვიგე თავის ჩემისა ცოლად აღდგინებად სახელი მკჳდრისა მის სამკჳდრებელსა მისსა ზედა. და არა აღიჴოცოს სახელი მკჳდრისაჲ მის ძმათაგან მისთა და ტომთაგან ადგილისა მისისათა, მოწამეცა ხართ თქუენ დღეს.
11 და მიუგო ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ბჭეთა ზედა, და თქუეს: მოწამე ვართ! და მოხუცებულთა მათ ჰრქუეს: მოეცინ უფალმან ცოლსა მას შენსა, რომელი შევალს სახლსა მას შენსა, ვითარცა რაქელს და ვითარცა ლიას, რომელ აღაშჱნეს ორთავე ამათ სახლი ისრაჱლისა და ყვეს ძალი ეფრათას და წოდებად სახელი ბეთლემს.
12 და იყავნ სახელი შენი ვითარცა სახელი ფარეზისი, რომელმან უშვა თამარ იუდას ნათესავისაგან შენისა. და მოგეცინ შენ უფალმან მჴევლისა მაგისგან შენისა შვილი!
13 და მოიყვანა ბოოზ რუთ და იყო მისა ცოლად. და შევიდა მისა და მოსცა მას უფალმან მიდგომილებაჲ.
14 და ეტყოდეს დედანი იგი ნოომინს და ჰრქუეს: კურთხეულ არს უფალი, რომელმან დაგიმტკიცა შენ დღეს შჳლებულებაჲ წოდებად სახელი შენი ისრაჱლსა შორის.
15 და იყოს იგი შენდა მოსაქცეველ სულისა და გამომზრდელ სიბერესა შენსა, რამეთუ სძალმან შენმან, რომელმან შეგიყუარა შენ, შვა ძე, რომელ არს უმჯობეს შენდა უფროჲს შჳდთა ძეთა.
16 და მოიქუა ნოომინ ყრმაჲ იგი და დაისუა იგი წიაღთა თჳსთა და ექმნა მას მპოხელ.
17 და უწოდეს მას მოძმეთა სასელი და თქუეს: ესუა ძე ნოომინს! და უწოდეს სახელი მისი იობედ. ესე არს მამაჲ იესესი, მამისა დავითისი.
18 და ესე არიან შობანი ფარეზისნი: ფარეზ შვა ესრომ,
19 ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ,
20 და ამინადაბ შვა ნაასონ, და ნაასონ შვა სალმუნ,
21 და სალმუნ შვა ბოოზ, და ბოოზ შვა იობედ,
22 და იობედ შვა იესე და იესე შვა დავითი. |