ბიბლია, მსაჯულნი, თავი 10. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10221&pid=9&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და აღდგა აბიმელექს შემდგომად ცხორებად ისრაჱლსა თოლა, ძე ფოლაჲსი, ძე მამისძმისა მისისა, კაცი ისაქარისაჲ და იგი მკუდრ იყო სამარიას მთასა მას ეფრემისსა.

2 და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოცდასამ წელ და მოკუდა თოლა, ძე ფულაჲსი, და დაფლეს იგი სამარიას.

3 და ამისა შემდგომდა აღდგა იარ გალაადელი და სჯიდა ისრაჱლსა ოცდაორ წელ.

4 და ესხნეს მას ოცდათორმეტ ძენი, აღსხდებოდეს ოცდაათორმეტსა საჴედარსა. და ოცდაათორმეტი ქალაქი იყო მათი. და უწოდა მათ საყოფლები იარისი ვიდრე დღენდელად დღედმდე, რომელ-იგი არიან ქუეყანასა გულაადისასა.

5 და მოკუდა იარ და დაეფლა იკამონსა.

6 და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალის, და ასტაროთსა და ღმერთთა ასურეთისათა. და ღმერთთა სიდონისათა და ღმერთთა მოაბისათა და ღმერთთა ძეთა ამონისთასა და ღმერთთა უცხოთესლთასა. და დაუტევეს ღმერთი მათი და არა ჰმონებდეს მას.

7 და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა უცხოთესლთასა და ჴელთა ძეთა ამონისთასა.

8 და დაგლახაკნეს იგინი და დაამდაბლნეს ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა ათრვამეტ წელ ყოველნივე, რომელნი იყუნეს წიაღ იორდანეს და ქუეყანასა ამორეველთასა და ბალაადისასა.

9 და წიაღმოჴდეს ძენი ამონისნი იორდანესა ბრძოლად, იუდაჲსსა და ბენიამენისსა და სახლისა ეფრემისა, და სჭირდა ფრიად ძეთა ისრაჱლისათა.

10 ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და თქუეს: შეგცოდეთ შენ, რამეთუ დაგიტევეთ უფალი ღმერთი ჩუენი და ვჰმსახურებდით ბაალსა.

11 და ჰრქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა: ანუ არა ეგჳპტელნი და ამორეველნი.

12 და ძენი ამონისნი, ამალეკი, და ქანანელნი გაჭირვებდეს და ჰღაღადყავთ ჩემდა მომართ და გიჴსენ თქუენ ჴელისაგან მათისა?

13 და თქუენ დამიტევეთ მე და ჰმონებდით ღმერთთა უცხოთა, ამისთჳს არღარა შევსძინო ჴსნად თქუენდა.

14 ვიდოდით და ღაღადებდით ღმერთთა მიმართ, რომელნი გამოირჩიენით თავისა თჳსისა და მათ გიჴსნენ თქუენ ჟამსა ჭირისა თქუენისასა.

15 და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა უფალსა: ვცოდეთ, აწ მიყავ ჩუენ ყოვლისაებრ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა.

16 და განშორნეს ძეთა ისრაჱლისათა ღმერთნი უცხონი შორის მათსა და ჰმსახურებდეს ღმერთსა მხოლოსა და სულმოკლე იქმნა შრომითა ისრაჱლი.

17 და აღმოვიდეს ძენი ამონისნი და დაიბანაკეს გალაადით კერძო. და გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს სამსტროსა მას ზედა.

18 და თქუა ერმან მან, რომელნი იყვნეს მთავარნი გალაადისანი, კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინმე იყოს კაცი, რომელმან იწყოს ბრძოლად ძეთა ამონისთა? და იყოს იგი მთავარ ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა გალაადისათა.

<< ← Prev Top Next → >>