ბიბლია, მსაჯულნი, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10223&pid=9&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და შეკრბეს და მოვიდეს ძენი ეფრემისნი სეფინად და ჰრქუეს იეფთაეს: რაჲსათჳს განხუედ შენ ბრძოლად ძეთა ამონისთა და ჩუენ არა გუაუწყე, რათამცა ვჰბრძოლეთ ჩუენცა შენ თანა? აწ სახლი შენი დაგაწუათ ცეცხლითა შენ ზედა.

2 ხოლო იეფთაე ჰრქუა მათ: კაცი მსაჯული ვიყავ მე, და ერი ჩემი და ძენი ამონისნი მაჭირვებდეს მე ფრიად, და ვღაღადებდ მე თქუენდა მიმართ და არა მიჴსენით მე ჴელთაგან მათთა.

3 და ვითარცა ვიხილე, რამეთუ არავინ იყო მჴსნელ ჩემდა, წარვიღე თავი ჩემი სიკუდილად ჴელითა ჩემითა და წიაღუჴედ ძეთა ამონისთა. და მოსცნა უფალმან ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა და თქუენ მოსრულ ხართ ბრძოლად ჩემდა?

4 და შეიკრიბა იეფთა ყოველი ერი გალაადისაჲ და ჰბრძოდა ძეთა ეფრემისთა. და მოსრეს კაცთა ბალაადისათა ძეთაგანი ეფრემისთა მახჳლითა.

5 და წინაწარ დაიპყრეს გალაადელთა წიაღსავალი იგი იორდანისაჲ ეფრემისი. და იყო, რაჟამს-იგი იქუეს განრინებულთა მათ ეფრემისთა, ვითარმედ: წიაღვჴდეთ იორდანესა: ჰრქუეს გალაადელთა მათ: ნუუკუე ეფრემისგანი იყუნეთ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არა ვართ ეფრემისგანნი.

6 და მათ ჰრქუეს: გჳთხარ ნუ რაჲ სასწაული და მათ ვერ წარიმართეს სიტყუად სიტყუად ეგრესახედ. და აღიპყრობდეს მათ და მოსწყუედდეს წიაღსავალსა მას ზედა იორდანისასა და დაეცნეს მას დღესა შინა ერისაგან ეფრემისი ორმეოცდაორი ათასი.

7 და სჯიდა იეფთაე ისრაჱლსა ექუს წელ. და მოკუდა იეფთაე გალაადელი, და დაფლეს იგი ქალაქსა თჳსსა გალაადს.

8 და სჯიდა მისსა შემდგომად ისრაჱლსა ესებონ ბეთლემელი.

9 და ესხნეს მას ოცდაათ ძე ოცდაათ ასულ, რომელნი მიეცნეს ქმართა ოცდაათნი ცოლნი შემოჰგუარნეს ძეთა თჳსთა, და სჯიდა ისრაჱლსა შჳდ წელ.

10 და მოკუდა ესებონ და დაფლეს იგი ბეთლემს.

11 და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა ელომ ზაბულონელი ათ წელ

12 და მოკუდა და დაჰფლეს ქუეყანასა ზაბულონისასა.

13 და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი.

14 და ესხნეს მას ორმეოც ძე და ოცდაათ ძისწულ, რომელნი აღსხდებოდეს სამეოცდაათთა საჴედართა; და სჯიდა იგი ისრაჱლსა რვა წელ.

15 და მოკუდა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი, და დაფლეს იგი ფარათონს, მთასა ამალეკისასა.

<< ← Prev Top Next → >>