1 და წარვიდა სამსონ გაზად და იხილა მუნ დედაკაცი მეძავი და მივიდა მისა.
2 და უთხრეს გაზელთა და ჰრქუეს, ვითარმედ მოსრულ არს სამსონ აქა! და გარემოადგეს და უმზირდეს მას ღამე ყოელ ბჭეთა ზედა ქალაქისათა. და დადუმნეს ღამე ყოელ და თქუეს: ვიდრე განთენებადმდე ხვალისა ვჰგებდეთ, მოვკლათ იგი.
3 და დაიძინა სამსონ ვიდრე შუაღამეს ოდენ. და შებმა-უყო, კართა მის ქალაქისათა და აღიხუნა იგინი წყირთხლითურთ და მოქლონით, და დაისხნა იგინი ბეჭთა ზედა თჳსთა და აღიხუნა იგი თხემსა ზედა მის მთისასა, რომელ არს წინაშე ქებრონსა.
4 და იყო ამისა შემდგომად, და შეიყუარა სამსონ დედაკაცი იგი ჴელსა მას სორექისასა, რომელსა სახელი ერქუა დალილა.
5 და აღვიდეს მისა მთავარნი იგი უცხოთესლთანი და ჰრქუეს ცოლსა მას სამსონისსა: შეაცთუნე იგი და იხილე, თუ რაჲსაგან არს ძალი იგი მისი დიდი, რათა შეუძლოთ ჩუენ შეპყრობაჲ იგი მისი, და შევკრათ და დავამდაბლოთ იგი და ჩვენ მიგცეთ შენ კაცად-კაცადმან ათას-ათასი ვეცხლი.
6 და მიერითგან იწყო დალილა სიტყუად სამსონისა და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲთა არს ძალი ეგე შენი დიდი და რაჲთა შეიკრა და დამსდაბლდე?
7 მიუგო სამსონ და ჰრქჱუა მას: უკუეთუ შემკრა მე შვიდითა ძარღჳთა ნედლითა, რომელი არღა განრყუნილ იყოს, მაშინ მოუძლურდე მე და ვიქმნე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.
8 და მოართუეს მას მთავართა მათ უცხოთესლთა შჳდი ძარღჳ ნედლი, რომელი არა განრყუნილ იყო. და შეკრა იგი მით და მზირნი.
9 იგი სხდეს სენაკსა შინა. და ჰრქუა მას დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა და განხეთქნა ძარღუნი იგი, ვითარცა განწყდეს მკედი, რაჟამს ეცის სული ცეცხლისაჲ და ვერ საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.
10 და ჰრქუა დალილა სამსონს: აჰა ესერა, შეურაცხ-მყავ, მეტყოდე მე ტყუვილით, აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ!
11 და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ შემკრან მე საბლითა ახლითა მანქანისათა. რომლითა არა ქმნილ იყოს საქმე, მოუძლურდე და ვიქმნე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.
12 და მოიღო დალილა საბელი მანქანისაჲ ახალი და შეკრა იგი მით და ჰრქუა მას: უცხოთესლნი შენ ზედა სამსონ! და მზირნი იგი სხდეს დამალულნი სენაკსა შინა. და აღდგა სამსონ და განხეთქნა იგინი მკლავითგან მისთა, ვითარცა მკედი.
13 და ჰრქუა დალილა სამსონს: აქამომდე შეურაცხ-მყავ მე და მეტყოდე მე ტყუილით. აწ მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ! და ჰრქუა მას სამსონ: უკუეთუ დაქსოვო შჳდი ესე კოწოლი თავისა ჩემისაჲ საგუსალსა თანა და დამსჭუალო მანებითა კედელსა, და მაშინღა მოუძლურდე მე, ვითარცა ერთი კაცთაგანი.
14 და დააწუნა იგი დალილა და მოიხუნა შჳდნი იგი კოწოლნი თავისა მისისანი და დააქსოვნა იგინი ვარჯითურთ და დამსჭუალა იგი მანებითა კედელსა და ჰრქუა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და აღდგა იგი ძილისაგან და გამოჰჴადა მანები იგი დაქსოვილითურთ კედლისა მისგან და საგუსლით და არა საცნაურ იქმნა ძალი იგი მისი.
15 და ჰრქუა მას დალილა: ვითარ სთქუ, ვითარმედ შეგიყუარე შენ და გული შენი არა არს ჩემ თანა. ესე სამგზის შეურაცხ-მყავ მე და არა მითხარ მე, რაჲსაგან არს ძალი ესე შენი დიდი.
16 და იყო რაჟამს მოაშრო იგი სიტყჳთა მისითა ღამე ყოელ და შეაურვა მას, და სულმოკლე იქმნა იგი ვიდრე სიკუდიდმდე.
17 და უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ და ჰრქუა მას: არა აღსრულ არს საპარსველი თავსა ჩემსა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ ვარი მე მუცლითგან დედისა ჩემისათ. და უკუეთუ დავიყჳნო თმაჲ ესე ჩემი, განდგეს ძალი ჩემი ჩემგან და მოუძლურდე და ვიქმნე, ვითარცა ყოველნი კაცნი.
18 და ვითარცა იხილა დალილა, რამეთუ უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ, მიავლინა და მოუწოდა ყოველთა მათ მთავართა უცხოთესლსთასა და ჰრქუა, ვითარმედ: მოვედით აწ, რამეთუ მითხრა მე ყოველივე გულისა მისისაჲ. და მოვიდეს მისა ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი და მოართუეს ვეცხლი იგი ჴელითა მათითა.
19 და დააწჳნა იგი შორის მუხლთა თჳსთა და მოიყვანა მკუეცარი, და დაჰყჳნა შჳდივე იგი კოწოლი თავისაჲ. და იწყო დამდაბლებად და განეშორა მისგან ძალი მისი.
20 და ჰრქუა დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და განიღჳძა ძილისა თჳსისაგან სამსონ და თქუა: განვიდე და განვყარნე მტერნი ჩემნი და უყო, ვითარცა იგი პირველ! და მან არა უწყოდა, რამეთუ განეშორა მისგან ძალი მისი.
21 და შეიპყრეს იგი უცხოთესლთა მათ და აღმოჰჴადნეს თუალნი მისნი და წარიყვანეს იგი გაზად და შეკრეს იგი ბორკილითა რვალისაჲთა, და ფქჳდა იგი სახლსა შინა საპყრობილისასა.
Samson\'s Hair in Cut 22 და ვითარცა იწყო თმამან თავისა მისისამან აღმოსლვად, რომელ-იგი დაეყჳნა;
23 და შეკრბეს მთავარნი უცხოთესლთანი შეწირვად მსხუერპლისა დიდისა დაგონის ღმრთისა მათისა, და იხარებდეს და თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა სამსონ, მტერი ჩუენი.
24 და იხილა იგი ერმან მან და აქებდეს ღმერთთა, რამეთუ თქუეს: მოგუცა ღმერთმან ჩუენმან მტერი ჩუენი ჴელთა ჩუენთა, რომელი მოაოჴრებდა და ქუეყანასა ჩუენსა, რომელმან განამრავლნა წყლულებანი ჩუენნი.
25 და იყო, რაჟამს განმხიარულდა გული მათი ღჳნითა, თქუეს: მოუწოდეთ სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და იმღერდინ წინაშე ჩუენსა. და მოუწოდეს სამსონს სახლისაგან საპყრობილისა და ემღერდეს და დაადგინეს იგი შორის ორთა მათ სუეტთა.
26 და ჰრქუა სამსონ ჭაბუკსა მას, რომელსა ეპყრა ჴელი მისი: განმიტევე და შევახო ჴელი ჩემი სუეტთა ამათ, რომელთა ზედა სახლი ესე დამტკიცებულ არს, და უკუნვეყრდნა მათ!
27 ხოლო ტაძარი იგი სავსე იყო მამებითა და დედებითა და მუნ იყუნეს ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი. და ერდოსა ზედა დგა ვითარ სამ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი, და ხედჳდეს და ემღერდეს იგინი სამსონს.
28 და ღაღად-ყო უფლისა მიმართ სამსონ: უფალო ღმერთო ძალთაო, მომიჴსენე მე, მონაჲ შენი, და განმარინე მე ერთგზისღა-ესე აწ, ღმერთო, და შურ-ვიგო მე შურის-გებაჲ ერთი ორთა ამათ წილ თუალთა ჩემთა უცხოთესლთა ამათგან.
29 და შებმა-უყო სამსონ ორთა მათ სუეტთა, რომელნი დგეს შორის, რომელთა ზედა ტაძარი იგი დამტკიცებულ იყო, და მოსდვა მათ ერთსა ჴელი მარჯუენაჲ მისი და ერთსა ჴელი მარცხენე მისი.
30 და თქუა სამსონ: მოკუედინ თავი ჩემი უცხოთესლთა ამათ თანა! მოზიდა ძალითა და დაეცა ტაძარი იგი მთავართა მათ ზედა უცხოთესლთასა და ყოველსავე მას ერსა, რომელნი იყვნეს მას შინა. და იყვნეს მომწყდარი იგი, რომელნი მოსრნა სამსონ სიკუდილსა უფროს, რომელნი მოსრნა ცხორებასა მისსა.
Samson Destroys the Temple Dagon 31 და შთავიდეს ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისაჲ და წარმოიღეს იგი და დაფლეს შორის სარასა და შორის ერთაულსა საფლავსა მის თანა მანუესა, მამისა თჳსისა. და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოც წელ. |