ბიბლია, მსაჯულნი, თავი 17. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10228&pid=9&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და იყო კაცი მთისა ეფრემისი და სახელი მისი მიქა.

2 და ჰრქუა დედასა თჳსსა: ათასი იგი ფასი, რომელი მოგართუეს შენ, და მაფუცე და მარქუ ყურთა ჩემთა, აჰა ესერა, ვეცხლი იგი ჩემ თანა არს, მე მოვიღო იგი. და ჰრქუა დედამან თჳსმან: კურთხეულ არს ძე ჩემი უფლისა მიერ!

3 და კუალად მისცა ათასდაასი იგი ვეცხლი დედასა თჳსსა. და თქუა დედამან მისმან: განწმედით განწმიდე ვეცხლი იგი უფლისათჳს ჴელთაგან ჩემთა თჳსაგან საქმედ გამოქანდაკებული და გამოდნობილი, და აწ მიგცე შენ იგი დედასა თჳსსა.

4 და მოიღო დედამან მისმან ორასი ვეცხლი და მისცა იგი მჭედელსა და შექმნა იგი კერპად გამობერილად. და იყო იგი სახლსა შინა მიქაჲსსა.

5 და სახლი იგი მიქაჲსი იყო სახლად ღმრთისა. და ქმნა ევფუდი და თერაფინი და აღავსო ჴელი ერთისა ძისა მისთაგანისაჲ და იყო იგი მისა მღდელად.

6 მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის, რამეთუ კაცი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა იქმოდა.

7 და იყო ყრმაჲ ერთი ბეთლემელი იუდასაჲ ნათესავისაგან ტომისა იუდაჲსი. და ესე იყო ლევიტელი და მწირობდა იგი მუნ.

8 და წარვიდა კაცი იგი ქალაქისაგან იუდაჲსა ბეთლემით მწირობად, სადაცამცა პოვა და მოვიდა ვიდრე მთადმდე ეფრემისა და ვიდრე სახიდმდე მიქაჲსა მიგზავნებით გზისა თჳსისა.

9 და ჰრქუა მას მიქა: ვინა მოხვალ? და მან ჰრქუა: მე ვარ ლევიტელი ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსა, მივალ მწირობად.

10 და ჰრქუა მას მიქა: დაადგერ შენ ჩემ თანა და მექმენ მე მამაჲ და მღდელ და მე მიგცე შენ ათი ვეცხლი დღეთა წელიწადისათა და სამოსელი და საზრდელი შენი.

11 და შევიდა ლევიტელი იგი და დაადგრა მკუდრობად კაცისა მის თანა და იყო ყრმაჲ იგი მისა, ვითარცა ერთი ძეთა მისთაგანი.

12 და აღავსო მიქა ჴელი ლევიტელისაჲ და იყო ყრმაჲ იგი მისა მღდელად და იყოფოდა სახლსა შინა მიქაჲსსა.

13 და თქუა მიქა: აწ გულისჴმა-ვყავ, ვითარ კეთილი მიყო მე უფალმან, რამეთუ მექმნა მე ლევიტელი ესე.

14 მღდელ. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის.

<< ← Prev Top Next → >>