ბიბლია, მსაჯულნი, თავი 15. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10226&pid=9&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და იყო, შემდგომად დღეთა რავდენთამე დღეთა მკისა იფქლისათა მივიდა სამსონ ცოლისა თჳსისა და მიართუა მას თიკანი თხათაჲ და თქუა: შევიდე მე ცოლისა ჩემისა სასუენებელად.

2 ხოლო მამამან მის დედაკაცისამან არა უტევა იგი შესლვად და ჰრქუა მას: მე ვჰგონებდ და ვთქუ, ვითარმედ სიძულილით მოიძულე იგი. და მივეც იგი მოყუასსა შენსა! აწ, ესერა, დაჲ მისი უმრწემესი უმჯობეს მისა არს, იგი იყავნ შენდა ცოლად მის წილ!

3 და ჰრქუა მათ სამსონ: უბრალომცა ვარ მე ამიერითგან უცხოთესლთაგან, რამეთუ ყოფით ვყო მათ თანა ბოროტი!

4 და წარვიდა სამსონ და შეიპყრა სამასი მელი და მოიღო ლამპრები, და შეუკრა კუდი კუდსა თანა და გამოაბა ლამპარი ერთი შორის ორთა კუდთა და შეკრა მაგრად.

5 და აღუდვა ცეცხლი ლამპრებსა მას და განუტევნა იგინი შორის მჭელეულებსა მას უცხოთესლთასა. და მოწუა ჴუვილი ზჳნითგან ვიდრე უმკალადმდე და ვენაჴი და ზეთისხილი.

6 და ჰრქუეს უცხოთესლთა მათ: ვინმე ქმნა საქმე ესე? და თქუეს: სამსონ, ძემან მანოელისმან, რამეთუ მოუღო ცოლი მისი, და მისცა მოყუასსა მისსა. და აღმოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაწუეს იგი და სახლი მამისა მისისა ცეცხლითა.

7 და ჰრქუა მათ სამსონ: დაღათუ ჰყავთ ესე, არავე სათნო-მიჩნს მე, არამედ შურისგებაჲ ჩემისა კაცად-კაცადისაგან ვიძიო თქუენისა.

8 და მოსრნა იგინი წყლვითა ბარკალსხჳლითა გუემითა დიდითა ფრიად და წარვიდა იგი და დაემკჳდრა ჴევსა მას ქუაბსა ეტამისასა.

9 და აღმოვიდეს უცხოთესლნი და დაიბანაკეს იუდასა შორის და მოიწინეს ლექიდმდე.

10 და ჰრქუა კაცმან იუდაჲსმან უცხოთესლთა მათ: რაჲსათჳს აღმოსრულ ხართ ჩუენდა? და თქუეს უცხოთესლთა მათ: შეპყრობად და შეკრვად სამსონისა აღმოსრულ ვართ, რათა უყოთ მას, ვითარცა იგი ჩუენ მიყო მან.

11 და წარვიდეს სამათასნი კაცნი იუდაჲსაგანნი ჴურელსა მას კლდისა ეტამისასა. და ჰრქუეს სამსონს: არა უწყია, რამეთუ უცხოთესლნი უფლებენ ჩუენ ზედა? რაჲსათჳს მიყავ ჩუენ ესე? და ჰრქუა მათ სამსონ: ვითარცა-იგი მათ მიყუეს მე, ეგრეცა მე უყავ მათ.

12 ხოლო მათ ჰრქუეს მას: შეკრვად შენდა მოსრულ ვართ და მიცემად ჴელსა უცხოთესლთასა! ხოლო სამსონ ჰრქუა მათ: მეფუცენით, რათა არა მომკლათ მე თქუენ! და მიმეცით ჴელთა მათთა, ნუუკუე თქუენ მემთხჳნეთ მე.

13 და ეფუცნეს მას და ჰრქუეს: არა! არამედ შე-ხოლო-გკრათ შენ და მიგცეთ ჴელთა მათთა, ხოლო სიკუდილითა არა მოგკლათ შენ! და შეკრეს იგი ორითა საბლითა ახლითა მანქანისათა და წარიყვანეს იგი კლდისა მისგან ეტამისა.

14 და მოვიდა იგი ვიდრე ადგიდმდე მის ღაწჳსა, ხოლო უცხოთესლთა მათ აღიზახეს და მოიმართეს შეპყრობად მისა, და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან. და იქმნნეს საბელნი იგი მანქანისანი მკლავთა შინა მისთა, ვითარცა ნაძეძი, რაჟამს ეცის ცეცხლი, ეგრეთ დადნეს საკრველნი იგი მკლავთაგან მისთა.

15 და პოვა ღაწჳ ვირისა მდებარე, მიყო ჴელი მისი და მოიღო იგი და მოსრა მით ათასი კაცი.

16 და თქუა სამსონ: ღაწვითა ვირისაჲთა აღჴოცით აღვჴოცნე იგინი, რამეთუ ღაწჳთა ვირისაჲთა მოვსარ ათასი კაცი.

მსაჯულნი 15:16 - Samson Kills the Philistines
Samson Kills the Philistines
17 და იყო, რაჟამს აღასრულნა სიტყუანი ესე, დააგდო ღაწჳ იგი ჴელისაგან მისისა და უწოდა აღგილსა მას მუსრვაჲ ღაწჳთა.

18 და შეეწყურა, მას ფრიად, და ღაღად-ყო უფლისა მიმართ და თქუა: შენ წარუმართე ჴელსა მონისა შენისასა ცხოვრებაჲ ესე დიდი; და აწ, ესერა, მოვკუდები წყურილითა, დავვარდი მე ჴელთა წინადაუცუეთელთასა?

19 და განაღო ღმერთმან წყლული იგი ღაწჳსაჲ მის და გამოეცა მისგან წყალი, და სუა და მოიქცია სული თჳსი და განისუენა. ამისთჳს ერქუა სახვლი მისი წყაროჲ წოდებული ღაწჳსაჲ ვიდრე აქა დღედმდე.

20 და შჯიდა ისრაჱლსა სამსონ დღეთა მათ უცხოთესლთასა ოც წელ.

<< ← Prev Top Next → >>